ყოვლადწმიდა სამების ლავრა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ყოვლადწმიდა სამების ლავრა

ყოვლადწმიდა სამების ლავრა საეკლესიო ინფორმაციული გვერდი.

დელეგატების საყურადღებოდ..გთხოვთ გაითვალისწინეთ
09/05/2026

დელეგატების საყურადღებოდ..
გთხოვთ გაითვალისწინეთ

🔸შაბათს, 7 თებერვალს  საღამოს ლოცვა 🕔17:00 სთ-ზე.🔸კვირას, 8 თებერვალს დილით წირვა 🕙10:00 სთ-ზე.უძღები შვილის კვირასახელი...
06/02/2026

🔸შაბათს, 7 თებერვალს საღამოს ლოცვა 🕔17:00 სთ-ზე.

🔸კვირას, 8 თებერვალს დილით წირვა 🕙10:00 სთ-ზე.

უძღები შვილის კვირა

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
დღევანდელ კვირას უძღები შვილის კვირიაკე ეწოდება. დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება, სადაც ვკითხულობთ, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი. უმცროსმა შვილმა თავისი წილი მოითხოვა და უცხო ქვეყანაში წავიდა. იქ თავისუფალ ცხოვრებას მიჰყვა. მთელი ქონება გაანიავა. იმ ქვეყანაში დიდი შიმშილი იყო. ის საჭმელიც კი ენატრებოდა, რომელსაც პირუტყვს აჭმევდნენ. ამ დროს იფიქრა – წავალ და ვეტყვი მამას: „მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, რამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი“(ლუკა 15:11-32). მამა ელოდებოდა თავის შვილს, დაინახა შორიდან, გაეგება მას და მოეხვია.
ეს იგავი თითქოს თანამედროვე ადამიანებზეა, თითქოს ჩვენზეა. დღეს ჩვენი ხალხი მრავალი პრობლემის წინაშეა – განსაკუთრებით ახალგაზრდობა. ეს იგავი არის მაცნე სინანულისა, მაგრამ ამავე დროს არის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მამას განუდგნენ, ისევ დაბრუნდებიან მამასთან და მამა სიყვარულით მიიღებს მათ. ინებოს უფალმა, რომ ეს მალე მოხდეს.
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
28 თებერვალი 2016 წელი

Address

Sameba
Tbilisi
0103

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ყოვლადწმიდა სამების ლავრა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to ყოვლადწმიდა სამების ლავრა:

Shortcuts

Share