ვაკის სამების ტაძრის გუნდი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვაკის სამების ტაძრის გუნდი

ვაკის სამების ტაძრის გუნდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ვაკის სამების ტაძრის გუნდი, Christian church, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37, Tbilisi.

23/03/2022
გილოცავთ ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს.  ექვთიმე(ესტატე) კერესელიძეს განსაკუთრებული ღვაწლი აქვს გაწეული ქართული გალო...
02/02/2022

გილოცავთ ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს.
ექვთიმე(ესტატე) კერესელიძეს განსაკუთრებული ღვაწლი აქვს გაწეული ქართული გალობის აღდგენა შენარჩუნების საქმეში. იხილეთ ფილმი

ფილმში აღწერილია თუ როგორ გადაურჩა ქართულისაგალობლები დაკარგვასა და განადგურებას, რომლის გადარჩენის საქმეში .....

21/01/2022

მეგობრებო ეს არის ჩვენი ტაძრის ახალი ოფიციალური გვერდი
სადაც
დაიდება ჩვენი ეკლესიის შესახებ სიახლეები...

https://www.facebook.com/ვაკის-წმინდა-სამების-ეკლესია-104945502094818/

ქრისტიანული ეკლესია

Christian Church

христианская церковь

21/11/2018

ლოცვა, გინა ვედრება სახეა სიგლახაკისა და სისაწყლისა, რამეთუ არა აქვს იგი, რასაცა ითხოვ და ყოველი მთხოვნელი საწყალია, რომლითა მომცემელსა ევედრების. მაშ, სიმდაბლით და სისაწყლით წარსდეგ, ვითარცა მეზვერე, თორემ სილაღით და დაუმდაბლებელის გულით ვერ მიიღებ სათხოვარსა, რომლისათვის უნდა მოიძიო შენი შინაგანი საუნჯე, სადაცა ურიცხვი ვნებანი ბუდობენ, რომლითა ტყვე-სული შენი მუნ ტანჯულ არს და მუნით-გამო სიღრმითა გულისათა აღმოიოხრე და ღაღადჰყავ მხსნელისადმი, რათა აღმოიყვანოს სული შენი ვნებათა საპყრობილით და მაშინ შეიწირვის ლოცვა შენი ზენასა მას სამსხვერპლოსა, რამეთუ მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი. თვინიერ ამისა არა სთნდეს მეუფესა გარეგანი მსხვერპლი შენი.

ღირსი ალექსი(შუშანია)

ინტერვიუ ვატოპედის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ეფრემთან, თანამედროვე ადამიანისთვის აქტუალურ თემებზე, იქნებ ათონის მ...
04/08/2018

ინტერვიუ ვატოპედის მონასტრის წინამძღვარ არქიმანდრიტ ეფრემთან, თანამედროვე ადამიანისთვის აქტუალურ თემებზე, იქნებ ათონის მთის მონასტრის წინამძღვრის მაინც ვისმინოთ ☹️

ინტერვიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე

26/07/2018

"15რამეთუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისაჲ, რაჲთამცა კუალად გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისაჲ, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო!

16იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.

17ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.

18რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.

19რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა მას შვილთა ღმრთისათა მოელის,

20რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა, სასოებით.

21რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა.

22უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე.

23არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,

24რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?

25ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.

26ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.

27ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.

28ესე უწყით, რამეთუ ღმრთის მოყუარეთა ყოველივე განემარჯუების კეთილად, რომელნი-იგი ბრძანებით ჩინებულ არიან.

29რამეთუ რომელნი-იგი წინაწარ იცნნა, წინაწარცა განაჩინნა თანა-მსგავსად ხატისა მის ძისა თჳსისა, რაჲთა იყოს იგი პირმშო მრავალთა შორის ძმათა;

30ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.

31რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?

32რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?

33ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ.

34და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲს-ღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს.

35ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს:

36რამეთუ შენთჳს მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი.

37არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,

38რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,

39არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა."

Address

ი. ჭავჭავაძის გამზ. 37
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვაკის სამების ტაძრის გუნდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share