03/12/2024
🇬🇪🇪🇺 კომპანია NUTSGE ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის თუნდაც დროებითი კავშირის გაწყვეტა, ხელს შეუშლის სახელმწიფოს პროდასავლურ განვითარებას, რაც თავის მხრივ დააზიანებს როგორც თხილის ინდუსტრიას, ასევე უკან დახევს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
კომპანია NUTSGE დაარსდა 2012 წელს. დაარსების დღიდან კომპანიაში დანერგილი არის ევრო რეგულაციებით გათვალისწინებული მთელი რიგი სტანდარტები, რაც პირდაპირ პროპორციული გახლავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერობისთვის.
2012 წლიდან დღემდე, ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუციებთან ურთიერთობამ, ლომის წვლილი შეიტანა, რომ ევროპა გამხდარიყო NUTSGE-ის და ზოგადად თხილის ინდუსტრიის ევროკავშირში ინტეგრაციის ლოკომოტივი, თუნდაც ერთი თვით ევროკავშირთან ურთიერთობის შეფერხება თხილის ინდუსტრიას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს, განსაკუთრებით გადამამუშავებელ და ექსპორტიორ კომპანიებს.
სწორედ რომ, ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოში ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებას, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია.
The company NUTSGE disagrees with the Georgian government's decision to postpone opening negotiations with the European Union until the end of 2028. It believes that even a temporary break in relations with the EU will hinder the country’s pro-Western development, which, in turn, will harm the hazelnut industry and reverse the country’s economic progress.
NUTSGE was founded in 2012. Since its inception, the company has implemented a range of standards required by European regulations, which are directly proportional to trade relations with European Union member countries.
Since 2012, the company’s relationship with European Union and U.S. institutions has played a key role in making Europe a driving force behind NUTSGE’s, and more broadly, the hazelnut industry’s integration into the European Union. Even a temporary disruption in relations with the EU could lead to disastrous consequences for the hazelnut industry, particularly for processing and exporting companies.
Indeed, the European Union plays a crucial role in ensuring the sustainability and development of Georgia's economy. Without the strategic support of the European Union and the United States, Georgia’s future on the global map remains highly uncertain. 🇬🇪🇪🇺