ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Zugdidi
  • ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესია

ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესია ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ხის ეკლესია ქალაქის შესასვლელთან მდებარეობს. მას მეტად საინტერესო ისტორია აქვს. ტაძარი მე-19 საუკუნის 60-იან წლებში თავად ნიკო დადიანის ხელშეწყობით აუგია ივანე ჩილაჩავას.ბატონიშვილი ნიკო დადიანი მშობლებს გასაზრდელად მიუბარებიათ ივანე და კესარია ჩილაჩავებისთვის. შემდგომში თავად ნიკოს მოუსურვებია, რომ მისი გამზრდელები საცხოვრებლად ქალაქში გადმოსულიყვნენ. თავადს ივანე და მისი სამი ძმა

დაუყენებია ახლანდელი პირველი საშუალო სკოლის წინ და უთქვამს: აქედან სანამდის გაირბენთ ის მიწა თვენთვის სამოსახლოდ მიჩუქნიაო. თავადს კიდევ რამდენიმე მეტრის გარბენა შეუთავაზებია, მაგრამ ივანეს აღარ მოუსურვებია,- ჩემს აღზრდილს ზედმეტ მიწას ხო არ წავართმევო. ასე ქცეულა ეს უბანი ჩილაჩავების სამოსახლოდ.რამდენიმე დღის შემდეგ ივანეს დიდი განსაცდელი სწვევია: მისი მეუღლე კესარია მშობიარობას გადაყვა, ვერც ახალშობილი ჩვილი გადაარჩინეს. იმ მინდორზე სადაც ამჟამად წმინდა გიორგის ეკლესია დგას ივანეს თავისი ცოლ-შვილი დაუსაფლავებია და სამოსახლოდ განკუთვნილი სამშენებლო მასალიდან მიცვალებულთა სულის საოხად მათ საფლავზე ეკლესია აუგია. ამ საქმეში მას დიდად დახმარებია თავადი ნიკო დადიანი. მოგვიანებით ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩილაჩავებს საგვარეულო სამარხი გაუმართავთ. ეს ადგილი უფროსი თაობის ზუგდიდელებისათვის დარჩა ''ჩილაჩავების ოხვამე'' (სალოცავი) სახელით.

22/05/2026
ზუდიდის წმინდა გიორგის ტაძრის სამრევლოს სახელით, ვულოცავთ ჩენი ეპარქიის მწყემსმთავარს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ...
20/05/2026

ზუდიდის წმინდა გიორგის ტაძრის სამრევლოს სახელით, ვულოცავთ ჩენი ეპარქიის მწყემსმთავარს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მეუფე გერასიმეს დაბადების დღეს. გამოვხატავთ უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას. ვუსურვებთ დღეგრძელობას და სიმხნევეს, რათა მრავალსა წელსა უწინამძღვროს თავის სამწყსოს თავისი მამობრივი სიყვარულითა და მზრუნველობით. მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

17/05/2026
16/05/2026

🚩ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადება.

♰ ქრისტე აღსდგა!

♰ ჭეშმარიტად აღსდგა!

🚩17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქ.ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა 11:30-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.

♰ მკვდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან დალოცოს, ქრისტიანული
ოჯახის ღირებულებების დამცველები და ყოველნი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

♰ უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

16.05.2026წ.

11/05/2026

✨ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ულოცავს მის უწმიდესობასა და უნეტარესობას,სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტს დიდსა მეუფეს მამას ჩვენსას შიო ||| -ს, საქართველოს ახალ,142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

✨მრავალჟამიერ უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო.

გიორგობა
05/05/2026

გიორგობა

05/05/2026

გიორგობასთან დაკავშირებით დღეს ჩვენს ტაძარში ლოცვა ჩატარდება 4 საათზე, ღამის 12 ის ნახევარზე კი დაიწყება წირვა. შეგეწიოთ წმ. გიორგის ძალა და მადლი

25/04/2026
24/04/2026

ხვალ პატრიარქის მეორმოცე დღესთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინება მისი სულის მოსახსენებლად. მსახურება დაიწყება 9 საათზე

გილოცავთ სულთმოფენობას 💐💐💐
08/06/2025

გილოცავთ სულთმოფენობას 💐💐💐

Address

Zugdidi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share