ნაზარეთი

ნაზარეთი საეკლესიო ხატები და აქსესუარები

საქართველოს საპატრიარქო მაღაზია ,,ნაზარეთი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს,უწმინდესისა და...
19/03/2026

საქართველოს საპატრიარქო მაღაზია ,,ნაზარეთი" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სრულიად საქართველოს,უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მისი სიცოცხლე იყო სინათლე,სულიერი სიმტკიცე და მამობრივი სიყვარული,რომელიც თითოეული ჩვენგანის გულში დარჩება როგორც გზა და იმედი.მისი ლოცვა და კურთხევა მუდამ ამაგრებდა ჩვენს ერს და გვასწავლიდა რწმენით ცხოვრების მნიშვნელობას.

მარადიული ხსოვნა და სასუფეველში დამკვიდრება მის წმინდა სულს.
უფლის წინაშე იყოს მისი სული ნათლითა და სიმშვიდით შემოსილი.

მიყვარხარ პატრიარქო!

მალე გამოჯანმრთელება ჩვენს პატრიარქსგთხოვთ წაიკითხეთ, და გაავრცელეთ:ლოცვა სნეულთათვის:შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე...
17/03/2026

მალე გამოჯანმრთელება ჩვენს პატრიარქს

გთხოვთ წაიკითხეთ, და გაავრცელეთ:

ლოცვა სნეულთათვის:

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონა ესე შენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გთხოვთ უწმინდესის სახელზე
ვთქვათ 100 -ჯერ:

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტეანეთასა.

ასევე გთხოვთ წაიკითხოთ ივერიის
ღვთისმშობლის პარაკლისი:
https://www.orthodoxy.ge/lotsvani/paraklisi/iveriis.htm

საქართველოს საპატრიარქოს მაღაზია და საამქრო ,,ნაზარეთი"ყველას გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი იყოს ჩვენი ...
12/04/2025

საქართველოს საპატრიარქოს მაღაზია და საამქრო ,,ნაზარეთი"
ყველას გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი🌿

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზია და საამქრო ,,ნაზარეთი"გთავაზობთ ნატურალური თაფლის, ხელთნაკეთ სანთლებს🕯თბილისშ...
10/04/2025

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზია და საამქრო ,,ნაზარეთი"გთავაზობთ ნატურალური თაფლის, ხელთნაკეთ სანთლებს🕯
თბილისში უფასო მიწოდების სერვისით.ყუთში განთავსებული 100ცალი სანთლის ღირებულება გახლავთ 15 ლარი.
ღმერთმა შეიწიროს,თქვენგან ყოველი ანთებული სანთელი🕯

ლოცვას დიდი ძალა აქვს,რა თქმა უნდა,თქვენთან ერთად ჩვენო გულწრფელო ადამიანებო,გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში განსაცდელში მყოფი...
08/08/2023

ლოცვას დიდი ძალა აქვს,რა თქმა უნდა,თქვენთან ერთად ჩვენო გულწრფელო ადამიანებო,გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში განსაცდელში მყოფი(მარინა ომიაძე)რადგან ჯანმრთელი დაგვიბრუნდეს🙏
ჩვენს სოციალურ ქსელში,უამრავი ერი და ბერია,რომლის ლოცვის იმედი გვაქვს და შეეწიოს ჩვენი ლოცვა განსაცდელში მყოფ (მარინა ომიაძეს)
ჩვენთან არს ღმერთი🙏

ღრმა მწუხარებით ვიზიარებთ შოვში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას🙏ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს,სრულიად საქართველო...
07/08/2023

ღრმა მწუხარებით ვიზიარებთ შოვში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას🙏ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს,სრულიად საქართველოს.

უფალმა დაუმკვიდროს,ცათა სასუფეველი
გარდაცვლილთა სულებს🙏

მოგვიხსენე უფალო,ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა🙏

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზია ,,ნაზარეთი"ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,გისურვებთ სულ...
06/01/2023

საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო მაღაზია ,,ნაზარეთი"ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს,გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს,სიკეთესა და ნეტარებას❤️

მაღაზია ,,ნაზარეთი"გთავაზობთ ხელთნაკეთ ხეებს,რომელიც  დაამშვენებს თქვენს გარემოს,დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი...
08/08/2022

მაღაზია ,,ნაზარეთი"გთავაზობთ ხელთნაკეთ ხეებს,რომელიც დაამშვენებს თქვენს გარემოს,დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ🔔

უმორჩილესი თხოვნით და ქრისტესმიერი სიყვარულით,დავეხმაროთ გიორგის!!!ჩვენთან არს ღმერთი!!!
02/02/2021

უმორჩილესი თხოვნით და ქრისტესმიერი სიყვარულით,დავეხმაროთ გიორგის!!!ჩვენთან არს ღმერთი!!!

საპატრიარქოსთან არსებული გუნდი ნაზარეთი,უმორჩილესად გთხოვთ მოიხსენოდ ლოცვებში სნეულებაში მყოფი არჩილი ექიმი,რათა გადარჩე...
20/01/2021

საპატრიარქოსთან არსებული გუნდი ნაზარეთი,უმორჩილესად გთხოვთ მოიხსენოდ ლოცვებში სნეულებაში მყოფი არჩილი ექიმი,რათა გადარჩეს და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს🔔დავეხმაროთ და გავაზიაროთ ქრისტესმიერო დებო და ძმებო🔔ჩვენთან არს ღმერთი🔔

Address

TBILISI
Tbilisi

Telephone

+995555399956

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნაზარეთი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share