06/08/2026
📿 ხელნაკეთი სკვნილები მონასტრიდან.
რა დანიშნულება აქვს სკვნილს?
სკვნილი არის მემკვიდრეობა, კურთხევა, რომელიც წმინდა მამებმა დაგვიტოვეს. მარტო ამიტომაც აქვს მას დიდი ღირებულება. ნახე, როცა ბაბუა შვილიშვილს მემკვიდრეობით უტოვებს რაიმე უმნიშვნელო ნივთს, იგი მას სათუთად და თილისმად ინახავს და რამდენად უფრო ძვირფასია სკვნილი, რომელიც წმინდა მამებმა დაგვიტოვეს.
ძველად, როცა საათი არ არსებობდა, მონაზვნები სკვნილზე ითვლიდნენ ლოცვის ხანგრძლივობას, მაგრამ მაშინ სკვნილის კვანძები მარტივი იყო. ოდესღაც ერთი მოსაგრე მკაცრად მოღვაწეობდა, ბევრ მეტანიას ასრულებდა, ბევრს ლოცულობდა და ა. შ., მაგრამ ეშმაკი მიდიოდა და მის სკვნილზე კვანძებს ხსნიდა. საბრალო მოსაგრე ასრულებდა მეტანიებს და გათანგული იყო, რადგან ეშმაკი გამუდმებით ხსნიდა კვანძებს და მოსაგრე ვერ ახერხებდა დათვლას. მაშინ მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და სკვნილის ქსოვა ასწავლა ისე, რომ ყოველ კვანძზე ცხრა ჯვარი იყო გამოსახული. ამის მერე ეშმაკს, რომელიც ძრწის ჯვრის წინაშე, აღარ შეეძლო კვანძების დაშლა. ასე რომ, სკვნილის ყოველ კვანძს ცხრა ჯვარი აქვს, რაც სიმბოლურად ანგელოზთა ცხრა დასს განასახიერებს.
წმინდა პაისი ათონელი.