Evangelical-Baptist Church of Georgia

Evangelical-Baptist Church of Georgia საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია.

ოფიციალური გვერდი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია დამშვიდობის კათედრალიგ ი ლ ო ც ა ვ თდ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი სდ ღ ე ს!!🎈🇬🇪🎈🇬...
26/05/2026

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და
მშვიდობის კათედრალი
გ ი ლ ო ც ა ვ თ
დ ა მ ო უ კ ი დ ე ბ ლ ო ბ ი ს
დ ღ ე ს!!
🎈🇬🇪🎈🇬🇪🎈🇬🇪🎈🇬🇪🎈🇬🇪🎈🇬🇪🎈🇬🇪🎈

The consecration of an Ambo in honour of Mewlana Jalaluddin Rumi in the main nave of the Peace Cathedral / მევლანა ჯალალ...
25/05/2026

The consecration of an Ambo in honour of Mewlana Jalaluddin Rumi in the main nave of the Peace Cathedral / მევლანა ჯალალ ად-დინ რუმის ამბიონის კურთხევა მშვიდობის კათედრალში

Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი

24/05/2026
ამაღლების დღესასწაული.21.05.2026
21/05/2026

ამაღლების დღესასწაული.
21.05.2026

გამოფენა18-22 მაისიმშვიდობის კათედრალი
18/05/2026

გამოფენა
18-22 მაისი
მშვიდობის კათედრალი

💔მშვიდობის კათედრალი და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ემშვიდობება ადამიანს, რომელსაც უყვარდა უფალი, უყვარდა მ...
13/05/2026

💔

მშვიდობის კათედრალი და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ემშვიდობება ადამიანს, რომელსაც უყვარდა უფალი, უყვარდა მოყვასი, უყვარდა მუსიკა და სილამაზე.

ათწლეულების მანძილზე ქალბატონი ნანა მარიდაშვილი ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს თავისი შემოქმედებით. იგი იყო ლოტბარი ეკლესიის გუნდისა „მენორა“ და ასევე მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ბავშვების ბედნიერებას ქრისტიანულ ბანაკებში. თუკი ვინმე ერთხელ მაინც ყოფილა ჩვენი ეკლესიის ბანაკში, აუცლებლად ემასოვრება ნანას ხავერდოვანი ხმა, მისი ამოუწურავი შემოქმედებითი სილაღე და თავისუფლების სიყვარული.

ნანა ყველასთვის იყო მზრუნველი დედასავით. „მენორას“ მგალობლები იხსენებენ, სახლში გამზადებული სანოვაგით როგორ მოდიოდა ხოლმე რეპეტიციებზე, რომ სასწავლებლიდან მოსულ მგალობლებს არ მოშიებოდათ. საკუთარი ხელით დამზადებული გემრიელი ტკბილეულით უყვარდა ზრუნვისა და სიყვარულის გამოხატვა.

ნანა მარიდაშვილი დიდი ხანი ებრძოდა ვერაგ დაავადებას. მისი ოჯახის დიდი ძალისხმევითა და ზრუნვით, მას აჩუქეს სიცოცხლის წლები, რომლის დროსაც ის გამუდმებით საუბრობდა ღმერთის წყალობაზე, ღმერთის სიყვარულსა და საჩუქრებზე. ჯანმრთელობის მდგომარეობამ ნანას განსაკუთრებით გაუღვიძა ყოველი დღის, ყოველი გამოცდილების განსაკუთრებით აღნიშვნისა და დაფასების უნარი.

გემშვიდობებით ჩვენო დაო, ჩვენო მეგობარო, ჩვენი ძვირფასო ნანა. უფლის წიაღში შევხვდებით! იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, სადაც არც ტკივილია, არც დარდი, არც მწუხარება. სადაც სიყვარული და ჰარმონიაა.

Nana Maridashvili

☘️🌼☘️🌼☘️🌼☘️🌼☘️🌼☘️🌼☘️🌼☘️🌼☘️

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-სთქვენო უწმ...
12/05/2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს,
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, შიო III-ს

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსების, სასულიერო დასისა და მთელი ჩევნი მრევლის სახელით, გილოცავთ აღსაყდრებას სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში და გისურვებთ ღვთის კურთხევას თქენს მოღვაწეობასა და საქმიანობაში.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გიწყალობოთ დიდი სიბრძნე, გონიერება და თანალმობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. ჩვენ ასევე ვლოცულობთ, რომ თქვენი მსახურების შედეგად გაღრმევდეს ქრისტიანთა ერთობა ამ ქვეყანაში, გაძლიერდეს ინტერრელიგიური და ინტერკულტურული თანამშრომლობა, ჩვენს სამშობლოში ფესვი გაიდგას იმ უპირობო სიყვარულმა, რომელსაც ჩვენი უფალი იესო ქრისტე გვასწავლის.

თქვენი უღელი იოლი არ არის, მაგრამ უფალს ვავედრებთ თქვენს თავს, რომ მან შეგაძლებინოთ მძიმე უღლის მსუბუქად ზიდვა. 32 წლის წინათ, როდესაც მე ჩემმა ეკლესიამ წინამძღოლობის პატივი დამაკისრა, თანამგზვრად მომიჩინა ერთი აზრი ქრისტიანული საღვთო წერილიდან: „ღმერთია მშვიდობის მომცემი, მან გააცოცხლა უფალი იესო ქრისტე - დიდი მწყემსი...ღმერთმა მოგიმართოთ ხელი, რომ იმისი მორჩილი იყოთ, რომ ყოველთვის ღვთის მოსაწონად იქცეოდეთ.“ (ებრ. 13:20-21).

ნება მიბოძეთ, დღეს ეგევე სიტყვები გაგატონოთ საგზალად თქვენი სამწყემსმთავრო მოღვაწეობის გზაზე.
ღმერთმა მოგცეთ ძალა, ჯანმრთელობა და შთაგონება, რომ სიყვარულითა და თვინიერებით ემსახუროთ მშვიდობას, შერიგებას, სამართლიანობასა და თავისუფლებას ღვთის სადიდებლად და საქართველოს თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ.

პატივისცემით,

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
12 მაისი, 2026, თბილისი, მშიდობის კათედრალი

ფოტო: GHN (Georgian News Agency)

Address

Kedia Street N6
Tbilisi

Opening Hours

Friday 17:00 - 19:00
Sunday 10:00 - 11:30
12:00 - 15:00

Telephone

+995322342910

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Evangelical-Baptist Church of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share