16/08/2026
🔸 10–15 აგვისტოს, სამხრეთის დეკანატის ახალგაზრდული ბანაკი ურეკში გაიმართა.
🔸 ბანაკში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები ვალის, არლის, უდის, ხიზაბავრისა და ახალციხის კათოლიკური სამრევლოებიდან.
🔸 12 აგვისტოს ახალგაზრდებს საინტერესო და პრაქტიკული შეხვედრა ჰქონდათ catholic.ge-ს ჯგუფთან. საუბრის მთავარი თემა იყო ციფრულ სივრცეში ქრისტიანის პასუხისმგებლობა, რას ვაზიარებთ სოციალურ ქსელებში, როგორ ვქმნით შინაარსს და რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ჩვენი აქტივობა სხვებზე. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოცადეს და მოკლე ვიდეოებიც გადაიღეს 5 კადრის პრინციპით.
🔸 ახალგაზრდებისთვის საინტერესო შეხვედრა ჩაატარა ასევე Inner Georgia-მ, სადაც საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა აივ/შიდსი, ნარკოტიკები და ნიკოტინი, დამოკიდებულებები და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
🔸 ბანაკის დღეები კიდევ არაერთ საინტერესო შეხვედრას, გასართობ საღამოსა და გასვლით აქტივობას მოიცავდა.
🔸ბანაკს ხელმძღვანელობდა მამა დარიუშ კომასოვსკი, რომელიც ყოველდღიურად ატარებდა სხვადასხვა სულიერ შეხვედრას, რათა ახალგაზრდებს არა მხოლოდ ფიზიკურად დაესვენათ, არამედ ეს დასვენება ღმერთთან ერთად გაეტარებინათ, ხოლო მას საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრი ეხმარებოდა. ❤️