17/05/2026
✨ გაიცანით „გულანი 2026“-ის მონაწილე: Kirke • კირკე
🌿კირკე არის ნატურალური, ხელნაკეთი საპნებისა და ორგანული კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდი, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა.
ბრენდის პროდუქტები მზადდება ნულიდან, ტრადიციული ტექნოლოგიით და განსაკუთრებული ყურადღებით ხარისხის, უსაფრთხოებისა და ბუნებრივი ინგრედიენტების მიმართ. „კირკე“ ქმნის ყოველდღიური მოხმარების სახის, ტანისა და თმის საპნებს, ასევე სახის, ტანისა და თმის მოვლის კოსმეტიკურ საშუალებებს - კრემებს, შრატებსა და ნიღბებს.
მის თითოეულ პროდუქტში იგრძნობა პროფესიული ცოდნა, გამოცდილება და ზრუნვა, რომ სილამაზე ბუნებრივად დაუკავშირდეს სიჯანსაღეს.
📍 13 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“.
ეს არის სივრცე, სადაც ქართული სიტყვა, ხელოვნება, წიგნი და მეწარმეობა ერთ თბილ და სიცოცხლით სავსე გარემოში ერთიანდება.
🗓 თარიღი: 13 ივნისი
⏰ დრო: 10:00 - 19:00 საათი
📍 ადგილი: შერატონ გრანდ მეტეხი პალასი
✨ მეწარმეების რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfSdWyrW6fD9bbUUn003KJF1eLypUtOfVD0UhH8w9lnBT_Yqw/viewform?usp=header
#გულანი