კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი

კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი გვერდი ფუნქციონირებს დეკანოზ მიქაელ კაპანაძის ლოცვა-კურთხევით

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი.

კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ძველ ისტორიულ უბანში – კლდის უბანში, დედაციხის წმ. ნიკოლოზისა და ზემო ბეთლემის ეკლესიათა შორის, ბეთლემის ქუჩის ჩიხის № 7-ში.

მემატიანეთა მიხედვით თბილისის მოსახლეობა მეხუთე საუკუნეში მტკვრის ორივე მხარეს ყოფილა განფენილი და სამი "ქალაქისაგან” შედგებოდა – ტფილისი, კალა და ისანი. ქალაქი კალა სამეუფეო რეზიდენციას – დედაციხეს წარმოადგენდა და საკმაოდ მტკიცე ციხე-სიმაგრეთა კომპლექსით იყო შემოზღუდული.

კალას ციხე-სიმაგრის ცენტრალური მხარის ქვედა და ზედა ბაქნები-ტერასები მოიცავდა: სამეფო რეზიდენციას, სასახლეებს, ეკლესიებს, აბანოებს, ობსერვატორიას. სამხრეთის ფერდობზე სასახლის ბაღი იყო გაშენებული. ჩრდილოეთის ფერდობი სამონასტრო კომპლექსებს ეკავა, რომელნიც ციხის ეკლესიებად მოიხსენიებოდა.

კლდისუბანი თბილისის კალა-ქალაქის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და, გარკვეულ პირობებში ქალაქის ცენტრადაც მოიაზრებოდა.

კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ მწირი და ისიც აშკარად არასრულყოფილი და ტენდენციური მონაცემებია.

ყველაზე ადრეული წყარო ბატონიშვილ ვახუშტის მიერ თბილისის რუკაა (1735 წ.), სადაც აშკარად ჩანს კლდისუბანში ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომლის დასავლეთით, მის გვერდით სამრეკლოა გამოსახული. რაც შეეხება პატივცემული დავით კარიჭაშვილის (1862-1927 წწ.) ცნობას გადმოცემულს 1904 წლის ხელნაწერში, რომ "ტფილისის სამხრეთივე კლდისუბანსა შინა, მაღალსა კლდესა ზედა აღშენებულ არს ეკლესია მცირე მცირისავე გუმბათითა, კეთილ და მშვენიერ სახილველი, სახელსა ზედა წმინდისა გიორგისა, სადაც ასვენია ნაწილი წმინდისა გიორგისავე სასწაულმოქმედი. ეკლესია ესე აღშენებულ არს წელსა 1600-სა საკუთარითა თვისითა მწირისა ვისმე სომეხთა ბერისაგან, რომელიც აწ არს კრამიტით დახურვილი, და იწოდების იგი კლდის ეკლესია” სომეხმა ისტორიკოსმა ლეონ მელიქსედბეგმა გამოაქვეყნა, იგი ბევრ უზუსტობასთანაა დაკავშირებული. ამ უზუსტობის მიზეზიც გასაგები უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ დავით კარიჭაშვილის მოღვაწეობის დროს, ვითარებას. რუსეთის იმპერიის იდეოლოგია შეგნებულად და მიზანდასახულად ეწეოდა ქართული ეკლესიისა და ყოველივე ქართულის დისკრედიტაციას., ქართველთა გაგრიგორიანობასა და გასომხებას, ქართული მიწების სომეხთათვის გადაცემას და ა.შ. ამ პოლიტიკის შედეგი იყო, რომ თბილისის, და აგრეთვე, საქართველოში - სადაც მიუწვდებოდათ ხელი, ქართული - მართლმადიდებლური ეკლესიების სომეხთა მიერ მასიური მიტაცება ხდებოდა. 1904 წელს, როდესაც დ.კარიჭაშვილი აღწერის ცნობებს იძლევა, ქართული ეკლესიების (მართმადიდებლური და კათოლიკურიც იხ. თამარაშვილის ნაშრ.) დიდი ნაწილი კარგა ხანია მიტაცებული და ისტორიაგამოცვლი–ია. ამ თემაზე უამრავი უტყუარი ფაქტი არსებობს და ჩვენი აზრით საკამათოც არაფერია. დ.კარიჭაშვილი და შემდგომში რიგი სხვა მეცნიერი ყოველგვარი არგუმენტირებული წყაროს მოყვანის გარეშე იმეორებენ "ვიღაც მწირი ბერის”, "ვიღაც მოქალაქის” ვითომდა აშენებულს-გაკეთებულს, ყოველივე კი, ისტორიის შეცვლის მიზნით, მავან სომეხთა მიერ შეგნებულ ცრუ ინფორმაციაზე იყო დაყრდნობილი.

ზემოდ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება საეჭვო გახდეს ტაძრის ჩრდილოეთის კედელში დატანილი წარწერაც ეკლესიის აშენების შესახებ – "ქრონიკონსა უმა”(441)-1753 წელსა. სავარაუდოა, რომ იგი XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის დასწყისში ტაძრის კედელში ჩაეშენებინათ, მისი რეკონსტრუქციის დროს. თუმცა, როგორც ჩანს, გაქართველებულ სომეხთა გავლენა ამ ეკლესიაზე უნდა ყოფილიყო.

ტაძარში წარმოებულმა არქეოლოგიურმა საკვლევაძიებო სამუშაოებმა მნიშვნელოვან წილად უნდა მოჰფინოს ნათელი მის მრავალტანჯულ წარსულს.

▪️ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ გარდაიცვალა ჩვენი ტაძრის მრევლი,  უსაყვარლესი პიროვნება, ნინო შაფათავა 💔▪️წმიდათა თანა გ...
23/08/2026

▪️ღრმა მწუხარებით ვიუწყებით რომ გარდაიცვალა ჩვენი ტაძრის მრევლი, უსაყვარლესი პიროვნება, ნინო შაფათავა 💔

▪️წმიდათა თანა განუსუენე ქრისტე, სულსა მხევლისა შენისასა ნინოს, სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.🌺💔

▪️ ჩვენი ტაძრის მრევლის სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს.

⚜️ფერისცვალება ხომ უდიდესი დრესასწაულია სულისა და ჩვენი სულიერი ფერისცვალების აუცილებლობის გახსენება.✝️უფალი ბრძანებს ვე...
19/08/2026

⚜️ფერისცვალება ხომ უდიდესი დრესასწაულია სულისა და ჩვენი სულიერი ფერისცვალების აუცილებლობის გახსენება.

✝️უფალი ბრძანებს ვერ გადავა ეს მოდგმა ანუ ვერ გაიმარჯვებს ადამიანი ბოროტზე თუ არა მარხვითა და ლოცვით.

👉სიმბოლურია ისიც რომ ფერისცვალების დღესასწაული მარხვის პერიოდს ემთხვევა ყოველთვის. ასე რომ ვინც არ იბრძვის ის ყოველთვის დამარცხებულია. ვისაც როგორ შეგვიძლია ისე ვიბრძოლოთ (ვიმარხულოთ) და დედაღვთისმშობლის და უფლის სიყვარული გამოვხატოთ ამით.
ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას რომ არ ჭირდება მარხვა მას ისედაც უყვარს ღვთისმშობელი და უფალი მაგრამ ასე მოაზროვნე ადამიანს უფალი არიგებს იაკობის ეპისტოლით:
- " შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც. შენ კი, ამაო კაცო, იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია."(იაკობი 2)

🙏გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს რომ ყველას და ყველაფერს ჩვენს ირგვლივ სიკეთისკენ ეცვალოს ფერი. ამინ!

▪️2021 წელს წილად გვხვდა ბედნიერება, პირადად გავცნობოდით ბატონ ბადრი ვადაჭკორიას. იგი ჩვენს ტაძარში ამოვიდა, რათა თავისი...
15/08/2026

▪️2021 წელს წილად გვხვდა ბედნიერება, პირადად გავცნობოდით ბატონ ბადრი ვადაჭკორიას. იგი ჩვენს ტაძარში ამოვიდა, რათა თავისი ობიექტივით აღებეჭდა ჩვენი ტაძარი, მისი მოხატულობა და ჩვენთან დასვენებული წმინდა ოჯახის ხატი, რომლის ავტორიც ხატმწერი მერაბ ჩაკვეტაძეა.

▪️ბატონი ბადრი საოცრად თბილი, უშუალო, იუმორითა და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. მას ჰქონდა განსაკუთრებული ხედვა - ჩვენი ტაძარიც არაერთხელ აღუბეჭდავს საოცარი რაკურსით, ისეთი თვალით, რომელიც მხოლოდ დიდ ხელოვანსა და ფოტოგრაფს შეიძლება ჰქონდეს.

▪️საქართველომ დაკარგა ეპოქალური პიროვნება, უდიდესი ღვაწლის მქონე ხელოვანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ფასდაუდებელი მემკვიდრეობა დაუტოვა. მისმა ობიექტივმა ათწლეულების განმავლობაში შემოინახა საქართველოს სახე, ისტორია, ადამიანები და, უპირველესად, საქართველოს სული.

▪️ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს ამ უმძიმეს დანაკლისს.

✝️ ღმერთმა მიჰმადლოს მის სულს საუკუნო განსასვენებელი წმინდანთა შორის მართალთასა და ნათესავმან მისმან დამკვიდროს ქვეყანა. ამინ!

💔დღეს მამა მიქაელი 56 წლის გახდებოდა... 🥺სიყვარულითა და მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს, სულიერ მამას, მ...
15/07/2026

💔დღეს მამა მიქაელი 56 წლის გახდებოდა... 🥺

სიყვარულითა და მადლიერებით ვიხსენებთ ჩვენს უსაყვარლეს მოძღვარს, სულიერ მამას, მრჩეველსა და მეგობარს. მისი სიყვარული, სითბო, რწმენა და დარიგებები დღემდე ცოცხლობს ჩვენს გულებში.

უფალმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული, ხოლო ჩვენ მოგვმადლოს ძალა, რომ მისი ნასწავლი გზა ღირსეულად გავაგრძელოთ.

ნათელი და მარადიული ხსოვნა მამა მიქაელის უკვდავ სულს. ❤️🕊️

⛪გილოცავთ ვლაქერნობას !♥️♥️♥️☦️ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!❣️...
15/07/2026

⛪გილოცავთ ვლაქერნობას !♥️♥️♥️

☦️ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!❣️❣️❣️

✨საქართველოში დავანებულ უდიდეს სიწმინდეთაგან ერთ-ერთი, - ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა - (დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას). ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ლიტანიობა და ღვთისმსახურება, მომლოცველებს კი მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.

✨ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი ყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბრძანებს:
"ღვთისმშობლის კვართი შუამავლად გვევლინება ცასა და დედამიწას, ღმერთსა და ადამიანებს შორის და ღვთაებრივი მოწყალებით უფლის წინაშე სათნოდ წარმოგვაჩენს. ზღვა სიხარულის, ბედნიერების ვერდამტევი ზეიმი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, ვლაქერნობა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე, რადგან ბევრის მიმღებთ ბევრიც მოგვეთხოვება."🙏❤

📜ტროპარი: ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.❤❤

🌿 გილოცავთ წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს! ❤️12 ივლისს ჩვენს ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღ...
14/07/2026

🌿 გილოცავთ წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს! ❤️

12 ივლისს ჩვენს ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

სწორედ ამ დღეს, 2002 წელს, ჩვენი ტაძრის უკვე განსვენებულმა წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ კაპანაძემ, საზეიმოდ გახსნა ტაძარი და პირველი წირვა აღასრულა. განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ხსენების დღისადმი. როგორც თავად ხშირად აღნიშნავდა, ჩვენი ტაძრის აღმშენებლობისა და განახლების ყოველ მნიშვნელოვან ნაბიჯს სწორედ ეს დღეს დაედო საფუძვლად.

მას შემდეგ 24 წელი გავიდა, და წელს პირველი პეტრე-პავლობაა, რომელსაც მამა მიქაელის გარეშე, მისი ხორციელი არყოფნის პირობებში შევხვდით.

ჩვენი ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მაქსიმე თოდუას ლოცვა-კურთხევით, ეს დღე მრევლის ერთობითა და სიყვარულით აღვნიშნეთ. წმინდა ლიტურგიის დასრულების შემდეგ მამა მაქსიმემ და მამა დავითმა მამა მიქაელის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. შემდეგ კი მრევლმა პეტრე-პავლობის მარხვის მშვიდობით დასრულება ერთად აღვნიშნეთ — იმ სითბოთი, ურთიერთსიყვარულითა და თანადგომით, რომელიც ასე უყვარდა ჩვენს მოძღვარს. ❤️

ღმერთმა მოიხსენიოს მისი უკვდავი სული, მიანიჭოს საუკუნო განსასვენებელი, წიაღსა შინა აბრაამისასა.

ხოლო ყოველ თქვენგანს უფალმა მოგმადლოთ მშვიდობა, სიყვარული, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ქრისტეში მტკიცე ერთობა. ❤️

წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ლოცვით, უფალი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე. ამინ. 🙏

✨სულთმოფენობას გილოცავთ 🕊️❤⚜️სულთმოფენობის დღეს სხვანაირად აღვსებაც ჰქვია.🕊️ქრისტეს შობა , ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება ...
31/05/2026

✨სულთმოფენობას გილოცავთ 🕊️❤

⚜️სულთმოფენობის დღეს სხვანაირად აღვსებაც ჰქვია.

🕊️ქრისტეს შობა , ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება ემსახურებოდა იმას, რომ ეს დღე დამდგარიყო. ადამიანი აღდგენილიყო თავის პირვანდელ დიდებაში, კვლავ გამხდარიყო სულიწმიდის ჭურჭელი, განღმრთობილიყო.

🔥ადამის დაცემის შემდეგ გაჩენილი უფსკრული ღმერთსა და ადამიანს შორის აღარ არსებობს. მოვიდა სულიწმიდა და , ჩვენს შორის.

🕊️ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულიწმიდა სულთმოფენობამდე არ მოქმედებდა და არც იმას, რომ სულთმოფენობის შემდეგ ყველა ადამიანი განღმრთობილია.

🔥განსხვავება რომ წარმოვიდგინოთ, შეიძლება შევადაროთ ზამთრის მზე გაზაფხულისას. ზამთრის მზის სითბო არ არის საკმარისი ახალი სიცოცხლის გასაჩენად, ბუნება გაზაფხულზე იღვიძებს. თუმცა გამხმარ ხეს გაზაფხულის მზეც ვერ უშველის. ასევე ადამიანშიც ვერ შეაღწევს სული წმიდა თუ იგი თავის ცოდვაში ჩაიკეტა.

🕊️სულთმოფენობის დღეს დაარსდა ეკლესია. მხოლოდ ეკლესიაში შეიძლება მოგვეცეს ცოდნა ღმერთის შესახებ, რადგან ეს ცოდნა გამოცხადებითია, ანუ ეს ცოდნა მოგვეცემა იმდენად, რამდენადაც ჩვენ გავხსნით გულს, განვიწმიდავთ მას, რათა მასში დაივანოს სულიწმიდის მადლმა.

⛪სწორედ ეს არის მიზანი ქრისტიანული ცხოვრების და სწორედ ამას ვსწავლობთ ეკლესიაში.

✨კიდევ ერთხელ გილოცავთ სულთმოფენობას, ღმერთმა გარდამოავლინოს ჩვენს ზედა მადლი სულისა წმინდისა და აღგვავსოს ჩვენ ყოვლითა კეთილითა

✨️გულითადად ვულულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს...
22/05/2026

✨️გულითადად ვულულოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს შიო-III ანგელოზის დღეს.

✨️წმ.ესაია წინასწარმეტყველის, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის და ღირსი მამა შიო მღვიმელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს ჯამრთელად და დღეგრძელად ამყოფოს ჩვენი ეკლესიის წინამძღოლად.

✨️მრავალსა წელსა მრავალჟამიერ თქვენო უწმინდესობავ.❤️

როცა ვინმე ტკივლის გაყენებს, გულს გტკენს და ამას განიცდი, უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე.გაიღიმე თუნდაც ეს თვალები ცრ...
21/05/2026

როცა ვინმე ტკივლის გაყენებს, გულს გტკენს და ამას განიცდი, უბრალოდ თვალები დახუჭე და გაიღიმე.
გაიღიმე თუნდაც ეს თვალები ცრემლითა და ტანჯვით გქონდეს სავსე და აი, მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო...
მუდამ გახსოვდეს, რომ ღმერთი შენთნაა. დიახ, შენთანაა სწორედ მაშინ როდესაც ყველაზე მეტად გიჭირის. როცა ყველა მიგატოვებს უფალი გულში ჩაგიკრავს და იარებს მოგიშუშებს.
ამიტომ, ღმერთს მიანდე ყოველთვის ყველაფერი და შენს სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს

პატრიარქი შიო III

გილოცავთ უფლის ამაღლებას! ❤ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა,. ეს სახე-სიმბოლო  წარმოაჩენს ამაღლე...
21/05/2026

გილოცავთ უფლის ამაღლებას! ❤

ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა,. ეს სახე-სიმბოლო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.
ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად.და ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეებს უთხრა: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“ ისინი პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.

Address

9/2 Gomi Street
Tbilisi
0105

Telephone

+995322997965

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი:

Shortcuts

Share