ივერიელნი • Iverielni

ივერიელნი • Iverielni არასამთავრობო ორგანიზაცია - ივერიელნი შემეცნებითი პროგრამები;
საქველმოქმედო და ეთნოკულტურული ღონისძიებები.

🙏შენ, მისტიურო ქალწულო, ქართველთა დედაო, კეთილთა ხეთაგან გამოღებულო ნაყოფო, როგორ გვჭირდები დღეს შენი შეწევნით და შუამდგ...
01/06/2025

🙏შენ, მისტიურო ქალწულო, ქართველთა დედაო, კეთილთა ხეთაგან გამოღებულო ნაყოფო, როგორ გვჭირდები დღეს შენი შეწევნით და შუამდგომლობით ღვთისმშობელთან!

დღეს, თითქოს უფრო მეტადაც კი ვართ კერპთაყვანისმცემლები, ვიდრე ოდესმე...
ცუდის წყურვილითა და ურთიერთშუღლით გარე მტრებსაც კი ვაჯობეთ.

გვიშველე, წმინდაო ნინო, ღვთისმშობლის მონაცვლევ და მოციქულთა სწორო!
შენი ლოცვით კვლავ შემუსრე საკერპოს ზღუდენი,
აგვიხილე თვალნი და გვასწავლე სიყვარული — ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი სიყვარული. ❤️

22/03/2025

ბებერი ფუტკრები საღამოს არ ბრუნდებიან სკაში... ისინი ღამეს ატარებენ ყვავილებზე და თუ მოესწრებიან კიდევ ერთ მზის ამოსვლას, უბრუნდებიან სამსახურს სკაში მტვრის ან ნექტრის მიტანით. არც ერთი ბებერი ფუტკარი არ რჩება სკაში, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, სხვებისთვის ტვირთი არ იყოს. 🐝🐝🐝
• ფუტკრებს, როგორც ყველა მწერს, აქვთ ცივი სისხლი, მაგრამ სკაში ერთმანეთთან ჩახუტებულები ისინი ქმნიან თბილ მეგაორგანიზმს. 🐝🐝🐝
• არის ფუტკარი, რომელიც აგროვებს მტვერს და ფუტკარი, რომელიც აგროვებს ნექტარს. მტვრის შემგროვებელი ფუტკარი არასოდეს შეცვლის თავის ამოცანას ნექტრის შეგროვებით და პირიქით. 🐝🐝🐝
• მიუხედავად იმისა, რომ დენდელიონი ყვითელია, ფუტკრების მიერ შეგროვებული მტვერი ნარინჯისფერდება სპეციალურ ავზში, სადაც მას ნექტარს ურევენ. 🐝🐝🐝
• ზამთარში ფუტკრის კოლონიის სიცოცხლის შენარჩუნების რეკორდი იყო 356 დღე გამწმენდი ფრენების გარეშე. 🐝🐝🐝
• ფუტკარი შეიძლება გამოადგეს ადამიანს სიკვდილის შემდეგაც – მათ კომპრესის სახით იყენებენ სახსრების ტკივილის სამკურნალოდ. 🐝🐝🐝
• ფუტკრებს არასოდეს სძინავთ. მადლობა პატარა მშრომელებს!!! 🐝❤

02/02/2025

🐟 "ჩვენ მოვედით ეკლესიაში არა კარგი, პატიოსანი, კეთილი და სამართლიანი ეპისკოპოსების გამო, არამედ სულიწმიდის მადლისთვის , სიცოცხლის იმ წყაროსთვის, რომელიც ეკლესიურ საიდუმლოებათა გზით გვაძლევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ სულიწმინდით და ვიშვათ ცხონებისათვის. ეკლესია იქაა, სადაც სულიწმინდა გვაძლევს მადლისმიერ ნიჭს - და მისგან გამოყოფა არის უდუდესი ცოდვა ცოდვათა შორის."

არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე

"დღეს ღმერთი ქვეყანასა ზედა მოვალს, რათა კაცი ცათა შინა აღიყვანოს"
07/01/2025

"დღეს ღმერთი ქვეყანასა ზედა მოვალს, რათა კაცი ცათა შინა აღიყვანოს"

06/01/2025

გთხოვთ, თქვენს პირად ლოცვებში მოიხსენიოთ სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვები:
⚫️ანა-მარია
⚫️ ემილია
⚫️ ნია
⚫️ ელენე
⚫️ სოფია
უფალმა შეიწყალოს მათი უმანკო სულები...

21/12/2024

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş s*x shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyone...

23/11/2024

''შეკითხვა: ვის შეიძლება ეწოდოს გონიერი?
პასუხი: მხოლოდ მას, ვინც ნამდვილად გაიაზრა, რომ არსებობს ამქვეყნიური სიცოცხლის ზღვარი, რადგან მხოლოდ ასეთი შეძლებს ზღვარი დაუდოს სიბრიყვეთა და შეცოდებათა თვისთა.''

წმ.ისააკ ასური

"შობა შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, სამყაროული სიხარულია, რამეთუ შენგანაღმობრწყინდა მზე სიმართლისა _ ქრისტე ღმერთი ჩვენი, ...
21/09/2024

"შობა შენი, ღვთისმშობელო ქალწულო, სამყაროული სიხარულია, რამეთუ შენგან
აღმობრწყინდა მზე სიმართლისა _ ქრისტე ღმერთი ჩვენი, წყევა განაქარვა, გვაკურთხა,
სიკვდილი დათრგუნა და საუკუნო ცხოვრება მოგვმადლა. გიხაროდენ ახალო ნათებავ ადამიანის
ცხონებისა, მადლის დილავ, ცოდვის დაისო; გიხაროდენ გონებრივი მზის პირველო
ციალო, ბედნიერი დღის პირველშობილო სხივო, ღვთაების პირველო ქმნილებავ.
გიხაროდენ სიწმინდის უმწიკვლო სარკევ, სრულყოფილების დაფარულო სახევ,
ქალწულების სრულო იდეალო, ღვთაებრივი ყოვლადძლიერების მამხიარულებელო
გამოვლინებაო, გიხაროდენ პატრიარქთა სასურველო იმედო, წინასწარმეტყველებათა
აღსრულებავ, ადამიანთა საერთო სასოებავ, გიხაროდენ მშობელთა წლოვანების ცივ
თოვლში ვარდივით აღმოცენებულო, უნაყოფო წიაღიდან შობილო, ვინც ნეტარების ნათელი იმაზე უწინ იხილე, ვიდრე ნათელი მზისა. შენ სულით ზეცის ბინადარი იმაზე
ადრე გახდი, ვიდრე სხეულით _ მიწისა, შენ დაუსაბამო მამის ასული უფრო ადრე იყავ,
ვიდრე ასული იოაკიმესი და ანასი; ვიდრე მიწაზე ფეხს დაადგამდი, შხამის მფრქვეველი
გველის თავი გასრისე. გიხაროდენ, შენ, დედის მრავალწლიანი უნაყოფობის შემდგომ
სასწაულებრივად ჩასახულო, ნიჟარაში მარგალიტივით გაბრწყინებულო. შენ, ზეციური
სათნოების ყვავილებით მორთული, დილასავით იბადები, ღვთაებრივი მადლის სხივების
გვირგვინით შემკული, იზრდები და დედათაგან შობილთა შორის ცხოვრობ ვითარცა
ფენიქსი _ ერთადერთი საოცრება ბუნებისა."
ილია მინიატისი

Address

საქართველო
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ივერიელნი • Iverielni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to ივერიელნი • Iverielni:

Share