ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, Christian church, Tbilisi.

ისტორია: თავდაპირველად აშენდა მე-13 საუკუნეში დემეტრე თავდადებულის დროს. ხელმეორედ იკურთხა 1997 წლის 6 აპრილს, ლაზარეს შაბათს, როდესაც იხსენიება „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. აკურთხა ამბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ).
ქტიტორები არიან რომან გვენცაძე და თემურ კვარაცხელია. არქიტექტორი - ტარიელ კიპაროიძე, კონსტრუქტორი - ზურა ვახტანგაძე.

არქიტექტურა: ჯვარ-გუმბათოვანი. დაახლოებით იმეორებს მეტეხის არქიტექტურას, ახასიათებს უფრო გვიანდელი დახვეწილი სტილი. აქვე იწყება მეფის სასახლის აღდგენა, რომლის პირველი სართული შენარჩუნებულია. დასასრულებელია გალავანი, საიდუმლო გვირაბები, ციხე-კოშკები.

ხატები: ტაძარში ძირითადად ახლად დაწერილი ხატებია, თუმცა არის 18-19 საუკუნის ხატებიც. ტაძარი მოხატეს დავით ხიდაშელმა და ლადო თევდორაძემ.

წინასწარმეტყველი მიქია (VIII ს. ქრისტეს შობამდე) წინასწარმეტყველი მიქია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომი...
25/08/2026

წინასწარმეტყველი მიქია (VIII ს. ქრისტეს შობამდე)

წინასწარმეტყველი მიქია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი, იუდას ტომიდან იყო. იგი იერუსალიმის სამხრეთით, ქალაქ მორათში დაიბადა, რის გამოც მორათელს უწოდებენ. წინასწარმეტყველური მსახურება ნეტარმა ქრისტეს შობამდე 778 წელს დაიწყო და ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა. მისი მხილებანი და წინასწარმეტყველებანი ეხებოდა როგორც იუდეას, ისე ისრაელსაც. წმიდანმა წინასწარ განჭვრიტა ის უბედურებანი, რომელიც დაატყდებოდა თავს ისრაელის სამეფოს მისი დანგრევის შემდეგ და იუდეას - ასურეთის მეფის, სენაქერიმის თავდასხმის ჟამს. მიქიას ეკუთვნის წინასწარმეტყველება მაცხოვრის შობის შესახებ. ნეტარის ნაწილები ქრისტეს აქეთ IV საუკუნეში იქნა აღმოყვანებული ბარათსატიაში, მას შემდეგ, რაც უფალმა ელეფთეროპოლელ ეპისკოპოს ზევინს სასწაულებრივ ხილვაში განუცხადა წინასწარმეტყველის განსასვენებელი.

წმინდა დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
25/08/2026

წმინდა დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

მოგმართავთ თხოვნით ბავშვი არი შშმ პირი ესაჭიროეა მედიკამენტები რომლებიც საქართველოს აფთიაქებში არ არი და გვიწევს საიტები...
25/08/2026

მოგმართავთ თხოვნით ბავშვი არი შშმ პირი ესაჭიროეა მედიკამენტები რომლებიც საქართველოს აფთიაქებში არ არი და გვიწევს საიტებიდან გამოწერა რისი საშუელებაც არ გვაქ..გთხოვთ დაგვეხმაროთ, ბავშვი არი შვიდი წლის სამი ოპერაცია გადაიტანა სხვდასხვა გართულებების გამო..ორი თვის წინ სიმსივნური გამონაზარდი დაუდგინდა ოპერაცია გაუკეთეთ
60001040267თ.ხ.

26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. შეგვეწიოს მისი ლოცვის მადლი სრულიად საქართველოს . ამინ
25/08/2026

26 აგვისტოს მამა გაბრიელის დაბადების დღეა. შეგვეწიოს მისი ლოცვის მადლი სრულიად საქართველოს . ამინ

ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებს, რადგანაც სიხარული და მრისხანება ვნების არსია. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ღვთაება კა...
25/08/2026

ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებს, რადგანაც სიხარული და მრისხანება ვნების არსია. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ ღვთაება კარგად ან ცუდად გრძნობს თავს ადამიანების საქმეთა გამოისობით. ღმერთი სიკეთეა და მხოლოდ სიკეთეს სჩადის. ვნებით კი არავის ვნებს, რადგანაც იგი უცვლელია მარად.
ჩვენ კი, როცა კეთილი ვართ, ღმერთთან ურთიერთობას ვამყარებთ მისი მსგავსებით, ხოლო თუ გავბოროტდით, ღმერთს ვშორდებით, რადგანაც იგი ბოროტი არაა. თუკი ზნეობრივად ვცხოვრობთ, ღვთიურნი ვხდებით, ხოლო თუ ბოროტი გვძლევს, მას ვშორდებით და ვემიჯნებით. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იგი განრისხდა ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები საშუალებას არ აძლევენ ღმერთს განათდეს ჩვენში, და გვაერთიანებს დემონებთან, მწვალებლებთან. თუკი შემდეგ ლოცვითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა მიტევებას მოვიპოვებთ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთი მოვთაფლეთ ან შევცვალეთ, არამედ ასეთი ქმედებებითა და მიმართვებით ღვთისადმი ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და კვლავ ღირსნი ვხდებით ღვთის წყალობისა. ასე რომ თუკი ვიტყვით “ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტებისაგან” იგივეა, რომ ვთქვათ :”მზე ეფარება მხედველობამოკლებულებს”.

წმ.ანტონი დიდი.

წმიდა მოწამენი: პამფილე და კაპიტონი12 (25) აგვისტოწმიდა მოწამენი: პამფილე და კაპიტონი, კონსტანტინეპოლის მახლობლად, ოლიბრ...
25/08/2026

წმიდა მოწამენი: პამფილე და კაპიტონი

12 (25) აგვისტო

წმიდა მოწამენი: პამფილე და კაპიტონი, კონსტანტინეპოლის მახლობლად, ოლიბრიაში აღესრულნენ ქრისტეს აღსარებისათვის. მტარვალებმა მათ თავები მოჰკვეთეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

წმიდა მოწამენი: ფოტიოსი, ანიკიტე და მრავალნი მათ თანა (+305-306)12 (25) აგვისტოწმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე ნიკომიდ...
25/08/2026

წმიდა მოწამენი: ფოტიოსი, ანიკიტე და მრავალნი მათ თანა (+305-306)

12 (25) აგვისტო

წმიდა მოწამენი ფოტიოსი და ანიკიტე ნიკომიდიაში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა ანიკიტეს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა იმპერატორის კარზე. მან უშიშრად ამხილა დიოკლეტიანე უსჯულოებასა და უდანაშაულო ქრისტიანთა დაუნდობელ ხოცვა-ჟლეტაში, რის გამოც განრისხებულმა თვითმპყრობელმა ნეტარი სასტიკად აწამებინა. შემდეგ ბრძანა, წმიდანი მხეცებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ლომი თვინიერად მიეახლა მას და ალერსი დაუწყო. უეცრად ძლიერად შეირყა მიწა, ჰერკულესის საკერპო დაიმსხვრა, ქალაქის გალავნის ნაწილიც ჩამოინგრა და მრავალი წარმართი მოიყოლა ქვეშ. გააფთრებულმა მტარვალმა წმიდანისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, მაგრამ ჯალათი, რომელმაც მახვილი აღმართა განკარგულების შესასრულებლად, უსულოდ დაეცა. უფლის რჩეულს ურმის თვალზე წამება და ნელ ცეცხლზე წვა დაუწყეს, მაგრამ ბორბალი გაჩერდა და ცეცხლი ჩაქრა; მოწამის ნათესავი, ფოტიოსი მიესალმა ნეტარს, წარმართულ კერპებს კი არარაობა უწოდა. ახალ აღმსარებელზე აღმართულმა მახვილმა თავად ჯალათი განგმირა. მოწამეები საპყრობილეში ჩაყარეს. დიოკლეტიანე სთავაზობდა მათ: „თუ გსურთ მიიღოთ პატივი და სიმდიდრე, თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს!“ ქრისტეს ტარიგებმა უპასუხეს: „პატივი შენი და სიმდიდრე შენ თანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა!“ მაშინ წმიდანები გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და დაუნდობლად ათრიეს ქუჩაში, მაგრამ ღვთის წყალობამ ისინი უვნებლად დაიცვა. ღვთისმოძულე ხელისუფლის ბრძანებით ქრისტეს აღმსარებლების დასაწვავად უზარმაზარი ღუმელი გაამზადეს. როცა უღმრთოებმა იგი გაახურეს, ანიკიტესა და ფოტიოსის მაგალითით გამხნევებული მაცხოვრის მრავალი მსასოებელი შევიდა შიგ სიტყვებით: „ჩვენ ქრისტიანები ვართ!“ ყველა მათგანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ანიკიტესა და ფოტიოსის წმიდა ცხედრებს ცეცხლმა ვერაფერი დააკლო. ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა წარმართმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ეს მოხდა 305 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი (III)12 (25) აგვისტომღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა ...
25/08/2026

მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი (III)

12 (25) აგვისტო

მღვდელმოწამე ალექსანდრე, კომანელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა III საუკუნეში ქალაქ კომანში, ნეოკესარიის მახლობლად. მან საფუძვლიანი განათლება მიიღო - მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, ღრმად განისწავლა საღვთო წერილში. თავისი ღირსებები რომ გამოევლინა, ნეტარი უეჭველად დიდ მიწიერ პატივს მოიხვეჭდა, მაგრამ მან უფლის სიყვარულისათვის სიგლახაკეში სიმდაბლით ცხოვრება ირჩია: ქალაქის მოედანზე ნახშირს ყიდდა და მუდამ გამურული დადიოდა, რის გამოც ბევრი ზიზღით უყურებდა, ბავშვები კი დასცინოდნენ. წმიდანს ქალაქში ყველა „ალექსანდრე მენახშირეს“ ეძახდა. როცა კომანის ეპისკოპოსი გარდაიცვალა, დაქვრივებული ტახტისათვის ნაწილი დიდგვაროვანი მღვდელმსახურის კანდიდატურას ასახელებდა, სხვები განსწავლულს, მჭევრმეტყველებით ცნობილს, ან მდიდარს ანიჭებდნენ უპირატესობას. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა (ხს. 17 ნოემბერს), რომელიც ახალი ეპისკოპოსის ხელდასასხმელად იყო მოწვეული, შეკრებილებს მოაგონა, თუ როგორ გამოარჩია უფალმა სამეფოდ დავით მეფსალმუნე და თქვა, „კაცი ხედავნ პირსა, ხოლო ღმერთი ხედავს გულთა“ (I მეფეთა; 16; 7); ჩვენც გარეგნობაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას და ღვთისგან განმზადებული ვეძიოთ. ეს სიტყვები ზოგიერთებს არ მოეწონათ და ერთმანეთს დაცინვით გადაულაპარაკეს, თუ გარეგნობა და კეთილშობილური წარმოშობა არაფრად ჩავაგდეთ, ეპისკოპოსად ალექსანდრე მენახშირეც გამოდგებაო. მღვდელმთავარმა გრიგოლმა ჩათვალა, რომ ეს სახელი ღვთის განგებულების გარეშე არ იყო ნახსენები და მენახშირის მოყვანა ბრძანა. შეკრებილთა შორის წმიდანის გამოჩენამ საყოველთაო ხარხარი გამოიწვია, ალექსანდრე კი მდაბლად წარდგა ეპისკოპოსის წინაშე და დაცინვისთვის ყურადღება არც მიუქცევია. მღვდელმთავარი გაესაუბრა ნეტარს და ისიც იძულებული შეიქნა, გაემხილა, რომ ადრე ფილოსოფოსი იყო, სიგლახაკე და სიმდაბლე კი ნებსით იტვირთა, ღვთისთვის. მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელმა ალექსანდრე შინ წაიყვანა, მოაწესრიგა და სუფთა სამოსელი ჩააცვა. ტაძარში დაბრუნებულმა, საჯაროდ გამოსცადა უფლის რჩეული: უსვამდა კითხვებს წმიდა წერილიდან, რომლებზედაც ნეტარი განსწავლული და ბრძენი მოძღვარივით პასუხობდა. ალექსანდრეს მადლმოსილებითა და სულის სიგლახაკით გაოცებულმა შეკრებილებმა ერთხმად აირჩიეს იგი ეპისკოპოსად. მეუფე გრიგოლმა ჯერ ხუცესად აკურთხა წმიდანი, შემდეგ კი მღვდელმთავრადაც დაასხა ხელი. ალექსანდრე კომანელი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მისი ქადაგებები მარტივი და ღვთაებრივი სიბრძნით იყო აღსავსე. ნეტარი ფრაზების მშვენიერებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ცდილობდა, მისაწვდომი ენით განემარტა ხალხისათვის ქრისტეს მცნებები.

იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას წმიდა მღვდელმთავარი სასტიკად აწამეს და ცეცხლში შეაგდეს. მღვდელმოწამემ ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზოგიერთი ცნობით, ეპისკოპოსი ალექსანდრე იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს აღესრულა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851)12 (25) აგვისტოღირსი ...
25/08/2026

ღირსი გარეჯელი მოწამენი: გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმეონი და ოთარი (+1851)

12 (25) აგვისტო

ღირსი გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი, სვიმონი და ოთარი დავით-გარეჯის უდაბნოში მოღვაწეობდნენ.

დავით-გარეჯის უდაბნო XVIII-XIX საუკუნეებში ლეკთა მუდმივი შემოსევებისა და რბევის საგნად იქცა. მოთარეშეები ანადგურებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ბერების სენაკებს, იტაცებდნენ ღვთისმსახურებისათვის საჭირო ძვირფას ნივთებს, აწამებდნენ და ხოცავდნენ იქ მოღვაწე მამებს.

1851 წლის ზაფხულში გარეჯის უდაბნოს თავს დაესხა ლეკების დიდი რაზმი. მათ დაარბიეს დავითის ლავრა. „იწყეს ტანჯვად მამათა და ძმათა. პირველად ბერ-დიაკონი ოთარი უჩინოითა მახვილითა აღესრულა, შემდეგ იერო-მონაზონსა გერონტის თავი წარკვეთეს, სერაპიონ იერომონაზონსა უხეთქეს მახვილი თავსა და აღესრულა, გერმანე მწირმონაზონსა განუპეს მუცელი და მერმეთ თავი წარკვეთეს. ბესარიონ მწირმონაზონსა მყის თავი წარკვეთეს. სვიმონ დიაკონი რომელი იყო ჭაბუკი ასაკითა იწყო სილტოლვა და უჩინოითა მახვილითა ტყორცნილმან ვერღარა უძლო სვლად და მერმეთ თავი წარკვეთეს. ხოლო რომელი იყოი მიხაელ დუმილით შეწყნარებული და ფრიად მორჩილი კრებულისა და მონასტრისა, სხვათა უმეტეს სტანჯეს...

შემდეგომად აღსრულებისა მათ ღირსთა მამათა გარდამოხდა ნათელი დიდი და დაადგრა წამებულთა ზედა... ღირს არიან იგინი, შემდგომად ხორცთა გარყვნისა აღმოხმად ძვალთა მათთა და დადებად პირველ წამებულთა ღირსთა მამათა... და დღესასწაული მათი იხსენიებოდეს წლითი წლად. მე უღირსმან დიდისა მონასტრის გაენათისამან ისააკ, რომელი მეცა ტყუედ მყოფი ვიყავ მათ თანა რომელი ვხედავდი თვალითა დავსწერე წამება წმიდათა მამათა უმეტნაკლოდ შემოკლებული ისტორია ესე“, - წერს პლატონ იოსელიანისადმი მიწერილ წერილში ბერმონაზონი ისააკი, რომელიც დაღესტანში წაუყვანიათ უსჯულოებს ტყვეად და შემდეგ გამოუხსნია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პავლეს ძეს.

სამწუხაროდ ბევრი ასეთი ისტორია დარჩა აღუწერელი და ჟამთა სიავემ წარხოცა ბევრი დაწერილი ისტორიაც, დაიკარგა და ძნელად მოგვეპოვება წმიდანების ბიოგრაფიული ცნობები, მაგრამ დიდება ღმერთს ჩვენი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს მის ზეციურ წმიდა წევრებს და მეოხებას ითხოვს მათგან.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ატენის სიონი.
23/08/2026

ატენის სიონი.

Address

Tbilisi

Telephone

275-30-64

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share