24/09/2025
მოგესალმებით მეგობრებო,
გვინდა გაცნობოთ, რომ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ირლანდიას ესტუმრება მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, დეკანოზ კახაბერთან, და იღუმენ ლეონიდესთან ერთად.
ვისაც სურვილი და შესაძლებლობა ექნება დუბლინში ჩასვლის 👇
შაბათს, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, საზეიმო მსახურებას მიტროპოლიტი ანდრია სამღდველოებასთან და მრევლთან ერთად აღასრულებს დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სამრევლოში.
დასაწყისი: 09:00 საათზე.
მსახურების დასასრულს იქნება საყოველთაო ტრაპეზი და შეხვედრა დამსწრე საზოგადოებასთან.