ქრისტიანული არხი • Christian Channel

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქრისტიანული არხი • Christian Channel

ქრისტიანული არხი • Christian Channel ქართული ქრისტიანული (პროტესტანტული) გვერდი

13/08/2026
🇬🇪 💔
07/08/2026

🇬🇪 💔

🔻 2008 წლის აგვისტო… 5 დღე – მავანისთვის ერთი სამუშაო კვირა, სხვისთვის ცხელი ზაფხულის სასიამოვნო მოგონება, ვიღაცისთვის კი საუკუნედ გადაქცეული გრძელი დღეები საყვარელი ადამიანების მოლოდინში ფრონტის ხაზიდან… ვიღაცისთვის სიცოცხლის დასასრულიც…

მახსოვს საინფორმაციო გამოშვება და ხალხში ტალღასავით გარბენილი : “ომი დაიწყო!” რაღაცნაირი სიჩუმე, მხოლოდ ომის დროს რომ იცის, მძიმე, უემოციო და უსიტყვოდ გაზიარებული ტკივილი.

სიკვდილის სიახლოვე და მომავლის სათუოობა. შეწყვეტილი სიცილი და სერიოზულობა, რომელიც არყოფნის შესაძლებლობას მოაქვს…

ომი – ეს ვიღაცისთვის მშვიდობის ანტონიმია, მისთვის კი ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადა, ის კითხვის ნიშანს სვამს სიტყვა “მომავალთან”…

მახსოვს უსასრულო კოლონები გზებზე და დაცლილი ქალაქები. რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე, ქალებითა და ბავშვებით სავსე მანქანები და შიში ახალგაზრდა დედის თვალებში, ბომბდამშენის ხმაზე, რომელიც მთელი ძალით იკრავდა გულში პატარას… ყურადღებას ჯიპიდან გადმოსული კაცი იპყრობს, შიშისგან გაფართოვებული თვალებით და სამი ოქროს ჯაჭვით კისერზე, “გაავსე! საზღვრამდე უნდა მეყოს,” – ეუბნება ოპერატორს და ნერვიულად იფშვნეტს ხელებს… ეს ეპიზოდი ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც კონტრასტი იმ გმირებისა, რომლებიც გასაქცევს არ ეძებდნენ…

იყო ხალხი, ვინც საკუთარი გეგმები გვერდზე გადადო და ომში წავიდა , იყვნენ ადამიანები ვისაც საკუთარ თავზე მეტად სხვები ადარდებდა, იყვნენ გმირები იარაღით და უიარაღოდ – ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რაც საერთო საქმეს წაადგებოდა: ვიღაც იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე, მავანი საერთაშორისო ასპარეზზე იცავდა საქართველოს ინტერესებს, ვიღაც სიცოცხლეს სწირავდა კადრებისთვის, ვიღაც ობიექტურად აშუქებდა სინამდვილეს, სხვა ცოცხალ ჯაჭვში იდგა…ვიღაც ლოცულობდა… ვისაც რითი შეეძლო ისე იბრძოდა.

მერე იყო ეკრანთან გატარებული დღეები და ყოველდღიური ცნობები შეწყვეტილ სიცოცხლეებზე, გადმოცემა– გადმოცემით მოსული ამბები ახლობლებზე, რომლებიც ოკუპირებულ სოფლებში ჩარჩნენ, დაკარგული ახლობლები… ყველაზე ხშირი სიტყვა “ღმერთო” და დავიწყებული ლოცვის გახსენება… მერე იყო სიტყვები : ნასახლარი, ნასოფლარი, ნაომარი… უფრო მერე – შაოსანი…ობოლი… ქვრივი… და ტკივილი.

მერე…მერე 10 წელი გავიდა და სიტყვა ” ოკუპაცია” ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, მათ შორის “მცოცავიც”.

მავთულხლართები სულ უფრო ახლოს მოიწევენ დედაქალაქისკენ და რაც უფრო ახლოს მოდის მოწინააღმდეგე, მით უფრო გაურკვეველი ხდება სიტყვა “მტრის” დეფინიცია…

ბრძოლა გრძელდება და დღესაც, ყველამ ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც მაშინ – ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ერთი რამ კი ყველას ნამდვილად შეგვიძლია – ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის!

პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

✍️ ნატალია ჩიქოვანი

31/07/2026

❤️

31/07/2026

🙏🫵 💔გადმოღვარე შენი სული, შენი ტკივილი, შენი დარდი, შენი ფიქრები ყოვლისშემძლე, უზენაესი ღმერთის ფეხებთან... მას ყველაზე კარგად ესმის შენი, მან ყველაზე კარგად იცის, რა არის ადამიანის გულში, მან იცის:
☑️ როგორ წამოგაყენოს!
☑️ როგორ გაგამხნეოს!
☑️ როგორ გაგათავისუფლოს!
☑️ როგორ აგავსოს თავისი სიცოცხლით!

💫 გაცოცხლდი... ☝️

31/07/2026


✍რიჩარდ ვურმბრანდი, წიგნიდან "ციხის კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ"
თავი მე-7 (ნაწყვეტი)
❗☝რწმენა, რომელიც ტანჯვამ შეიძლება გაანადგუროს, არ არის რწმენა.
ბევრი ისტორია წამიკითხავს იმ ადამიანთა შესახებ, რომლებმაც დიდი დარდი გადაიტანეს, მაგრამ ბოლომდე სწამდათ; ისტორიები წამებულთა და გმირ მისიონერთა შესახებ.
ეპისკოპოსი ჰანინგტონი უგანდაში კაციჭამიებს უქადაგებდა იმ რწმენის შესახებ, რომელიც იტანს ყოველგვარ ტანჯვას. შემდეგ ის შესაჭმელად წაიყვანეს. გზად იმ ადგილამდე, სადაც მის სხეულს ნაწილ-ნაწილ დაჭრიდნენ, ის თავისთვის იმეორებდა: „გიყვარდეს შენი მტრები. ილოცე მათთვის, ვინც ზიზღით გიყენებს“.
როდესაც მისმი ვაჟები მამის ნაკვალევს გაჰყვნენ და მისონერები გახდნენ, მათ ქრისტესკენ მოაქციეს საკუთარი მამის მკვლელები. სწორედ მათ უამბეს ეს ამბავი ეპისკოპოსის ვაჟებს.
მან ურყევი რწმენა შეინარჩუნა სიკვდილამდე. ადამიანი სიკვდილის წინაშეც კი მტკიცედ მოეჭიდება თავის ჭეშმარიტ მრწამსს.
❗❗❗❗❗თქვენ მხოლოდ იმას თმობთ, რაც თქვენი წარმოდგენით გწამდათ.

30/07/2026

❌ „ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება:
❎ამპარტავანი მზერა,
❎ცრუ ენა,
❎უცოდველი სისხლით დასვრილი ხელი,
❎ბოროტ ზრახვათა მზრახველი გული,
❎ბოროტებისკენ მორბენალი ფეხი,
❎ცრუ და მზაკვარი მოწმე,
❎და ძმათა შორის შუღლის მთესავი.“

📖 ბიბლია; იგავები 6:16-19

30/07/2026

✅"შეიკავე შენი ენა სიბოროტისაგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.

📖 ფსალმუნი 33:13:14

Address

ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩა, 37B
Tbilisi
0171

Telephone

+995599977055

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქრისტიანული არხი • Christian Channel posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to ქრისტიანული არხი • Christian Channel:

Shortcuts

Share