კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, Christian church, krwanisi, Tbilisi.

22/04/2025

ქრისტე აღდგა

წირვის შემდგომი საჩუქარი: თოვლი და ჩვენი გახარებული ერთობა 😍
04/03/2025

წირვის შემდგომი საჩუქარი: თოვლი და ჩვენი გახარებული ერთობა 😍

ენით გამოუთქმელი თავმდაბლობა და სიყვარული ქრისტესი: როდესაც მან ფეხები დაგვბანა და გვითხრა: „თქვენ მე მოძღვარსა და უფალს...
04/03/2025

ენით გამოუთქმელი თავმდაბლობა და სიყვარული ქრისტესი: როდესაც მან ფეხები დაგვბანა და გვითხრა: „თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ, და სწორსაც ამბობთ, რადგანაც ვარ. ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ფეხებს ერთმანეთს. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ასევე მოიქცეთ” (იოანე 13:13-15).

05/01/2024

ხვალ მთელი ერი მთელი საქართველო ტაძრებში უნდა იყოს როგორ შეიძლება ამ დღეს ადამიანი სახლში დარჩეს და ეკლესიაში არ წავიდეს? ეს ყოვლად დაუშვებელია. დაუტევეთ თბილი ლოგინები, სახლები, საქმეები და ერთად შევეგებოთ კაცობრიობაში ყველაზე დიდებულ დღეს იესო ქრისტეს შემობრძანებას სამყაროში.

უფალ იესო ქრისტეს განუსაზღვრელი სიყვარული მონანული ცოდვილების მიმართ: „მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედ...
29/09/2023

უფალ იესო ქრისტეს განუსაზღვრელი სიყვარული მონანული ცოდვილების მიმართ:
„მწიგნობართა მათ და ფარისეველთა მოიყვანეს მისა დედაკაცი, რომელი ცხადად ერსა ზედა დაეპყრა მრუშებასა, და დაადგინეს იგი შორს და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ესე დედაკაცი ცხადად მრუშებასა დაეპყრა და მოსე ამცნო სჯულსა შინა ჩუენსა ესევითართა ქვისა დაკრებაჲ. შენ უკუე რასა იტყჳ? ხოლო ესე თქუეს და გამოსცდიდეს მას, რაჲთა აქუნდეს შესმენად მისა, ხოლო იესუ ქუეყანად დადრკა და თითითა ქუეყანასა წერდა და არარას ეტყოდა. და ვითარ მყოვარ დგეს და ჰკითხვიდეს მას, აღემართა ზე და ჰრქუა მათ: ვინ უცოდველ არს თქუენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვაჲ მაგას ზედა. და კუალად ქუე დადრკა და წერდა ქუეყანასა. ხოლო მათ, ვითარცა ესმა, მხილებულნი სჳნდისისაგან, განვიდოდეს თითოჲ, იწყეს მოხუცებულითგან, ვიდრემდის დაშთა თავადი მარტოჲ, და დედაკაცი იგი დგა შორის. ხოლო იესუ აღემართა და არავინ იხილა, გარნა დედაკაცი იგი და ჰრქუა მას: სადა არიან შემასმენელნი შენნი? არავინ განგიკითხა შენ? ხოლო მან ჰრქუა: არავინ, უფალო! ხოლო იესუ ჰრქუა მას: არცა მე განგიკითხავ შენ; წარვედ და ამიერითგან ნუღარა სცოდავ“ (იოანე 8:3-11).

" უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ და რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენთან შედარები...
31/07/2023

" უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“

და რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენთან შედარებით მათ უამრავი სულიერი ღირსება აქვთ, უმანკონი, უბრალონი და ხალისიანი, ანუ სულით მდიდარნი არიან, მაგრამ თავს ამგვარად მაინც არ მიიჩნევენ...🙏💗💗💗💗

10/07/2023
08/05/2023

12 მაისს, ანდრიაობას, ზღვის უბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის და სოფელ კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის სამრევლოები მოსალოცად მივდივართ კასპის რაიონში, ერთაწმინდაში, წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძარში.
წირვა დაიწყება 09.00 საათზე! გთხოვთ მოემზადოთ წმინდა ზიარების მისაღებად 🙏🏻
წირვის შემდეგ გაიმართება „სანუგეშო" ტრაპეზი და სპორტული შეჯიბრებები 😍
ვისაც გსურთ წამოსვლა, გთხოვთ ჩაეწერეთ: დაგვირეკეთ აღნიშნულ ნომერზე: 571 16 78 98

სოფ.კრწანისის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში, შაბათს 23:00სთ-ზე აღევლინება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მსახურება.
14/04/2023

სოფ.კრწანისის წმ.გიორგის სახელობის ტაძარში, შაბათს 23:00სთ-ზე აღევლინება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მსახურება.

სკვნილისათვის სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე -...
05/04/2023

სკვნილისათვის

სკვნილი განუყრელი, საყვარელი მეგობარია, რომელსაც სული ესაუბრება. ესაა სულის ყელსაბამი, სჯულიდან მადლამდე - ლოცვითი კანონიდან განუწყვეტელ ლოცვამდე გადებული ხიდი.

სკვნილის ყოველი კვანძი სულიერ ყულაბაში ჩადებული პატიოსანი თვალია, საუკუნო ცხოვრებაში რომ გამოჩნდება; ესაა ოქრო, რომლითაც სული საზვერეებში თავის გამოსყიდვას შეძლებს.

სკვნილის კვანძები ლოცვის ცრემლებია, მფარველი ანგელოზი რომ აღნუსხავს. სკვნილი ადამიანის იმედია, იმედი იმისა, რომ ღმერთია მასთან, თუნდაც ბედმა ქვეყნის დასალიერში გადააგდოს თოვლის ფანტელივით.

სკვნილი სიხარულის განცდაა იმის გამო, რომ უფლის სახელი ასე ახლოსაა სულთან - უფრო ახლოს, ვიდრე სუნთქვა, თვალისჩინი და გულისძგერა. სკვნილის კვანძებზე თითების მოძრაობა სულის საიდუმლო სიმებზე ხემის შეხებას წააგავს.

იესოს ლოცვა ყველა ლოცვის საფუძველია, ამიტომ სკვნილი არის წიგნთა წიგნი, ესაა გალობა, ამა სოფლის გზაზე რომ მიგვაცილებს;

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

01/04/2023

კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, შვიდგზის ზეთისცხება შესრულდება სამშაბათს, 4 აპრილს, 18.00 საათზე.

Address

Krwanisi
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კრწანისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share