ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: გიორგი ფიფია.

📖 ქრისტიანობის გავრცელებიდან 1700 წელი — სულიერი და საგანმანათლებლო შეხვედრა ქ. ჯვარშიდღეს, Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდ...
22/08/2026

📖 ქრისტიანობის გავრცელებიდან 1700 წელი — სულიერი და საგანმანათლებლო შეხვედრა ქ. ჯვარში

დღეს, Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ, ჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

ღონისძიება დაიწყო ქ. ჯვარის ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძარში, სადაც ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ ანდრია მარღანიას აღვლენით, მრევლთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სავედრებელი პარაკლისი აღესრულა.

🙏 პარაკლისის დასრულების შემდეგ, ქ. ჯვარის კულტურის სახლის სააქტო დარბაზში გაიმართა საგანმანათლებლო შეხვედრა და დოკუმენტური ფილმების ჩვენება. წარმოდგენილი იყო ფილმები, რომლებიც საქართველოს ქრისტიანული ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა:

🎬 „ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში“
🎬 „ეკლესიის ისტორია და კულტურა“
🎬 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობა.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ერთოივი მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტაძრის წინამძვარი, დეკანოზი ანდრია მარღანია
მრევლისა და საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრები და მოწვეული სტუმრები.

✨ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ხელს უწყობს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური სარწმუნოების, ეკლესიის ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის გაცნობიერებას, ეროვნული ფასეულობებისა და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცებას.

🎓 ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ არაფორმალური და ღირებულებითი განათლების ხელშეწყობაა. მიღებული ცოდნის სკოლებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში გაზიარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას, ეროვნული ფასეულობების გაცნობიერებასა და ჯანსაღი ღირებულებითი ორიენტირების ჩამოყალიბებას.

🙏 ღმერთმა დალოცოს ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი სკოლები, ჩვენი ეკლესია და სამშობლო!

მრავალჟამიერ ქრისტიანულ საქართველოს! 🇬🇪☦️

22/08/2026

დედაოების მოგონებები უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, რომელთაც მას სიცოცხლის ბოლო წუთამდე სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურეს.

„თვალები კარგად გაახილა და ასე, ჩვენ ყველას სათითაოდ შემოგვხედა… მაშინ ვიფიქრე, რომ უწმინდესი გვემშვიდობებოდა. შემდეგ თვალები დახუჭა და მას შემდეგ აღარ გაუხელია…“ 🙏🕯️

📖 ქრისტიანობის გავრცელებიდან 1700 წელი — სულიერი და საგანმანათლებლო შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაც...
21/08/2026

📖 ქრისტიანობის გავრცელებიდან 1700 წელი — სულიერი და საგანმანათლებლო შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

🇬🇪 საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, დღეს, Zugdidi-Tsaishi Diocese — ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინა სავედრებელი პარაკლისი.

⛪ პარაკლისის დასრულების შემდეგ, ლიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლო (საკვირაო) სკოლაში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფილმები, რომლებიც საქართველოს ქრისტიანული ისტორიისა და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა:

🎬 „ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში“
🎬 „ეკლესიის ისტორია და კულტურა“
🎬 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და თანადგომით გაიმართა.

🤝 ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გალაქტიონ ფიფიამ, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და დალოცა.

✨ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი მადლობას გამოხატავს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების მიმართ.

მსგავსი შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ხელს უწყობს მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებლური სარწმუნოების, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ღირებულებების გაცნობიერებას.

🎓 ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არაფორმალური და ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა. მიღებული ცოდნის სკოლებსა და ახალგაზრდულ სივრცეებში გაზიარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებას, ეროვნული ფასეულობების გაცნობიერებასა და სწორი ღირებულებითი ორიენტირების ჩამოყალიბებას.

როგორც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფიფიამ აღნიშნა, მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების მიზანია ისტორიული ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის გაზიარება, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ეროვნულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ტაძრის მრევლი და საზოგადოების წევრები.

🙏 ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!

🇬🇪 ქრისტეს მადლი და წყალობა ფარავდეს სრულიად საქართველოს!

Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშისეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე 🙏
20/08/2026

Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშისეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე 🙏

📖 ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო და კულტურული კინოჩვენება წალენჯიხაში🇬🇪 საქართველოში ქრისტიანობის სახელმწი...
20/08/2026

📖 ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო და კულტურული კინოჩვენება წალენჯიხაში

🇬🇪 საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და კულტურული კამპანიის ფარგლებში, დღეს, 20 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საგანმანათლებლო და შემეცნებითი კინოჩვენება გაიმართა.

🎬 ღონიძიება Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ჩატარდა. კინოჩვენება გახსნა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის
აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა - გიორგი ფიფიამ.

ღონისძიების ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი იქნა ნაჩვენები:

🎞️ „ქრისტიანობა“ — ფილმი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მრავალწლოვან მოღვაწეობას, საქართველოს ისტორიაში მის როლს, ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელობას ასახავს.

🎞️ „ღამე, რომელსაც ტერენტი ერქვა“ — რეჟისორისა და სცენარის ავტორის, დამსახურებული ჟურნალისტის, ნინო რეხვიაშვილის დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტის, ტერენტი გრანელის, ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ეძღვნება.

კინოჩვენებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლირა ღურწკაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წალენჯიხის დელეგატი ილია ინჯია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ჟურნალისტთა კავშირის წევრი ნინო რეხვიაშვილი და პოეტი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

🎯 ღონისძიების მიზანი იყო ქრისტიანული და ეროვნული ფასეულობების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში ისტორიული მეხსიერებისა და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება.

📚 აქტივობის მნიშვნელობა გამოიხატა ისტორიულ, სულიერ და კულტურულ თემებზე დოკუმენტური ფილმების საშუალებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობასა და მათზე მსჯელობის შესაძლებლობის შექმნაში. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლების, კულტურისა და სულიერი ღირებულებების მიმართ ინტერესის გაღრმავებას.

✨ შედეგად, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლს, ასევე ქართული პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის — ტერენტი გრანელის — ცხოვრებასა და შემოქმედებას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა განათლებისა და კულტურის მნიშვნელობა ეროვნული მეხსიერებისა და ღირებულებების განმტკიცების პროცესში.

🙏 ღონისძიების დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, გიორგი ფიფიამ მადლობა გადაუხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ გუბა საჯაიას, მერის პირველ მოადგილეს, ბატონ ბესიკ ფარცვანიას, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ცოტნე შონიას, ღონისძიების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის, ასევე თითოეულ მონაწილესა და დამსწრე საზოგადოებას.

🇬🇪 ქრისტიანობის 1700 წლისთავი — ჩვენი ისტორიის, სულიერი მემკვიდრეობისა და ეროვნული თვითმყოფადობის გააზრებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

#ქრისტიანობის1700წელი #წალენჯიხა #საგანმანათლებლოკამპანია #კულტურულიკამპანია #ისტორიულიმეხსიერება #ეროვნულიღირებულებები #ტერენტიგრანელი #ქრისტიანულიმემკვიდრეობა

📚 ზვიად გამსახურდიას შემოქმედების მიმოხილვა — შეხვედრა ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში📖 19 აგვისტოს ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში ...
20/08/2026

📚 ზვიად გამსახურდიას შემოქმედების მიმოხილვა — შეხვედრა ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში

📖 19 აგვისტოს ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა თემაზე — „ზვიად გამსახურდიას შემოქმედების მიმოხილვა“.

შეხვედრაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნანა ქირიამ ისაუბრა ზვიად გამსახურდიას მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე — მის იგავებზე, ლექსებსა და თარგმანებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მწერლის შემოქმედების სასწავლო პროცესში გამოყენების შესაძლებლობებსა და მის მნიშვნელობას ახალგაზრდების საგანმანათლებლო და ინტელექტუალური განვითარებისათვის.

📌 შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა კონსტანტინე გამსახურდიას — ზვიად გამსახურდიას ვაჟის — დასწრებამ. მისი სტუმრობა და ღონისძიებაში მონაწილეობა შეხვედრას განსაკუთრებულად თბილ, საინტერესო და ემოციურ ელფერს სძენდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს წარმომადგენლები.

🤝 შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის აღმასრულებელი ხელმძვანელი- გიორგი ფიფია, რომელიც ზუგდიდის ბიბლიოთეკის პარტნიორია საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით.

📚 მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანა ქირიას საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის, ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას სტუმრობისა და მობრძანებისთვის, ასევე თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.

📖 ზუგდიდის ამერიკული კუთხე კვლავაც გთავაზობთ საინტერესო, საგანმანათლებლო და კულტურულ შეხვედრებს.

გელოდებით მომავალ შეხვედრებზე! ✨

ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში📖 საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავთან და...
19/08/2026

ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში

📖 საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, Zugdidi-Tsaishi Diocese ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმეის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ფიფიამ, უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს.

🤝 შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და საგანმანათლებლო და კულტურულ მიმართულებებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. დაიგეგმა ერთობლივი ინიციატივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.

🎓 ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არაფორმალური და ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა. აღნიშნული ინიციატივები მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობისთვის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის, მართლმადიდებლური სარწმუნოების, ეროვნული იდენტობისა და ქრისტიანული ღირებულებების გაცნობასა და გააზრებას.

საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში სკოლებში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმები:

🎬 „ანდრია პირველწოდებულის შემობრძანება საქართველოში“
🎬 „ეკლესიის ისტორია და კულტურა“
🎬 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი.

როგორც ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა გიორგი ფიფიამ აღნიშნა, მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობების მიზანია ისტორიული ცოდნისა და გამოცდილების ახალგაზრდა თაობისთვის გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ეროვნულ განვითარებას.

🙏 შეხვედრის დასასრულს გიორგი ფიფიამ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სტუმრებმა, თავის მხრივ, ცენტრს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

✨ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი მადლობას გამოხატავს დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების მიმართ.

ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ისტორია, სულიერი და ეროვნული ფასეულობები მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ. 🇬🇪🙏

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი გილოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების დიდებულ დღეს...
18/08/2026

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი გილოცავთ მაცხოვრის ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს! 🙏✨ ფარავდეს უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს!
მრავალსა წელსა მრავალჟამიერ! 🙏❤️

Address

რუსთაველის ქუჩა #89 3 სართული
Zugdidi
0154

Telephone

+995599506044

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი:

Shortcuts

Share