Evangelical-Lutheran Church in Georgia

Evangelical-Lutheran Church in Georgia All are welcome!

მოგესალმებით საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში — ღვთისმსახურება ტარდება ყოველ კვირას, 11 საათზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ტერენტი გრანელის 15 ✝️
Worship service is shared every Sunday at 11 AM. საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია (სელე) 1818 წლიდან იღებს სათავეს. მისი დაარსება ვიურტემბერგიდან ათასობით გერმანელის ჩამოსვლას უკავშირდება, რომლებმაც თბილისის მიდამოებსა და დასავლეთ აზერბაიჯანში

რამდენიმე სოფელი დააფუძნეს. მათი სარწმუნოება ლუთერული ქრისტიანობა იყო; გერმანელებს საკუთარი საეკლესიო სამრევლოები და ნაგებობები ჰქონდათ და მქადაგებლები ჰყავდათ. სამხრეთ კავკასიის დიდ ქალაქებში, თბილისსა და ბაქოში გერმანელი ვაჭრები, ხელოსნები, მეწარმეები და ხელოვანები მანამდეც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ – მათი უმრავლესობა ასევე ლუთერანი ქრისტიანი გახლდათ. ორივე ქალაქში მათ დიდი ეკლესიები ააშენეს. თბილისის ლუთერული ეკლესია 1947 წელს დაანგრიეს. რელიგიისადმი მტრულად განწყობილი კომუნისტური მმართველობა და მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად კავკასიის გერმანელების ცენტრალურ აზიასა და ციმბირში დეპორტაცია საქართველოში ლუთერული სამრევლოების დასასრულს ნიშნავდა. 1997 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ლუთერული ეკლესია ახალი ფორმით აღორძინდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მისი პირველი ეპისკოპოსის, პროფესორ დოქ. გერტ ჰუმელის დამსახურებაა. 2011 წლის 5 ივლისს კანონში შესული ცვლილების წყალობით სელეს შესაძლებლობა მიეცა, სამართლებრივი აღიარება მოიპოვოს როგორც ეკლესიამ.

სოხუმიდან ბაქოდე განლაგებულ სამრევლეობში სელეს 800-მდე მრევლის წევრი ჰყავს. ამათგან 350 თბილისის შერიგების სამრევლოს წევრია. მათგან მხოლოდ ნახევარს აქვს გერმანული ფესვები. სამრევლოებში გერმანულზე ხშირად რუსულს და ქართულს გაიგონებთ. ინტენსიური რჩება კავშირები გერმანიასთან, გერმანიის პარტნიორ სამრევლოებთან და დონორებთან. ვიურტემბერგის, 200 წლის წინ საქართველოში ჩამოსული გერმანელი კოლონისტების სამშობლოს სამხარეო ევანგელიური ეკლესია სელეს პარტნიორია.

სამრევლოებში ღვთისმსახურებები ყოველ კვირა დღეს და დღესასწაულებზე იმართება. გარდა ამისა, ტარდება საკვირაო სკოლა 6-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის, ფუნქციონირებს ახალგაზრდული, ქალთა და მამაკაცთა კლუბები და წრეები. სელეს საკანონმდებლო ორგანო სინოდია, რომლის შემადგენლობაშიც სამრევლოების წარმომადგენლები შედიან. მას ეპისკოპოსი და სინოდის პრეზიდიუმი მართავს. სელეში ეპისკოპოსის ჩათვლით ოთხი პასტორია (მათ შორის ორი ქალბატონი) და სამი ლექტორი, რომლებიც სამრევლოებში აგრეთვე ღვთისმსახურებას უძღვებიან.

სელე ღარიბი ეკლესიაა მრავალი ხანშიშესული და უპოვარი წევრით. იგი დამოკიდებულია შემოწირულობებზე, რომელთაგან უმრავლესობა გერმანიიდან მოდის. სწორედ ამიტომ 90-იან წლებში, ეკლესიის ხელახალ აღორძინებასთან ერთად საფუძველი ჩაეყარა დიაკონურ საზოგადოებას, რომელიც მრევლის გაჭირვებულ წევრებს (ზოგ შემთხვევაში, სხვებსაც) უფასოდ ან სიმბოლური ღირებულების სანაცვლოდ საკვებითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფს. აქვე ფუნქიონირებს მოხუცებულთა თავშესაფარიც.

სელე, წარსულისგან განსხვავებით, აღარსოდეს იქნება საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი გერმანელის ეკლესია. ის ქართული ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია უნდა გახდეს და საქართველოში არსებული ქრისტიანული ეკლესიების მრავალფეროვნებაში ქრისტიანული რწმენისა და ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთ გზად იქცეს. ის საეკლესიო მოძღვრის მარტინ ლუთერის, ევროპაში ქრისტიანული ეკლესიის რეფორმაციის, ანუ განახლების 500 წლიან ტრადიციას აგრძელებს, რომელიც იესო ქრისტეს სახარების რწმენით ადამიანის განახლებას უფრო მნიშვნელოვნად და თვალნათლივ წარმოაჩენს. მსოლფიოში ასი მილიონი ლუთერანი ქრისტიანია. ლუთერული ეკლესიები მსოფლიოს ლუთერულ კავშირში არიან გაერთიანებული, რომლის სათაო ოფისი ჟენევაშია.

სამების შემდეგ მეცხრე კვირის მსახურება ✝️თბილისის შერიგების ტაძარი 💜
04/08/2026

სამების შემდეგ მეცხრე კვირის მსახურება ✝️
თბილისის შერიგების ტაძარი 💜

საკვირაო მსახურება ტარდება კვირა დღეს 11 საათზე თბილისის შერიგების ტაძარში ✝️Worship Service every Sunday at 11 AM at Tb...
29/07/2026

საკვირაო მსახურება ტარდება კვირა დღეს 11 საათზე თბილისის შერიგების ტაძარში ✝️
Worship Service every Sunday at 11 AM at Tbilisi Cathedral of Reconciliation 💜

რუსთავის სამრევლო✝️
27/07/2026

რუსთავის სამრევლო✝️

26 ივლისი 2026 წ.ლექტორ ანტონ ჩახლოუს პირველი მსახურება რუსთავის სამრევლოში✝️July 26, 2026. Lecturer Anton Chakhlou's fi...
26/07/2026

26 ივლისი 2026 წ.
ლექტორ ანტონ ჩახლოუს პირველი მსახურება რუსთავის სამრევლოში✝️
July 26, 2026. Lecturer Anton Chakhlou's first worship service in Rustavi congregation 💜

06/07/2026

ყველას გისურვებთ წარმატებულ და მშვიდობიან კვირას 🧡
We wish you a blessed and peaceful week 🍀

30/06/2026

მოკლე ვიდეო ჩვენი ეკლესიის შესახებ ✝️

30/06/2026

Друзья, напоминаем, что для наших русскоговорящих читателей у нас есть канал в Телеграме — https://t.me/lutherischekirche

ქარ/Русსაეკლესიო ღონისძიებების განრიგი ამ კვირას — 28.06.2026-05.07.2026☀️ ოთხშაბათი, 1 ივლისი13:00 — ბიბლიის საათი ინგლ...
30/06/2026

ქარ/Рус

საეკლესიო ღონისძიებების განრიგი ამ კვირას — 28.06.2026-05.07.2026

☀️ ოთხშაბათი, 1 ივლისი
13:00 — ბიბლიის საათი ინგლისურ ენაზე პასტორ ირინა სოლეისთან

☀️ ხუთშაბათი (მარიამის და ელისაბედის შეხვედრის დღესასწაული), 2 ივლისი
10:30 — კონფირმაციის გაკვეთილები/ბიბლიის საათი რუსულ ენაზე პასტორ ვიქტორ მიროშნიჩენკოსთან

☀️ პარასკევი, 3 ივლისი
13:00 — ბიბლიის საათი ინგლისურ ენაზე პასტორ ირინა სოლეისთან

☀️ კვირა, 5 ივლისი
11:00 — წირვა რუსულ ენაზე — მეხუთე კვირა სამების შემდეგ. მსახურებას აღასრულებს პასტორი ირინა სოლეი
11:00 — საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის

მოგესალმებით!

—————

Расписание церковных мероприятии на неделю — 28.06.2026-05.07.2026

☀️ Среда, 1 июля
13:00 — Библейский час на английском языке с пастором Ириной Солей

☀️ Четверг (праздник Посещения Марии), 2 июля
10:30 — Конфирмационные занятия/Библейский час на русском языке с пастором Виктором Мирошниченко

☀️ Пятница, 3 июля
13:00 — Библейский час на английском языке с пастором Ириной Солей

☀️ Воскресенье, 5 июля
11:00 — Богослужение с Причастием на русском языке — Пятое воскресенье после Троицы. Богослужение совершит пастор Ирина Солей
11:00 — Воскресная школа для детей

Добро пожаловать!

ქარ/Рус🕊 მეოთხე კვირა სამების შემდეგ "იტვირთეთ ერთმანეთის ტვირთი და ამგვარად აღასრულეთ ქრისტეს კანონი."— გალატელთა 6:2ძვ...
26/06/2026

ქარ/Рус

🕊 მეოთხე კვირა სამების შემდეგ

"იტვირთეთ ერთმანეთის ტვირთი და ამგვარად აღასრულეთ ქრისტეს კანონი."
— გალატელთა 6:2

ძვირფასო ძმებო და დებო!

გიწვევთ სამების შემდეგ მეოთხე კვირას ღვთისმსახურებაზე, რათა ერთად ვადიდოთ უფალი, მოვისმინოთ ღვთის სიტყვა და ლოცვით მივმართოთ მას.

ღვთისმსახურების დროს გთხოვთ გამორთოთ მობილური ტელეფონები ან გადაიყვანოთ ისინი უხმო რეჟიმზე. ეს დაეხმარება ყველა დამსწრეს, ყურადღება გაამახვილოს ლოცვაზე, ღვთის სიტყვის კითხვასა და საერთო ლიტურგიაზე.

🪻 ღვთისმსახურება გაიმართება ზეგ, 11:00 საათზე.

—————

🕊 Четвертое воскресенье после Троицы

"Носите бремена друг друга, и таким образом исполните закон Христов."
— Послание к Галатам, 6:2

Дорогие братья и сестры!
Приглашаем вас на богослужение в Четвёртое воскресенье после Троицы, чтобы вместе вознести Господу хвалу, услышать Слово Божие и обратиться к Нему в молитве.

Напоминаем, что во время богослужения просим отключать мобильные телефоны или переводить их в беззвучный режим. Это поможет всем присутствующим сосредоточиться на молитве, чтении Слова Божьего и общей литургии.

🪻 Богослужение состоится послезавтра в 11:00.

Address

15 Terenti Graneli Street
Tbilisi
0102

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Evangelical-Lutheran Church in Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to Evangelical-Lutheran Church in Georgia:

Shortcuts

Share