სულიწმიდის სახელობის მშენებარე ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სულიწმიდის სახელობის მშენებარე ტაძარი

სულიწმიდის  სახელობის მშენებარე ტაძარი შენდება უწმიდესის კურთხევით და სახელდებით.

დებო და ძმებო, ღვთის მადლითა და უწმიდესის კურთხევით გლდანში იწყება სულიწმიდის სახელობის სამნავიანი ბაზილიკის მშენებლობა!
საოცარია ღვთის განგებულება.
აქმდე 20 წელი მოვდიოდით...
ჯერ იყო მარტვილის საკათედრო ტაძარი, შემდეგ სალხინოს ღვთისმშობლის ეკლესია, მარტვილის თამარ მეფის სახელობის ეკლესია, შემდეგ მცხეთა და სვეტიცხოველი...
პირველ წელს სვეტიცხოველში კვართთან ყოველდღე ვიხდიდი პარაკლისს...
ვთხოვდი უფ

ალს, მოეცა შესაძლებლობა გვქონოდა ტაძარი, სადაც უწინდებურად ერთ ,,ოჯახში" გავერთიანდებოდით და შევუდგებოდით ახალ ცხოვრებას ქრისტეში...
ერთხელაც ლოცვის შემდეგ გავიცანი ადამიანი, რომელიც მოყვა ამბავს იმაზე, თუ როგორ უნდოდათ ეკლესიის აშენება მათივე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ ჰყავთ მოძღვარი, რომელიც ამ საქმეს ჩაუდგება სათავეში...
მახსოვს, მაშინ ერთმა მოძღვარმა მითხრა: ,, - ეს, კვართთან ჩატარებული პარაკლისების წყალობაა"...
შემდეგ იყო ამ ტერიტორიაზე ჯვრის აღმართვა, პარაკლისები, ხელმოწერების შეგროვება, მიმართვები, საპატრიარქო, თბილისის მერია...
ასე გაირბინა ოთხმა წელმა...
ერთხელაც, როცა პატრიარქი სვეტიცხოველში მობრძანდა, ვთხოვე დაელოცა ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით დროში გაწელილი ჩვენი მოლაპარაკება თბილისის მერიასთან...
ამ შეხვედრიდან ორ კვირაში, ხარება დღეს, მერიიდან შემოვიდა ზარი, რომელმაც ჩვენს თხოვნაზე დადებითი პასუხი გვამცნო...
და, რადგან უწმიდესი ამ დღეს ისევ ჩვენთან ბრძანდებოდა, ვახარე ეს ამბავი. მადლობა მოვახსენე ლოცვისთვის, თან თხოვნაც მოვაყოლე: - იქნებ, მომავალი ტაძრისთვის სახელიც თქვენ შეგვირჩიოთ-მეთქი...
უწმიდესს გაეღიმა, მცირედ ჩაფიქრდა და მითხრა:
,, - სულიწმიდის იყოს." და დაამატა ,,ამ სახელობის ტაძარი იშვიათია... ერთი ჩვენ გვაქვს სამებაში"....
გამახსენდა, 4 წლის წინ, როცა მიზეზთა გამო, ჩემი კუთხის დატოვება და სვეტიცხოველში გადმოსვლა მომიწია, ერთმა მხცოვანმა ბერმა მითხრა: ,, - იმსახურე სვეტიცხოველში, მოვა დრო და სვეტიცხოველი გამოგიჩენს, მომავალში რა გზასაც უნდა დაადგეო"...
ამიტომ ვმადლობ უფალს ყველაფრისთვის...
იმისთვის, რაც იყო წარსულში, რაც არის დღეს და რაც იქნება მომავალში...
ვმადლობ უფალს იმისთვის, რომ მისი სახლის შენების ღირსი გამხადა, რომ მომავალ ტაძარს და მის მრევლს სულიწმიდა უფალი ეყოლება მფარველად და ნუგეშინისმცემლად, რომ ტაძრის დღესასწაული ყოველთვის გამახსენებს ჩემს საყვარელ და ტკბილ მარტვილს, რადგან სულთმოფენობის დღესასწაულს ძველქართულად ,,მარტვილია" ეწოდება, დაბოლოს იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება!!!...
ამას წინ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭომ დაამტკიცა ტაძრის პროექტი, რითაც მოგვეცა შესაძლებლობა მშენებლობის დაწყებისა...
ასე იწყება ისტორია...

მოგეხსენებათ სულთმოფენობის კვირა მსგეფსია ანუ ხსნილი ოთხშაბათ-პარასკევს, ხოლო შემდგომ კვირას იწყება პეტრე პავლობის მარხვ...
02/06/2026

მოგეხსენებათ სულთმოფენობის კვირა მსგეფსია ანუ ხსნილი ოთხშაბათ-პარასკევს, ხოლო შემდგომ კვირას იწყება პეტრე პავლობის მარხვა, ამასთან დაკავშირებით სულიწმიდის ტაძრის მრევლმა გადაწყვიტა პარასკევ დღეს მოლოცვითი გასვლა მცხეთაში.
პარასკევს, 5 ივნისს, წმ. ნინოს, მეფე მირიანისა და ნანას ხსენების დღეს, მოსალოცად წამსვლელები დილის 8.00 საათზე ვიკრიბებით სულიწმიდის ტაძართან.
9.00 საათზე ჩვენი მრევლისთვის ჩატარდება წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
წირვის შემდეგ, მოვილოცავთ სამთავროს დედათა მონასტერს, (გადავიხდით პარაკლისს მ. გაბრიელის ლუსკუმასთან) და გადავალთ შიომღვიმეში, წმ. შიოს წმ. ნაწილების მოსალოცად.
გთხოვთ წამოსვლის მსურველები, ხვალის ჩათვლით, ჩაეწეროთ მესანთლესთან.
❤️

ძმებო და დებო, სულიწმიდის ტაძრის სულიერო შვილებო და გულშემატკივრებო, მოგვიახლოვდა ჩვენი ტაძრის სახელობითი დღესასწაული, ს...
24/05/2026

ძმებო და დებო, სულიწმიდის ტაძრის სულიერო შვილებო და გულშემატკივრებო, მოგვიახლოვდა ჩვენი ტაძრის სახელობითი დღესასწაული, სულიწმიდის დღე!
ამასთან დაკავშირებით გაგაცნობთ იმ კვირის დღეების მსახურებების განრიგს.

სულის შაბათი, 30 მაისი. მიცვალებულთა მოსახსენებელი მსახურება!
მწუხრი-ცისკარი 29 მაისს 16.00სთ.

სულთმოფენობის დღესასწაული,
31 მაისი, 10.00 სთ.
მწუხრი ცისკარი 30 მაისს, 17.00 საათზე.

სულიწმიდის დღე. ტაძრის დღესასწაული, 1 ივნისი 10.00 სთ.
ლიტურგიის შემდეგ სადღესასწაულო ტრაპეზი.
მწუხრი-ცისკარი 31 მაისს 17.00 სთ.

გილოცავთ კარს მომდგარ დღესასწაულს!
სული წმიდა იყოს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვდეთ თქვენ! ❤️

გლდანის სულიწმიდის ტაძარი ულოცავს სრულიად საქართველოს, ახალი პატრიარქის არჩევას! ❤️მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი ...
11/05/2026

გლდანის სულიწმიდის ტაძარი ულოცავს სრულიად საქართველოს, ახალი პატრიარქის არჩევას! ❤️

მოიხსენე უფალო უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო, რომელი მომადლე წმიდასა შენსა ეკლესიასა, მშვიდობით, ცოცხლებით, პატიოსნად, სიმრთელით, დღეგრძელობით, მართლ-მკვეთელობით სიტყვისა შენისა ჭეშმარიტებისათა!❤️

04/05/2026

6 მაისს, ოთხშაბათს, გიორგობა დღეს სადღესასწაულო წირვა დაიწყება 10.00 საათზე.
მწუხრი ცისკარი სამშაბათს, 5 მაისს, 17.00 საათზე!

ყველა გიორგის და მთელ ჩვენს ერს გილოცავთ მფარველი ანგელოზის, წმიდა და დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს! ❤️

ძმებო და დებო, სულიწმიდის ტაძარი გაუწყებთ რომ კვირას, 3 მაისს, 18.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება სრულიად ს...
29/04/2026

ძმებო და დებო, სულიწმიდის ტაძარი გაუწყებთ რომ კვირას, 3 მაისს, 18.00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ყველანი ჩვენ-ჩვენით ვიკრიბებით სიონის ტაძართან 18.00 საათზე.
ხოლო მათ, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა ან სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლიათ თავისით სიონში მისვლა, შეუძლიათ მოვიდნენ სულიწმიდის ტაძარში 16.30...
შეგეწიოთ უწმიდესის ლოცვა❤️

06/04/2026

ვნების შვიდეულის განრიგი:

ორშაბათი
10.00 იკითხება სახარება.

17.00 მწუხრი-ცისკარი.

სამშაბათი
8.00 იკითხება სახარება და ხარების დღესასწაულის მსახურება.

17.00 -დან აღსარება.

ოთხშაბათი
10.00 იკითხება სახარება.

17.00 მწუხრი-ცისკარი

ხუთშაბათი
10.00 დიდი ხუთშაბათის ლიტურგია.

პარასკევი
14.00 გარდამოხსნის მსახურება

შაბათი
23.00 აღდგომის ღამისთევა.

22/03/2026
გარდაიცვალა საუკუნის ადამიანი და ერის პატრიარქი... შეეწიოს ჩვენს სამშობლოს მისი ლოცვა, აწ უკვე ზეციდან!
18/03/2026

გარდაიცვალა საუკუნის ადამიანი და ერის პატრიარქი... შეეწიოს ჩვენს სამშობლოს მისი ლოცვა, აწ უკვე ზეციდან!

ძმებო და დებო, გლდანის სულიწმიდის ტაძარში შვიდგზის ზეთისცხების შემდეგი მსახურება შედგება 29 მარტს, კვირას, 17.00 საათზე....
16/03/2026

ძმებო და დებო, გლდანის სულიწმიდის ტაძარში შვიდგზის ზეთისცხების შემდეგი მსახურება შედგება 29 მარტს, კვირას, 17.00 საათზე.

მისამართი:
გლდანის პირველი მიკრ.
ვ. ნანეიშვილის ქ. 21-22-ე კორპუსების მიმდებარედ.
100-ე საბავშო ბაღის წინ.

საკურნებლად სულისა და ხორცისა!

ძმებო და დებო, გლდანის სულიწმიდის ტაძარში შვიდგზის ზეთისცხების მსახურება ჩატარდება 15 მარტს, კვირას, 17.00 საათზე.მისამა...
09/03/2026

ძმებო და დებო, გლდანის სულიწმიდის ტაძარში შვიდგზის ზეთისცხების მსახურება ჩატარდება 15 მარტს, კვირას, 17.00 საათზე.

მისამართი:
გლდანი. პირვ. მიკრ.
ვ. ნანეიშვილის ქ. 21-22-ე კორპუსების მიმდებარედ.
100-ე საბავშო ბაღის წინ.

საკურნებლად სულისა და ხორცისა!

Address

გლდანი
Tbilisi

Telephone

+995595472726

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სულიწმიდის სახელობის მშენებარე ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share