abesadzeebi

abesadzeebi Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from abesadzeebi, Religious organisation, Tbilisi.

17/10/2014

გამარჯობათ მეგვარეებო, ამჯერად პირველად გწერთ პირადი ინტერესის გამო, თამარი ვარ აბესაძე, ძალიან მჭირდება რაიმე სახის სამსახური, იქნებ ვინმეს შეგეძლოთ ჩემი დახმარება ან დასაქმება:) მადლობა წინასწარ

03/06/2013

ყველას მინდა გთხოვოთ, ვინც გადაიღეთ ფოტოები, გთხოვთ განათავსოთ აბესაძეების გვერდზე ან მონიშნოთ ფოტოზე Abesadzeebi Abesadze , ყველა ვინც საკუთარ თავს ნახავთ ფოტოებზე მოინიშნეთ, პატივისცემით Tako Abesadze

03/06/2013

მეგვარეებო გილოცავთ!!!! კვირას 2 ივნისს პატრიარქმა დალოცა აბესაძეების გვარი, ყველაფერმა ძალიან კარგად და წარმატებულად ჩაიარა. დიდი მადლობა მათ ვინ შეძლო და მობრძანდა და მათ ვინც მოსვლა ვერ მოახერხა, თუმცა დარწმუნებული ვარ სულით და გულით იქ იყო. ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ, უფალი გვფარავდეს მთელ გვარს!

29/05/2013

ძალიან გთხოვთ, ყველას ვისაც შეგიძლიათ და ხელი მიგიწვდებათ არამარტო თბილისში, მთელ საქართველოში მცხოვრებ აბესაძებთან გაავრცელეთ ინფორმაცია გვარის დალოცვის თარიღთან დაკავშირებით

29/05/2013

გამარჯობათ აბესაძეებოო, შეგახსენებთ და გატყობინებთ რომ გვარის დალოცვა არის 2 ივნისს, შემდეგ კვირა დღეს. ვიკრიბებით სამების საკათედრო ტაძრში 11 -ის ნახევრისთვის. საგვარეულო ხატი დაიწერა, ასევე მზადააა გერბის რეპროდუქციაც. გელოდებით, ვიმედოვნებ ამ საქმის დასკვნით ნაწილში მაინც შევიკრიბებით იმ რაოდენობით როგორც გვარს შეეფერება. დალოცვის შემდეგ იგეგმება აღნიშვნითი ხასიათის სუფრა, ვისაც სურვილი ექნება თან იქონიოს გარკვეული რაოდენობის თანხა. გელოდებით აბესაძეებო!!!!!!! სხვა ინფორმაციებისთვის დამიკავშირდით 555 72 16 36 თაკო, ან მომწერეთ პირად facebook-ში Tako Abesadze

21/02/2013

გამარჯობათ! მინდა გაგაცნოთ რამდენიმე ინფორმაცია გვარის დალოცვისთვის მოსამზადებელი საკითხების შესახებ... დავუკავშირდით ოთარ აბესაძის ოჯახს, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა საგვარეულო შეკრებებს 2003 წელში. გვქონდა ინფორმაცია, რომ ოჯახში ინახებოდა საგვარეულო გერბი, მე( თამარ აბესაძე) და ლექსო აბესაძე მივედით ოჯახში და ვესაუბრეთ, ოთარ აბესაძის შვილს, ბატონ მერაბს. გაირკვა, რომ გერბი, რომელიც არის ოჯახში არაა ისტორიული და შემნილია ბატონი მერაბის მიერ, რომელიც პროფესიით არქიტექტორია. ბატონ მერაბს ეკუთვნის ასევე დროშაც, რომელთა ფოტოებიც რამდენიმე წუთში აიტვირთება გვერდზე... ყველას შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი აზრი, რომელთა შეჯერების შემდეგაც ბატონი მერაბი დაამზადებს გერბს. რაც შეეხება გვარის დალოცვის თარიღს, ნოემბრის ჩათვლით, ჩვენზე ადრე დაფუძვნებულმა გვარებმა დაიკავეს რიგები, სიაში ჩაწერა განახლდება სექტემბრიდან... და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია თანხებთან, გთხოვთ ყველამ შეიტანოთ თქვენი წვლილი ამ საქმეში. საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში კერძო პირის, თამარ აბესაძის, სახელზე მანამ სანამ, საჯარო რეესტრში დავრეგისტრირდებით და გაიხნება ანგარიში გვარის სახელზე... ჩარიცხვები იწყება სიმბოლური თანხიდან, 1 ლარიდან ზემოთ... მადლობთ
აბესაძეების გვარის დალოცვა
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000622527200
ბანკის კოდი: BAGAGE22...

21/02/2013

გამარჯობათ აბესაძეებო!! გაგაცნობთ შემდეგ ინფორმაციას:მოგეხსენებათ ჩვენი გვარის ფუძე სოფელ მუხურაშია. მინდა შემოგთავაზოთ, ჩვენი მეგვარის, რევაზ აბესაძის მიერ დაწერილი წიგნი სახელწოდებით "სოფელ მუხურის მოკლე ისტორია", რომელიც მოიცავს ჩვენი სოფლის მატიანეს, ინფორმაციას სოფლის გამოჩენილ და თავდადებულ გმირებზე, წიგნიდან შეიტყობთ ჩვენი გვარის, მეგვარეების შესახებ, და ა.შ. აქვეა მეორე წიგნი" გმირი და გარემო" ასევე ჩვენი მეგვარის ბატონ მიხელ აბესაძის ავტორობით, რომელშიც განხილულია შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" და აკაკი წერეთელის "თორნიკე ერისთავის" გმირთა მოქმედების გარემომცველი სამყარო, როგორც ბუნების, ისე ისტორიულ ასპექტში. ვფიქრობ, თოთოეული აბესაძე უნდა დაინტერესდეს ამ წიგნებით, რათ იცოდეს, თუ საიდან მოდის, ვინ არის, რა ფუძეზე დგას. ორივე წიგნის ფასი 10 ლარია, ცალ-ცალკე 5- 5 ლარი, ყოველი შეძენილი წიგნიდან 1 ლარი გადაირიცხება გვარის ფონდში და მოხმარდება გვარის დალოცვისთვის საჭირო საქმეს...
წიგნების შეძენის თაობაზე დამიკავშირდით 555 72 16 36 თამარი
ველოდები აბესაძეების აქტიურობას
მადლობა ყურადღებისთვის

21/02/2013

მოგესალმებით, მათთვის ვინც ეს ინფორმაცია არაა ცნობილი: ჩვენი გვარის კურთხევა არის 2 ივნისს ეს საბოლოო და გადაწყვეტილი თარიღია, ბანკის ანგარიში უცვლელია, იმისთვის რომ გვარის კურთხევა გვარის შესაფერისად ჩატარდეს საჭიროა მეგვარეების შემოწირებულობები, გთხოვთ გააქტიურდეთ შესაძლებლობის ფარგლებში, დამატებითი კითხვებისთვის მომმართეთ Tako Abesadze 555 72 16 36

08/11/2012

მოგესალმებით, გაცნობებთ რომ გადაწყდა გვარის კურთხევის თარიღი. აბესაძეების გავრის დალოცვა იქნება 2 ივნიისს, სამწუხაროდ ამ დრომდე სიები უკვე შევსილია

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when abesadzeebi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to abesadzeebi:

Share