01/06/2026
1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა! ეს დღე განსაკუთრებულია ჩვენი ეკლესიისათვის, რადგან ჩვენი სამრევლო სწორედ წმინდა ნინოს სახელობისაა. ყველას გილოცავთ!
კოლექტა:
ყოვლისშემძლე ღმერთო, რომელმაც მოუწოდე შენს მხევალს, ნინოს, რათა ყოფილიყო შენი მოციქული საქართველოს ხალხთათვის, რომ სიბნელეში მოხეტიალენი შენს ჭეშმარიტ ნათელსა და შემეცნებაში მოეყვანა; ჩვენც გვიბოძე, რომ ვიაროთ ამ ნათელში, რათა საბოლოოდ მივიდეთ შენი მარადიული დღის სინათლეში; ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომელიც ცოცხლობს და სუფევს შენთან და წმიდა სულთან ერთად, ერთი ღმერთი, აწ და მარადის. ამენ.
ქართული ტროპარი:
სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის. ამენ.
On June 1 we commemorate St. Nino's coming in Georgia. This is a special day for our church, as St. Nino is the patron saint of our congregation. Happy St. Nino's day to everyone!
The Collect:
Almighty God, who called your servant Nino to be your apostle to the people of Georgia, to bring those wandering in darkness to the true light and knowledge of you; Grant us so to walk in that light, that we may come at last to the light of your everlasting day; through Jesus Christ our Lord, who lives and reigns with you and the Holy Spirit, one God, now and for ever. Amen.