ღმერთი სიყვარული არს

ღმერთი სიყვარული არს ჩვენი გვერდი გასწავლით თუ როგორი უნდ? ეს გვერდი შეიქმნა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზი გიორგი თევდორაშვილის კურთხევით....

19/08/2026

მამა დავითის . თბილისში მთაწმინდა, სასწაულმოქმედ წყაროში ჩავედით ოთხივე… უფალი გფარავდეთ ყველას. სასწაულმოქმედი წყაროა.. უამრავი განიკურნა... სხვადასზვა დაავადბის დროს, უშვილოებს შვილი მიეცათ, სიმსივნით დაავადდბულნი განიკურნენ და ასე შემდეგ..

წმინდა ნინოს ძუძუს წყაროჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება.ალბათ...
19/08/2026

წმინდა ნინოს ძუძუს წყარო

ჯვრის მონატრიდან დაღმართისკენ მიმავალი გზა წმინდა ნინოს სახელობის მცირე ტაძრისკენ მიუყვება.
ალბათ შეამჩნევდით პატარა სავანეს, სადაც შეფოთლილი ხეებია როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. ეს ის ადგილია, სადაც წმინდა ნინო მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. სწორედ, ამ ადგილასაა სასწაულმოქმედი წყალი წმინდა ნინომ რომ აღმოაჩინა და მას "ძუძუს წყარო" ეწოდა. ამ ადგილზე იყო "აკაკის ხე", რომელიც სასწაულებს ახდენდა, კურნავდა ნებისმიერი დაავადებით მისულ სნეულებს. სწორედ ეს თვისება აქვს ამ წყალსაც. მთავარია, მიხვიდე რწმენით, უფალი კი აუცილებლად შეისმენს შენს თხოვნას. რწმენით მისული უამრავი ადამიანი დღესაც მიდის შეწევნისათვის.
"ძუძუს წყალი" თავად წმინდა ნინოს მიერაა ნაკურთხი და შიგ მისი ცრემლებია შერეული. გემოვნებით დედის რძეს წააგავს. სახელწოდებაც აქედან მოდის-"ძუძუს წყაროს", თითქოს უმი, აუდუღარი რძის გემო აქვს, ოდნავ ტკბილი და დედის რძესავით ნოყიერი და ცხიმოვანია. რაც მთავარია, უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონეა, გნსაკუთრებით ქალბატონებისათვის, დაწყებული მკერდის სიმსივნიდან და მასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის (მაგალითად, მეძუძური დედებისთვის რძის გაშრობა და ასე შემდეგ), წმენდს კუჭ-ნაწლავს და რაც მთავარია, უშვილოთა შემწეა.

"ძუძუს წყარო" მივიღოთ აუცილებლად ლოცვების "მამაო ჩვენო-ს" ან "წმინდა ნინოს ტროპარის შემდეგ. 2007 წლიდან წყლის უამრავი შემთხვევაა დაფიქსირებული იმის, რომ უშვილო წყვილებს შვილი გაუჩნდა. აქ მობრძანებული მომლოცველი თუ გულით, სულით და რწმენით შესთხოვს უფალს და წმინდა ნინოს, აუცილებლად მიიღებს მადლს და აუსრულებს ოცნებას.
წყალი მრავლდება შემდეგნაირად: 50 ლ. ჩვეულებრივ წყალს დაემატება მხოლოდ 10-20 გ. წყალი. იგივე თვისებებს ინარჩუნებს.

18/08/2026

მამა დავითი თბილისში, მთაწმინდაზე მდებარეობს..სასწაულმოქმედი წყარო სადაც განიკურნა უამრავი ადამიანი სხვადასხვა სნეულებისგან... უშვილოებს შვილები მიეცათ, კიბო დაამარცხეს და უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა მოგვარდა რწმენით.. აქ მდებარეობს სამი წყარო.. მე და ჩემინსამო შვილი განვიბანეთ.. უფალს ვთხოვეთ სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა.. გფარავდეთ უფალი.. #სასწაული #მამადავითი

15/08/2026

შიშს ნუ მოუსმენთ. გჯეროდეს უფლის მუდამ შენთან არის .. ნურაფრის ნუ გეშინია

ყველა ვინც ახლა გვისმენს ეხლა ძალიან მნიშვნელოვანს გეტყვით, რომ ეშმაკი, როგორც სახარებიდანაც ვიცით არავის ინდობს. ძალიან...
13/08/2026

ყველა ვინც ახლა გვისმენს ეხლა ძალიან მნიშვნელოვანს გეტყვით, რომ ეშმაკი, როგორც სახარებიდანაც ვიცით არავის ინდობს. ძალიან დაუნდობელია არა მარტო არავის, არაფერის მიმართაც. მათ არაფერი გაუკეთებიათ, არც არაფერი შეუქმნიათ. და ყველაფერს აფუჭებენ. აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვებში დემონური ხასიათის ჩამოყალიბებას. როცა შენ არაფერი შეგიქმნია და არ აფასებ სხვის შრომას. მაგალითად ვიღაცამ ბოსტანში კვლები გააკეთა, შენ კი ზედ ფეხით გადაუარე, შეღება მესერი, შენ კი რაღაცეები მიახატე. როდესაც თვითონ არაფერს აკეთებ და სხვის გაკეთებულს აფუჭებ, ეს ხააიათის დემონური თვისებაა.
და ეს ძალიან გავრცელებულია.
სხვისი სახლის კედლების დაჩხაპნა. სკამების ბრიტვით დაჭრა კინოთეატრში, ისე უბრალოთ ხელები ვერსად წაგვიღია, პაპიროსის მისრესვა კედელზე, წყლის ბოთლის იქვე მიგდება.
შეგვიწყალე უფალო.

დეკანოზი ანდრეი ტკაჩოვი

13/08/2026

მარიამობის მარხვა
14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრება ღვთის მადლით იყო გაბრწყინებული. მოციქულთა მსგავსად, იგი სიტყვითა და ლოცვით განამტკიცებდა ქრისტიანულ ეკლესიას. 43 წლის ყოვლადწმინდა მარიამი წმინდა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად გადავიდა ეფესოში, რომელიც მოციქულს საქადაგებლად ერგო. ჩავიდა კვიპროსზე, წმინდა ლაზარესთან, რომელიც იქ ეპისკოპოსად იყო დადგენილი. ეს სწორედ ის ლაზარეა, უფალმა ოთხი დღის მკვდარი რომ აღადგინა. ათონის მთაზე ბრძანა, რომ ეს ადგილი წილად ხვდა მას და ამიერიდან მფარველობას არ მოაკლებდა.

ძველი ქრისტიანები ღვთისმშობელს უდიდეს პატივს სცემდნენ, ამიტომ მის ყოველ სიტყვას, საქმეს იმახსოვრებდნენ, მათ ქალწული მარიამის ხასიათისა და გარეგნობის აღწერაც კი შემოგვინახეს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე, რომელიც ქრისტეს მოწაფემ, ლუკა მოციქულმა და მახარებელმა დახატა, დღემდეა შემონახული. გადმოცემით, დედა ღვთისამ, როცა შეხედა თავის გამოსახულებას, თქვა: "მადლი და წყალობა ძისა ჩემისა ახლავს ამ ხატს".

მიძინების (მიცვალების) დროისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი შორს იყო გავარდნილი. ბევრს შურდა მისი და მოკვლაც კი დაუპირეს. ამ მიზნით უფლის საფლავთან დარაჯები დააყენეს, მაგრამ ღვთისმშობელს ღმერთი იფარავდა...

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს, 28 (ძვ. სტილით - 15) აგვისტოს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში, სადაც იგი მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ ცხოვრობდა. ღვთისმშობლის მიძინებაზე არაფერია ნათქვამი სახარებაში. ეს ამბავი აპოკრიფულმა მწერლობამ შემოგვინახა. ყოვლადწმინდა ქალწულის მიძინების შესახებ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოციქულთა დროიდან იცის. პირველ საუკუნეშივე წერდა მის მიძინებაზე წმინდა დიონისე არეოპაგელი, ხოლო შემდეგ - სხვა წმინდა მამებიც.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედა ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება - უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია; უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა ლაპარაკი, IV საუკუნის მიწურულს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VIIს.) და იოანე დამასკელს (VIIIს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია V საუკუნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა საყოველთაოდ დაკანონდა).

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიის ტრადიციას არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო.

სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტანტინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ XII საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობაზე წერდა.

ანასტასი კესარიელის ცნობით კი მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. მას შემდეგ, რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიისაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო ყოფილა - იგი ინდივიდუალურად, მწყემსთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვა დღით შემოიფარგლებოდა, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

რაც შეეხება დღეისთვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე "ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: "იმ დროისთვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმინდა პატრიარქმა დაამოწმა: "მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი - თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს".

ამ დროიდან მოყოლებული ქრისტიანები დიდი პატივით აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, განსაკუთრებით - მისი სახელობის ტაძრებში, რომელთაც სხვაგვარად სიონს უწოდებენ. თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში, სხვა სიწმინდეებთან ერთად ღვთისმშობლის ძველი ხატიც ბრძანდება, რომელსაც სიონის ღვთისმშობელს უწოდებენ.

ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო, სიცოცხლეშივე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა - იგი გაჭირვებულთა თანადგომისა და სიყვარულის დიდი უნარით, მოკრძალებული, უბრალო, მშვიდი ქცევით, ჭკვიანი, მოზომილი, თბილი სიტყვით მორწმუნეთათვის სრულქმნილების უმაღლეს მაგალითს წარმოადგენდა.
იგია საქართველოს და მისი ეკლესიის მფარველი.

წყარო: ,,კარიბჭე"

10/08/2026

ოფრეთი მარნეულში მდებარეობს .. სასწაულმოქმედი წყარო მოედინება ტაძარში. უამრავი განლაგებული ადამიანი მოდის. თქვენ ხომ იცით რწმენაა უდიდესი ძალა აქვს.. რწმენით მთებს გადადგმას ადამიანი .

ბერთას მონასტერი
09/08/2026

ბერთას მონასტერი

წალკიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში, სოფელი ბერთა (ოლიანკა) მდებარეო...

09/08/2026

სასწაულმოქმედი წყარო ოფრეთში.. მარნეული სოფელი ოფრეთი იოანე ნათლისმცემლის ტაძარი სადაც მოედინება სასწაულმოქმედი წყარო

26/07/2026

უფალი შემწეა.. რწმენით მთებს გადადგამ

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღმერთი სიყვარული არს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share