თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი

თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გვერდის მიზანია უკეთესად გავაცნოთ ჩვ

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ღვთის შემწეობითა და მრევლის დიდი მონდომებით აშენდა. მისი მშენებლობა 2008 წლის 2 სექტემბერს დაიწყო, ზუსტად 9 თვეში დასრულდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ტაძარი 2009 წლის 29 სექტემბერს ახალ-ციხის, ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აკურთხა.

ღვთის ნებით 2010 წლის 2 ივნისს მთავარი ტაძრის გვერდით საძირკველი ჩაეყარა ახალი ტაძრის მშენებლობას,

რომელიც ნავის სახით დაუკავშირდა მთავარ ტაძარს. მცირე ტაძარი წმ. ნიკოლოზის სახელობისაა და ის 2011 წლის 8 დეკემბერს, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აკურთხა.

ტაძარში მოღვაწეობს სამი სასულიერო პირი: წინამძღვარი დეკანოზი იაკობ უშიკიშვილი, დეკანოზი გიორგი უშიკიშვილი და მღვდელი ლევან ნავროზაშვილი.

🖤☦️✔️ ხვალ 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა - წირვა (ლიტურღია...
24/04/2026

🖤☦️✔️ ხვალ 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა - წირვა (ლიტურღია) დაიწყება 10:00 სთ./ზე ახლად შესვენებული პატრიარქის სახელზე

ვნების შვიდეულის მსახურების ტიპიკონი
07/04/2026

ვნების შვიდეულის მსახურების ტიპიკონი

🕊გ ა ც ნ ო ბ ე ბ ე ბ თ, რომ პირველად ჩვენს ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება ჩატარდა, დიდმარხვის მეორე კვირას,8 მარტს - 16:00 ...
08/03/2026

🕊გ ა ც ნ ო ბ ე ბ ე ბ თ, რომ პირველად ჩვენს ტაძარში შვიდგზის ზეთისცხება ჩატარდა,

დიდმარხვის მეორე კვირას,8 მარტს -
16:00 საათზე,

🕊️ ხ ო ლ ო მ ე ო რ ე დ

ვნების შვიდეულის სამშაბათს(07./04./26) ხარების ბრწყინვალე დღესასწაულზე, ამჯერად 18:00 სთ./ზე , რათა არავინ დარჩეს ამ მადლის გარეშე..

დაწყების წინ აუცილებლად უნდა ჩააწერინოთ თქვენი სახელი (მხოლოდ იმ პირის, ვინც ფიზიკურად ტაძარში იმყოფება და დაესწრება ამ საიდუმლოს აღსრულებას), რათა მოხსენიებულ იქნეთ ზეთის კურთხევის ლოცვებში. ღმერთმა მოგაგოთ ეს ზეთისცხება საკურნებელად სულისა და ხორცისა!

ზეთის კურთხევა

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდჯერ ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლო, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქადაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდნენ ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს: „ უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ ზეთი სახელითა უფლისაჲთა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკ. 2, 1-12).

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფის სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე ადამიანის სულისათვის, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, ზეთის კურთხევისას, გადმოცემით, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. ამის გამო საიდუმლოში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც აღსარება ერთხელ მაინც უთქვამთ.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადსხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

ღმერთმა განგვკურნოს ჩვენ და სრულიად საქართველო სულიერ და ხორციელ სენთაგან. ამინ

🕊️ გაცნობებთ სასიხარულო ინფორმაციას კვირას 8 თებერვალს კეთილმსახურისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს ჩვ...
02/02/2026

🕊️ გაცნობებთ სასიხარულო ინფორმაციას კვირას 8 თებერვალს კეთილმსახურისა დიდისა მეფისა დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს ჩვენს ტაძარში მობრძანდება მაღალყოვლადუსამღვდელოესი ილარიონი მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი
და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ეფრემი
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი.
წირვა, ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე

თბილისი ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა ივერიონის" აღსაზრდელები
28/12/2025

თბილისი ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა ივერიონის" აღსაზრდელები

28/12/2025
გილოცავთ ქეთევანობას!დღეს სადღესასწაულო ლოცვა დაიწყება 17:00 სთ./ზე ხვალ წირვა-ლიტურღია 10:00სთ..    შეგეწიოთ წმინდა დიდ...
25/09/2025

გილოცავთ ქეთევანობას!
დღეს სადღესასწაულო ლოცვა დაიწყება 17:00 სთ./ზე ხვალ წირვა-ლიტურღია 10:00სთ..
შეგეწიოთ წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი დაგიცვათ და დაგიფაროთ,ამენ!

მოგესალმებით და გაცნობებთ ხვალ 14 აგვისტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 11:00 საათზე შესრულდება მცირე აი...
13/08/2025

მოგესალმებით და გაცნობებთ ხვალ 14 აგვისტოს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 11:00 საათზე შესრულდება მცირე აიაზმის კურთხევა, გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მარხვის დაწყებას, ღმერთმან დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,ამენ..

11/07/2025

ხვალ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია-წირვა გამონაკლლისად დაიწყება დილის 09:00 საათზე

ჩვენი ტაძრის მებაღე და მევენახე ბატონი გურამი ბაგრატიონი
10/07/2025

ჩვენი ტაძრის მებაღე და მევენახე ბატონი გურამი ბაგრატიონი

2025 წლის  9 ივნისს 16:00 საათზე, გიწვევთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი ...
08/06/2025

2025 წლის 9 ივნისს 16:00 საათზე, გიწვევთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 115 აუდიტორიაში.
თემა: „ქართველი“ -ს მნიშვნელობა შუა საუკუნეებში: ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისა და კონსოლიდაციის ძირითადი ეტაპები”. მომხსენებელი- ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი ჭეიშვილი.

Address

ვარკეთილი, მე-2 მ/რ საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩა 34ა
Tbilisi
0163

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share