საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია

საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია საქართველოს მუსლიმთა განათლების, კულტურის და განვითარების ორგანიზაცია

Muslims Education, Culture and Development Organization of Georgia / საქართველოს მუსლიმთა განათლების, კულტურის და განვითარების ორგანიზაცია

18/12/2022
15/12/2022

მეორე გვერდზე მოყვანილ ჰადისს აქ ავხსნით.

ჰადისი ასე ჟღერს:

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:

საუკეთესო მოწყალება ისაა, როდესაც მაშინ გასცემ, როცა ჯანმრთელი ხარ და სიძუნწე გძლევს, გამდიდრებაზე ოცნებობ და გეშინია სიღარიბის.
(ნასაი 2542)

ეს ჰადისი ნიშნავს:
როცა ადამიანი არის სიკვდილის პირას, სული ყელში მიებჯინება და გრძნობს, რომ მისი სიცოცლე იწურება, მან უკვე იცის, რომ მისი ქონება ისედაც სხვას რჩება და ასეთ დროს ადამიანს სიძუნწე არ ახასიათებს, ასეთ დროს უფრო ხელგაშლილია და უფრო გასცემს, რადგან მან იცის, რომ ისედაც ტოვებს ამ ქვეყანას.

ამას გრძნობს ბევრი ადამიანი ასაკიდან გამომდინარე ან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთ დროს სადაყას გაცემა უფრო ნაკლები მადლის მომტანია რადგან ასეთ დროს ადამიანს სიღარიბისაც აღარ ეშინია.

ჰადისი გულისხმობს, რომ როცა ჯანმრთელი ხარ და შრომობ, წვალობ, გაქვს მომავლის გეგმები და ფული გაქვს გადადებული, ასეთ დროს უფრო მეტად სძლევს ადამიანს სიძუნწე, თუ გავცემ ქონება დამიცოტავდებაო და ა.შ. ჰადისი ნათქვამი -
'როცა სიძუნწე გძლევს' ეს იგულისხმება. წარმოიდგინეთ, მომაკვდავი კაცი უფრო მეტად იქნება ძუნწი გაცემის დროს თუ ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე კაცი რომელმაც საღამომდე იწვალა სამუშაოზე? ჰადისი ამას გულისხმობს, როცა სიძუნწე გძლევს და მაინც გასცემ ეს არის დიდი მადლის მომტანი და საუკეთესო სადაყა. ამ დროს სიღარიბის შიშიც გაქვს და რომ გასცემ ეს უფრო დიდი ჯილდოს მომტანია.

ალლაჰმა უკეთ იცის

10/12/2022

ალლაჰის სახელით,სალამი და ლოცვა ჩვენს ძვირფას მუჰამმადს.

ისლამი მხოლოდ ლოცვით და მარხვით არ შემოიფარგლება.
ყურანში არსებობს უამრავი ბრძანება, რომლის შესრულებაც ჩვენთვის სავალდებულოა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

1-იყავით სამართლიანნი.
2-ზღვარს არ გადახვიდეთ
3-არ იყოთ ზღვარგადასულნი დედამიწაზე!
4-და არ მოასხათ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსი.
5-არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ.
6-და არ იარო ქვეყანაზე ამაყად
7-არ იბრუნო პირი ადამიანებისგან ქედმაღლობის გამო.
8-და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს!
9-იარე მოზომილი ნაბიჯით.
10-ხმა დაიმდაბლე!
11-იყავი მიმტევებელი, სიკეთისკენ მოუწოდე.
12-ზურგი აქციე უმეცართ.
13-დახვდი სიავეს იმით, რომელიც საუკეთესოა.
14-მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით.
15-გაცემული მოწყალება ამაოდ არ ჰქმანთ დაყვედრებითა და დამცირებით.
16-არაკანონიერად არ შეუჭამოთ ერთმანეთს ქონება .
17-არ მოუხმოთ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი მეტსახელებით.
18-ერთმა ხალხმა არ დასცინოს მეორე ხალხს.
19-არ გაკილოს ზურგსუკან თქვენგან ზოგმა სხვები.
20-არ გამოიკვლიოთ ერთიმეორის შეცდომები.
21-სავსებით მოერიდეთ ვარაუდს, რამეთუ ზოგი ვარაუდი ცოდვაა.
22-შედით სრულად მორჩილებაში (ისლამში)
23-როცა სალმით გესალმებიან, იმაზე უკეთესით მიესალმეთ.
24-კეთილად მოექცეთ მშობლებს.
25-ასევე ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს.
26-უწყალობეთ გაჭირვებულ ღატაკებს!
27-მიეცით ობლებს მათი ქონება
28-ნუ გაცვლით ცუდს კარგში.
29-გაიღეთ (გახარჯეთ) რაც თქვენ გიბოძეთ.
30-ჭეშმარიტი სიტყვა თქვით!
31-ადამიანებისთვის ტკბილი სიტყვა თქვით!
32-შეეწიეთ ერთმანეთს ღვთისმოსაობასა და ღვთისმოშიშობაში.
33-არ შეეწიოთ ერთმანეთს ცოდვასა და მტრობაში.
34-დაიცავით თქვენი დაფიცება!
35-აღასრულეთ ალლაჰის აღთქმა, თუკი აიღებთ ვალდებულებას.
36-აწონეთ ჭეშმარიტად და სამართლიანად.
37-არ მისდიო იმას, რისი ცოდნაც არ მოგეპოვება შენ.
38-იყავით მართალთა გვერდით!
39-შეასრულეთ აღთქმანი.
40-იყავით ალლაჰის წინაშე მოწმენი, სამართლის აღმდგენი.

ამ ყველაფერთან ერთად მუსლიმი მუვაჰიდი( ერთღმწრთიანი) უნდა იყოს, შორს უნდა იყოს ყოველნაირ შირქისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეს ქმედებები მიღებული არ იქნება..

Abdul-Karim Pankisskii

ახალი წელი არ არის ჩვენი დღესასწაული!საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია
07/12/2022

ახალი წელი არ არის ჩვენი დღესასწაული!
საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია

06/12/2022

ალბათ ხშირად გაგიგიათ როცა ამბობენ რომ არცერთ მშობელს არ უხარია როცა მისი შვილი ეწევა, სახლში ღამით გვიან მოდის, იგინება, მშობელს არ აფასებს, დადის ცუდ ხალხთან ერთად, პაემნებზე დადის და ეხვევა საპირისპირო სქესს და ა.შ.

ჩვენ ვიტყვით ასე:

მშობელს რა თქმა უნდა არ სურს მისი შვილის ცუდი.

მაგრამ მშობელს უხარია მისი შვილი რომ ცეკვავს. მშობელს პრობლემა არ აქვს რომ მისი გოგო ტელევიზორის, სერიალების და შოუების აჰლაყით (ზნეობით) იზრდება.

მშობელს პრობლემა არ აქვს მისმა შვილმა ისლამზე რომ არაფერი იცის.

მშობელს პრობლემა არ აქვს მისი გოგო როგორ იცმევს.

მშობელს პრობლემა არ აქვს მისი შვილი ვისთან მეგობრობს.

მშობელს პრობლემა არ აქვს მისი შვილი სკოლის მერე სად დადის.

მშობელს პრობლემა არ აქვს მისი შვილი დაბადების დღეებზე რომ დადის და გვიან ღამემდე რჩება.

და ეს ყველაფერი იმ შედეგს იძლევა რაც მშობელს არ უნდა.

ასეთი აღზრდის შემდეგ მშობელი წუწუნებს, რომ მისი შვილის ცუდი არ უნდა, თუმცა ცუდად გაზარდა და არასწორი აღზრდის გამო მიიღო ცუდი შედეგი.

ალლაჰმა უკეთ იცის

06/12/2022

უკანასკნელი საათის ექვსი ნიშანი.

1. ხალხი ააშენებს მაღალ შენობებს.

2. რელიგიური ცოდნა დაიკარგება.

3. გახშირდება ალკოჰოლური სასმელების მოხმარება.

4. მრუშობა ფართოდ გავრცელდება.

5. გამოჩნდება 30 მატყუარა, თოთოეული მიიჩნევს რომ შუამავალია

6. კაცი გაივლის საფლავთან და იტყვის:
ნეტავ მე ვიყო მის ადგილას.

22/11/2022

იბნ რაჯაბ ალ'ჰანბალმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა:

"მოლოდინი იმისა რომ სიტუაცია გაადვილდება (რთული პერიოდი ჩაივლის) — ეს ღვთისმსახურებაა, რადგანაც უეჭვად გამოცდა არ გრძელდება მუდმივად."

მაჯმულ არ-რასაილ 3/155

22/11/2022

ჩვენთვის აღწერა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სახიხ ხადისში:

„არ არსებობს არცერთი გული, რომლებიც არ იფარებოდეს ღრუბლებით მსგავსად იმისა როგორც ღრუბლები ფარავს მთვარეს როცა ის ანათებს, და მოულოდნელად ბნელდება, მაგრამ როცა ის მიდის ის ისევ ანათებს“ (გვატყობინებს აბუ ნაიმი ალ-ჰილალში #2/196; ალ-სილსილატ ალ-სახიხ #2268).

ზოგჯერ მთვარე იფარება ღრუბლებით, რომლებიც ფარავენ მის სინათლეს, მაგრამ მალე ისინი მიდიან და მთვარის სინათლე ბრუნდება, რომ გაანათოს ცა. ზუსტად ასევე, მორწმუნის გული ზოგჯერ იფარება ცოდვის ბნელი ღრუბლებით, ასე რომ მისი სინათლე აღარ ჩანს და ადამიანი აღმოჩნდება დაკარგული ოთახში, მაგრამ როცა ის მიისწრაფვის იმისკენ რომ გაზარდოს მისი იმაანი, და ეძებს დახმარებას ალლაჰისგან, ამ დროს ღრუბლები მიდიან, და სინათლე ბრუნდება, რომ ანათოს მის გულში ძველებურად.

Address

M. Gelovani #30
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 12:00 - 18:00
Sunday 12:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to საქართველოს მუსლიმთა ორგანიზაცია:

Share