თბილისის ყოვლადწმიდა სამების (ძველი) ტაძარი. (Holy trinity church)

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ყოვლადწმიდა სამების (ძველი) ტაძარი. (Holy trinity church)

თბილისის ყოვლადწმიდა სამების (ძველი) ტაძარი. (Holy trinity church) Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის ყოვლადწმიდა სამების (ძველი) ტაძარი. (Holy trinity church), Christian church, გრიგოლ აბაშიძის 6, Tbilisi.

წმ. სამების ეკლესია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უკან გ. რობაქიძის ქუჩაზე მდებარეობას. პირველად ეკლესია ამ ადგილას 1790 წელს პეტრე აღნიაშვილმა, მეტსახელად ყარაულმა ააგო (იგი ერეკლე II მიერ ღართისკარის დარაჯად იყო დანიშნული და თბილისს დაღესტნელების შემოსევისგან იცავდა). მოგვიანებით, 1832 წელს მისმა შვილიშვილმა მღვდელმა სვიმონ (შიო) აღნიაშვილმა ნაგებობას დასავლეთით კარიბჭე მიაშენა, 1850 წელს კი მის

ივე ნებით მასზე სამრეკლო დაადგა. ცოტა ხანში ეკლესია მთლიანად განახლდა. 1990-იან წლებში დასავლეთის პორტიკთან ჩრდილოეთით და სამხრეთით დაბალი მინაშენი აიგო.
,,ჩაწერილი ჯვრის” ტიპის აგურით ნაგები ტაძრის გუმბათი აბსიდის შვერილებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. აბსიდი სწორკუთხედშია ჩახაზული და ფასადზე არ გამოიყოფა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა ხის კარი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული., რომლებშიც წმინდანთა გამოსახულებებია ჩართული. ტაძრის ხუროთმოღვრებაში ერთმანეთს ერწყმის ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმები და კლასიცისტური ელემენტები.
აღმოსავლეთ ფასადზე აბსიდის ორსავ მხარეს სამკუთხა ნიშებია შეჭრილი - შუა საუკუნეების ტრადიციის გამოძახილი. ცენტრალური, თაღში მოქცეული სარკმლის თავზე თაღის მსგავსად რელიეფურად ამოზრდილი ჯვარია გამოყვანილი. მის აქეთ-იქით ნიშებია სიმეტრიულად, მათ ზემოთ კი ორი მრგვალი ღიობი, მესამე მცირე ასეთივე ღიობი კეხის ქვეშაა მოცემული. ფასადი ვარდულებითაა გამდიდრებული. მათგან ორი შედარებით მოზრდილი ფრონტონის კუთხეებშია განთავსებული. მესამე კი, შედარებით პატარა, შუა სარკმლის თავზე.
დასავლეთევროპული ელემენტები იჩენს თავს დასავლეთ ფასადის გადაწყვეტაში. ცენტრში პორტიკია მოწყობილი ოთხი დორიული სვეტით. მათ ზემოთ თაღების პარალელურად სწორკუთხა ნიშებია შუაში მრგვალი ღიობით. ცენტრალურ ნიშას მცირე ფრონტონი აგვირგვინებს. ამ უკანასკნელს კედლის სიბრტყის ჩაღრმავებით გამოყვანილი ჯვარი ეყრდნობა. კომპოზიციას თაღოვანი სამრეკლო ასრულებს.
სარკისებურადაა გადაწყვეტილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადები. ცენტრში ორი შეტყუპული სარკმელია, მათ შორის აყოლებულ ლილვს კი მესამე ეყდნობა. სამივეს მაღალი თაღი შემოწერს. მკლავის განაპირა მხარესაც თითო-თითო სარკმელია გაჭრილი. კუთხეებს ვიწრო შეისრულთაღოვანი ნიშები აუყვება. ფრონტონის ქვეშ მრგვალი სარკმლებია, დასავლეთის მხარეს კი კარნიზის ქვეშ მცირე დეკორატიული თაღები, მათ შორის, ჩაღრმავებით ნაჩვენები ტოლმკლავა ჯვრებით.
გუმბათი კარვისებრი სახურავითაა გადახურული. მის ყოველ წახნაგში თითო-თითო სარკმელია გაჭრილი. სარკმლები პროფილირებულ ლილვებზე გადასროლილ თაღნარშია ჩაწერილი. კარნიზის ქვეშ სწორკუთხა ჩაღრმავებებში წრეებისა და სამკუთხედებისგან გამოყვანილი სარტყელი შემოჰყვება, რაც დეკორატიულ აქცენტებს სვამს და აგურის ფაქტურას ამრავალფეროვნებს.
ინტერიერში შემორჩენილია ლუდვიგ ლონგოს მიერ 1890-იან წლებში შესრულებული მოხატულობა. გუმბათში ქრისტე ყოვლისმპყრობელის ნახევარფიგურაა გამოსახული. კონქში აღსაყდრებული ღმრთისმშობელი ყრმითურთ, ანგელოზებს შორის. დანარჩენი სივრცე, ძირითადად, წმინდანთა ფუგურებს ეთმობათ. დასავლეთ მკლავში სახარებისეული სიუჟეტებია მოცემული. სარკმელთა წირთხლები, თაღები, კამარები მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული.
პროპორციული, ზეაზიდული ფორმები, სიმეტრია, თავშეკავებული დეკორატიულობა, რამდენადმე ეკლეკტურობა ტაძრის მთავარი მახასიათებელია.

26/03/2022

ხვალ 27/03/2022.ჩატარდება ზეთის კურთხევა(7ზეთის ხდება)16საათზე.ღმერთმა მოგმადლოთ სულისა და ხორცის კურნება!

05/01/2022

ხვალ 06/01/2022 ღამისთევის მსახურება დაიწყება 22 საათზე.გილოცავთ დამდეგ შობის დღესასწაულს.ბეთლემს შობილი მაცხოვარი გეწეოდეთ!

04/01/2022

მის უწმინდესობას ჩვენი ტაძრის სამღვდელოების და პირადად ჩემი სახელით ვულოცავთ 89წლის იუბილეს.გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას!

Address

გრიგოლ აბაშიძის 6
Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 19:00
Tuesday 08:00 - 19:00
Wednesday 08:00 - 19:00
Thursday 08:00 - 19:00
Friday 08:00 - 19:00
Saturday 08:00 - 19:00
Sunday 08:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ყოვლადწმიდა სამების (ძველი) ტაძარი. (Holy trinity church) posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share