მარადისობა ქრისტეშია

მარადისობა ქრისტეშია გვერდი ემსახურება საღვთო ჭეშმარიტებ?

ერთ ბერს დიდად ცოდვილად მიაჩნდა თავი და განუწყვეტლივ ლოცულობდა: "ვიცი, უფალო, რომ არა ვარ ღირსი ცოდვათა მიტევებისა, რამე...
23/07/2023

ერთ ბერს დიდად ცოდვილად მიაჩნდა თავი და განუწყვეტლივ ლოცულობდა: "ვიცი, უფალო, რომ არა ვარ ღირსი ცოდვათა მიტევებისა, რამეთუ შევცოდე შენ წინაშე მრავალგზის, მაგრამ მივენდობი შენს მოწყალებას, გევედრები, შემინდე, და თუ ეს შეუძლებელია, დამსაჯე აქვე, რათა საიქიოში საუკუნო სატანჯველს ავცდეო". ერთხელ ლოცვით დაღლილს მიეძინა. ძილში მაცხოვარი წარმოუდგა და ტკბილი ხმით ჰკითხა: "რა გჭირს, კაცო, რატომ ტირი ასე მწარედ?" "დავეცი, უფალო!" - მიუგო ბერმა. "მაშ, წამოდექი!" - უთხრა უფალმა. "არ ძალმიძს, უფალო! - შესჩივლა ბერმა, - უკეთუ არ მომცე ხელი შენი წმინდა". მაცხოვარმა ხელი გაუწოდა და წამოაყენა, მაგრამ ის მაინც ტიროდა. "ახლა რაღად მწუხარებ?" - შეეკითხა უფალი. "როგორ არ ვიტირო, ღმერთო, როცა მრავალგზის შეგაწუხეო!" - შეჰღაღადა ბერმა. მაშინ მაცხოვარმა თავზე დაადო ხელი, დალოცა და უთხრა: "ნუღარ იტირებ, რამეთუ მე შეგეწევი შენ. აწ, ვინაიდან მწუხარე ხარ ჩემი შიშისთვის, შენ გამო აღარა ვწუხვარ. განა არ იცი, რომ ჩემ მიერ შექმნილთათვის გავწირე თავი ჩემი და სისხლი ჩემი? როგორ არ მეყვარება მონანული სული?!"

ბორჯომში,არდაგნის დასახლებაში, წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში, 7 აპრილს ,17:00 სთ ჩატარდება შვიდგზის ზეთისცხება.🤍🤍
03/04/2023

ბორჯომში,არდაგნის დასახლებაში, წმ. თამარ მეფის სახელობის ტაძარში,
7 აპრილს ,17:00 სთ ჩატარდება შვიდგზის ზეთისცხება.🤍🤍

26/02/2023

დღეს შეუნდობელი არავინ უნდა დარჩეს.
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ვინმესთვის წყენა ან გულისტკივილი არ მიეყენებინოს.
წმიდა პავლე მოციქული ამბობდა, რომ ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა.
მართლაც, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს ცოდვის ჩადენა არ სურს, მაგრამ მაინც სჩადის და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა სწორედ ის ადამიანი გვაწყენინებს, რომლისთვისაც სიკეთის მეტი არა გაგვიკეთებია რა.
მართალია, ძნელია შენდობა მისი, მაგრამ ქრისტიანმა უნდა შეძლოს და ამის სულიერი ძალა მოიპოვოს. რა თქმა უნდა, შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს.
ნუ დაელოდებით სხვის მოსვლას თქვენთან პატიების სათხოვნელად. თქვენ თვითონ მიდით მათთან, თაყვანი ეცით და შენდობა ითხოვეთ.
შეიძლება მათ არც შეგინდონ, მაგრამ მთავარი ხომ უფალია, რომელიც თქვენს ყოველ საქმეს ხედავს და რომელიც თქვენზე წყალობას მოიღებს“
პატრიარქი ილია მეორე

ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნო რჩება, თითქოს ეს ყ...
23/02/2023

ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნო რჩება, თითქოს ეს ყველადერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე.

საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულ...
21/02/2023

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით .დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე

ახლა ისეთი დროა, რომ ვიცით ბევრი ლოცვა, მაგრამ ვლოცულობთ ცოტას. ვჭამთ სამარხვო საჭმელს, მაგრამ არ ვმარხულობთ. ვაგროვებთ ...
19/02/2023

ახლა ისეთი დროა, რომ ვიცით ბევრი ლოცვა, მაგრამ ვლოცულობთ ცოტას. ვჭამთ სამარხვო საჭმელს, მაგრამ არ ვმარხულობთ. ვაგროვებთ ცნობებს სულიერ ცხოვრებაზე, მისი გამოცდილება კი არ გვაქვს. ვაღიარებთ ცოდვებს, მაგრამ სინანული არ გვაქვს. დავდივართ ეკლესიაში, ვესწრებით ღვთისმსახურებებს, მაგრამ სული არ მდაბლდება შემოქმედის წინაშე. ეს ყველაფერი კი იქედანაა, რომ გულია დახურული. ის უნდა გაიხსნას, რომ შეუშვას ქრისტე.

წმ. პაისი ათონელი

ფოტო :

მამა გაბრიელ, ეს თავის ქალა როგორ მოხდა თქვენთან, რისთვის გინდათ?- ეკლესიის საძირკველს თხრიდნენ გასამაგრებლად, მუშებმა ი...
18/02/2023

მამა გაბრიელ, ეს თავის ქალა როგორ მოხდა თქვენთან, რისთვის გინდათ?
- ეკლესიის საძირკველს თხრიდნენ გასამაგრებლად, მუშებმა იქ ნახეს და მომიტანეს, იცოდნენ, რომ ძალიან მჭირდებოდა, მარად სიკვდილის მოსაგონებლად. ადამიანი რომ სიკვდილზე ფიქრობს, ის ცოდვას არ ჩაიდენს.

“თუნდაც ყველა მღვდელმა, მღვდელმთავარმა, პატრიარქმა და მთელმა სამყარომ შეგინდოს და გაპატიოს, შენდობილი მაინც არ იქნები, თ...
18/02/2023

“თუნდაც ყველა მღვდელმა, მღვდელმთავარმა, პატრიარქმა და მთელმა სამყარომ შეგინდოს და გაპატიოს, შენდობილი მაინც არ იქნები, თუ საქმით არ შეინანებ“. ანუ თუ ცოდვას არ განვეშორებით და ცხოვრებას არ შევიცვლით, ჩვენი სინანული ჭეშმარიტი ვერ იქნება.

წმიდა მღვდელმოწამე კოზმა

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ ...
15/02/2023

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.❣️❣️

22/01/2023

განსაკუთრებული მოძღვარი!🤍

❤️
29/09/2022

❤️

⛪️მიტროპოლიტი დანიელი ბოდბის დედათა მონასტერს სტუმრობდა❣️
ფოტოზე: იღუმენია თეოდორა მახვილაძე(მონასტრის წინამძღვარი), დეკანოზი იოანე ხეცურიანი,
მონაზონი ელენე ნაფეტვარიძე და მონასტრიის დედები🤍

სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე.🧡🧡სიყვარულით და ერთობით 😊
09/08/2022

სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე.🧡🧡
სიყვარულით და ერთობით 😊

Address

Tbilisi

Telephone

+995595715025

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარადისობა ქრისტეშია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to მარადისობა ქრისტეშია:

Share