English below
თბილისში არსებული გოლგოთის სამლოცველო რეგისტრირებულ ეკლესიას წარმოადგენს.
გვწამს ისტორიული ქრისტიანობის ყველა ძირეული მოძღვრების.
გვწამს, რომ წმინდა წერილი უშეცდომოა, რომ ბიბლია, ძველიც და ახალი აღთქმაც ღმერთის მიერ შთაგონებული, უტყუარი სიტყვაა.
გვწამს, რომ ღმერთი მარადიულად ცოცხალია სამ სხვადასხვა პიროვნებაში: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმიდა.
გვწამს, რომ ღმერთი ყოველივე
არსებულის პიროვნული, ზებუნებრივი და უზენაესი შემოქმედია.
გვწამს, რომ იესო ქრისტე მთლიანად ღმერთი და მთლიანად ადამიანია, რომ იგი ქალწულის მიერ იშვა, იცხოვრა უცოდველი ცხოვრებით, ჯვარზე კაცობრიობის მაგივრად აღსრულებით გვიბოძა ჩვენი ცოდვების გამოსასყიდი, ხორციელად აღდგა მკვდრეთით, უკან, ზეცად ამაღლებით კი მამა ღმერთის ხელმარჯვნივ დაიმკვიდრა ადგილი და ცოცხლობს მარადიულად, რათა იყოს შუამავალი ჩვენთვის.
გვწამს დედამიწაზე იესო ქრისტეს პიროვნული, ხილვადი და ათასწლეულამდელი მეორედ მოსვლის. იგი დაბრუნდება თავის წმიდებთან ერთად და დააარსებს სასუფეველს, რომელიც მარადიულად იარსებებს.
მას შემეგ რაც იესო ცად ამაღლდა, მან თავისი სულიწმიდა გარდამოავლინა იერუსალიმში მყოფ მორწმუნეებზე, რითაც ძალით აღავსო ისინი, რათა აღესრულებინათ მისივე დავალება - სახარების კაცობრიობისათვის ქადაგება - ვალდებულება, რომელიც დღესდღეობით ყველა მოწმუნეს აკისრია.
გვწამს, რომ ბუნებით ყოველი ადამიანი დაშორებულია ღმერთისაგან და პასუხისმგებელია თავისსავე თითოელ ცოდვაზე, მაგრამ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მადლით ყოველივე ჩვენგანს ხსნა, გამოსყიდვა და მიტევება უსასყიდლოდ აქვს ბოძებული. იმ წამს, რა წამსაც ადამიანი მოინანიებს ცოდვას და აღიარებს იესო ქრისტეს, როგორც პიროვნულ მხსნელსა და უფალს, მას მიენდობა ხსნისათვის, ეს ადამიანი მყისიერად ხდება ხელახლა დაბადებული და სულიწმიდის მიერ ბეჭედდასმული, მიეტევება თავისი ყველა ცოდვა და ხდება ღმერთის შვილი, რათა იცხოვროს მარადიულად უფალთან ერთად.
- - - - - - - - - - - - - - -
Calvary Chapel of Tbilisi is a registered church. We believe in all the basic doctrines of historic Christianity. We believe in the inerrancy of Scripture, that the Bible, Old and New Testaments are the inspired, infallible Word of God. We believe that God is eternally existent in three distinct persons: Father, Son and Holy Spirit. We believe that God is the personal, transcendent, and sovereign Creator of all things. We believe that Jesus Christ is fully God and fully human, that He was born of a virgin, lived a sinless life, provided for the atonement of our sins by His substitutionary death on the cross, was bodily raised from the dead, ascended back to the right hand of the Father, and ever lives to make intercession for us. We believe in the personal, visible, and pre-millennial second coming of Jesus Christ to the earth. He will return with His saints and set up a kingdom of which there will be no end. After Jesus ascended to Heaven, He poured out His Holy Spirit on the believers in Jerusalem, enabling them to fulfill His command to preach the Gospel to the entire world, an obligation shared by all believers today. We believe that all people are, by nature, separated from God and responsible for their own sin, but that salvation, redemption, and forgiveness are freely offered to all by the grace of our Lord Jesus Christ. When a person repents of sin and accepts Jesus Christ as personal Savior and Lord, trusting Him to save, that person is immediately born again and sealed by the Holy Spirit, all his/her sins are forgiven, and that person becomes a child of God, destined to spend eternity with the Lord.