თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესია გლდანის V-VI მ/რ შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძრის საძირკველი 2006 წელს იკურთხა.
ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობს დეკანოზი დავითი (დათუაშვილი).
პირველ ეტაპზე მცირე ერთნავიანი ბაზილიკა აიგო. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარმა, როგორც მშენებარე ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.
2011 წლის 25 დეკემბერს ტაძარში პირველი წირვა აღევლინა.
პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დიდი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიის აშენება იგეგმება. ამასთანავე, ტაძრის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს საეკლესიო ხელოვნების სკოლა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდები სულიერებას აიმაღლებენ და თან კონკრეტულ პროფესიას დაეუფლებიან.
თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურები:
წინამძღვარი – დეკანოზი დავით დათუაშვილი
დეკანოზი გიორგი თიკანაშვილი