წმინდა ბარბარეს ტაძარი

წმინდა ბარბარეს ტაძარი ტაძარი მდებარეობს ვაჟა - ფშაველას 76ბ ნომერში. ( მეტრო ვაჟა - ფშაველასთან, მოდულის შენობის გვერდით).

გილოცავთ პეტრე პავლობის დიდ საეკლესიო დღესასწაულს ❤️💒 სრულიად საქართველოს შეეწიოს მოციქულთა ზეციური დალოცვა 🙏❣️სიკეთე, მ...
12/07/2026

გილოცავთ პეტრე პავლობის დიდ საეკლესიო დღესასწაულს ❤️💒 სრულიად საქართველოს შეეწიოს მოციქულთა ზეციური დალოცვა 🙏❣️სიკეთე, მადლი, კურთხევა, მშვიდობა ყოფილიყოს ყველა ოჯახში 😊💒 მრავალს დაესწარით 🙏✝️❤️

შეკვეთილი წირვა -ლოცვა ჩატარდება 29 და 30 ივლისს. გთხოვთ სიები მოგვაწოდოთ ეკლესიაში და ნუ ჩამოწერთ სახელებს კომენტარებში...
11/07/2026

შეკვეთილი წირვა -ლოცვა ჩატარდება 29 და 30 ივლისს. გთხოვთ სიები მოგვაწოდოთ ეკლესიაში და ნუ ჩამოწერთ სახელებს კომენტარებში. მადლობა .

04/07/2026

დღეს ლოცვა დაიწყება 16:00 საათზე

ჩვენი მრევლის წევრი ( ირმა ნადირაშვილი) ატარებს ტრენინგს სახანძრო უსაფრთხოების მასტერკლასში. მისი სურვილით ტრენინგი უფას...
29/06/2026

ჩვენი მრევლის წევრი ( ირმა ნადირაშვილი) ატარებს ტრენინგს სახანძრო უსაფრთხოების მასტერკლასში. მისი სურვილით ტრენინგი უფასო იქნება ჩვენი მრევლის წევრებისათვის .

წმიდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვრისა და მრევლოს სახელით ვულოცავთ ამავე ტაძრის მოძღვარს მამა გიორგი ბაზერაშვილს  დაბადების ...
22/06/2026

წმიდა ბარბარეს ტაძრის წინამძღვრისა და მრევლოს სახელით ვულოცავთ ამავე ტაძრის მოძღვარს მამა გიორგი ბაზერაშვილს დაბადების დღეს❤️ ვუსურვებთ სარწმუნოებასა, სასოებასა და სიყვარულსა შინა გაძლიერებას💒🙏 ღვთის მადლი და კურთხევა ეწეოდეს მას და მის ოჯახს🥰💒❤️

პეტრე-პავლობის მარხვასულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქ...
08/06/2026

პეტრე-პავლობის მარხვა

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრეპავლობის მარხვა.

მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით - 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ძველი სტილით 30 ივნისს (ახ. სტ. - 13 ივლისს), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.

სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).

პეტრეპავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.

პეტრეპავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით... ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.

პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე - 7 დღე.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა - დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).

მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან.

მოამზადა ლევან მათეშვილმა (ამჟამად დეკანოზი)

ჟურნალი „კარიბჭე“, ივნისი, 2004 წ.

წმიდა დიდებულის, წინამორბედისა და ნათლისმცემელ იოანეს პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (დაახლ. 850)25 (07.06) მაისიმესამედ ...
06/06/2026

წმიდა დიდებულის, წინამორბედისა და ნათლისმცემელ იოანეს პატიოსანი თავის მესამედ პოვნა (დაახლ. 850)

25 (07.06) მაისი

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის წმიდისა დიდებულისა წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი (დაახლ. 850). როცა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 13 ნოემბერს) გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირა25 (07.06) მაისიინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.ambioni.ge/gilocavt-yovelt...
06/06/2026

სულთმოფენობიდან I, ყოველთა წმიდათა კვირა

25 (07.06) მაისი

ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.ambioni.ge/gilocavt-yovelta-wmidata-xsenebis-dres?fbclid=IwY2xjawSQ_aZleHRuA2FlbQIxMABicmlkETFybEYxTm1RMG9zRjFEN09Fc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHkKbwXINRKFqz_veerspmQ9wpJRx0ibzonj0aBSS0hnn0xvNQ5Bmlu7jYtC5_aem_VbVwy-8V7xerpZIS2q9Bvw

პეტრე-პავლობის მარხვის აღება

30/05/2026

Address

ვაჟა-ფშაველას 76ბ (მეტრო ვაჟა-ფშაველასა და მოდულის შენობის გვერდით)
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00
Sunday 09:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წმინდა ბარბარეს ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to წმინდა ბარბარეს ტაძარი:

Shortcuts

Share