07/03/2015
:)
არ მინდა როდესაც დავბერდები ქუჩაში ვიწვე და ძაღლების საჯიჯგნი გავხდე. მინდა შენს მკლავებში ამომხდეს სული და შენ გამაცილო ამქვეყნიერებიდან. არ მსურს რომ უპატრონო სასაფლაოზე დამმარხონ
რადგან ჩემი სული ულამაზესი გრძნობებით არის მორთული.
ეს ულამაზესი გრძნობები კი შენ მაჩუქე რომელსაც მუდამ გაუფრთხილდები და გულში ჩავიკრავ, ისე აი ზუსტად შენ რომ გიკრავ ხოლმე. გახსოვს? ბავშვებივით რომ ვიცინოდით და შემდეგ რომ ვჩხუბობდით? გახსოვს 1 საათი რომ არველაპარაკებოდით ერთმანეთს და შემდეგ უერთმანეთოდ რომ ვერ ვძლებდით? გახსოვს ჩვენი პირველი სიყვარულის ახნა ერთმანეთის მიმართ?
მე რა დამავიწყებს ამ გასაოცარ წუთებს წამებს და დღეებს!
ავტორი
ი.ფიცხელაური