Patriarch Ilia II

Call Website Contact the place of worship

Patriarch Ilia II Official page of the Patriarch of Georgia Ilia II

13/10/2021

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

,,საკვირველია ჩვენი წარსული, ჩვენი აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყვნენ, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა არ მიგვეღო მეოთხე საუკუნეში, ვინ ვიქნებოდით?!

ღმერთმა წყალობა მისცა, მართლაც, და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, უნდა დავაფასოთ. უნდა დავაფასოთ პიროვნება, პიროვნებას უნდა შევუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში თქვენ მიაღწევთ დიდ წარმატებას...

სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის, რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღესაა.

მახსენდება წარსული წლები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, მაგრამ საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო! ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად.

სიხარული არ მოგაკლოთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს!"

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ა.წ. 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის ...
13/10/2021

ა.წ. 13 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, პელას მთავარეპისკოპოსი ფილომენი და იერუსალიმის წმინდა იოაკიმესა და ანას ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მელეტიოსი მიიღო.

შეხვედრას ასევე ეწსრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მის უწმინდესობას იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის მოკითხვა და საჩუქარი გადასცა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჯვრის მონასტერში არსებულ სიტუაციას და ისრაელში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. მეუფე ფილომენმა აღნიშნა, რომ ქართველები ხშირად დადიან ჯვრის მონასტერში, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და თვითონაც ცდილობს მათ თავი ისე აგრძნობინოს, როგორც საქართველოში.

მთავარეპისკოპოსმა ფილომენმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მადლიერებით აღნიშნა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს წმინდა მიწაზე ქართველების დასახმარებლად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს, დალოცა ისინი და სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვაზე მიიწვია.

ინფორმაცია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით2021 წლის 14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკა...
12/10/2021

ინფორმაცია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით

2021 წლის 14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.

წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან.

ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

⛪ ინფორმაცია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით

🔹 2021 წლის 14 ოქტომბერს, ხუთშაბათს, სვეტიცხობლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაიწყება 10:00 საათზე.

🔹 წელს ტრანსპორტით გადაადგილებისთვის საშვები საჭირო არ იქნება.

🔹 უფასო ავტობუსები მცხეთის მიმართულებით გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 8:00 საათიდან.

👉 ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია.

10/10/2021

დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.

გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.

ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში.

შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:„2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის ...
09/10/2021

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

„2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა".

შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას:

ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ facebook-გვერდზეა გავრცელებული:

,,ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე,
სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში
აღესრულება საღმრთო ლიტურღია.

10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯამრთელო პარაკლისი.
ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური,
არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)".

📌 დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია:

„2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა".

➡️ შევნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას:

ჩვეულებრივ, კვირა დღეს და საუფლო დღესასწაულებზე შეკვეთილი წირვა არ ტარდება.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მსახურების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ტაძრის ოფიციალურ facebook-გვერდზეა გავრცელებული:

,,ყოველ შაბათს, ღამის 23:30 საათზე,
სვეტიცხოვლის აღდგომის ტაძარში
აღესრულება საღმრთო ლიტურღია.

10.10. 21 წ., კვირა დილით, წირვის შემდეგ შესრულდება ქ.ბათუმში სახლის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდი და ამავე სახლში მცხოვრებ პირთა საჯანმრთელო პარაკლისი.
ღამისთევით წირვას აღავლენს სვეტიცხოვლის ტაძრის მღვდელმსახური,
არქიმანდრიტი ილია (კავსაძე)".

07/10/2021
ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო  62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ ...
23/09/2021

ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო



62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილიმა). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით მუდამ უშიშრად სძლევდა. მეუფე ყოველთვის გამოირჩეოდა გაჭირვებულთადმი მამობრივი მზრუნველობით, გულმოწყალებით, სტუმართმოყვარეობით, გულწრფელობით, ბავშვური უბრალოებით... იყო ეკლესია-მონასტერთა მაშენებელი, ეპარქიაში საგანმანათლებლო ცენტრების დამაარსებელი, სოფლის მეურნეობის ამაღორძინებელი და, საერთოდ, მრავალმხრივი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული. ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ დიდ ორგანიზმად, ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო. ვუსამძიმრებთ მათ, ვუსამძიმრებთ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელო და სამონაზვნო დასს, მრევლს, ნათესავებს, ყველა გულშემატკივარს და შევთხოვთ უფალს, თვისი წყალობა და შეწევნა არ მოაკლოს მეუფე სერგის უკვდავ სულს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ამინ!

21/09/2021
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
17/09/2021

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს,  ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და ს...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარიბატონ იოსებ (სოსო) ტყებუჩავას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებსმიიღეთ...
10/09/2021

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ბატონ იოსებ (სოსო) ტყებუჩავას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

მიიღეთ ჩვენი თანადგომა მეუღლის, ქალბატონი თამარის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ქალბატონი თამარი უკვე გახდა.

პატივისცემით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

Address

1 Erekle II's Square
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Patriarch Ilia II posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to Patriarch Ilia II:

Shortcuts

Share