ჭეშმარიტი მართლმადიდებელი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ჭეშმარიტი მართლმადიდებელი

ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი

ჩვენი პატრიარქის ანდერძი"ქართველნო, ერთად ღვთისაკენ... ..",,წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც...
18/03/2026

ჩვენი პატრიარქის ანდერძი

"ქართველნო, ერთად ღვთისაკენ... .."

,,წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.
ილაპარაკეთ ადამიანებზე კარგი, მოუყევით ერთმანეთს სხვის კარგ თვისებებზე, წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერი ხართ, როცა თქვენს თავზე კარგი გესმით, მიანიჭეთ ეს სიამოვნება სხვასაც.
ცუდი ამბები ხომ ორმაგად მიაქვთ ადამიანებს ადამიანებამდე, ერთი პატარა ცუდი ამბავი, ათ კარგ ამბავს გადაჩრდილავს.
ვილაპარაკოთ ერმანეთზე კარგი.

ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის.
ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი...

არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იდარდოთ, არ მოიწყინოთ, იცით რატომ? თქვენს გვერდით უფალია. ირწმუნეთ მისი, გჯეროდეთ და მისი წყალობით ყველაფერს დაამარცხებთ, ყველაფერს გადალახავთ.
ყველაფერი კარგად იქნება".

გიყვარდეთ ერთმანეთი, უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, იოანე ღვთისმეტყველი ხშირად ამბობს, სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ... ..“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჭეშმარიტი მართლმადიდებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share