გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, Church, ქერჩის ქ. 22, Tbilisi.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917)12 (25) მარტისაქართველოს ეკლესია სამოციქ...
25/03/2026

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917)

12 (25) მარტი

საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.

წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი ზღვის მთელ სანაპიროზე, სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. წმიდა სვიმონ კანანელი აფხაზეთში დარჩა და იქვე აღესრულა მოწამეობრივად (დაკრძალულია ანაკოფიაში). სხვადასხვა დროს ქართლში ყოფილან მოციქულები: წმიდა მატათა (ხს. 9 აგვისტოს), წმიდა ბართლომე (ხს. 11 ივნისს). მატათას წმიდა ნაწილები აჭარაში, გონიოში განისვენებს.

IV საუკუნის დასაწყისში, სანამ აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდებოდა, დასავლეთში, კერძოდ, ბიჭვინთაში, საეკლესიო იერარქია უკვე არსებობდა: პირველ მსოფლიო კრებას ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი.

IV საუკუნის დასაწყისში, როცა რომში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, წმიდათა მოციქულთასწორთა მირიან და ნანას (ხს. 1 ოქრომბერს) მეფობის ჟამს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა წმიდა ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). შემდეგ, მირიან მეფის თხოვნით, წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოგზავნა იოანე ეპისკოპოსი (325 წელს ნიკეის I საეკლესიო კრებამ იგი ანტიოქიის პატრიარქად აირჩია) ორი მღვდლითა და სამი დიაკვნით, რომელთაც ნათელ-სცეს ქართველებს. ასე ჩაეყარა საფუძველი საქართველოს ეკლესიას. იოანეს ანტიოქიის პატრიარქად არჩევამ განაპირობა ის ფაქტი, რომ კრებამ საქართველოს ეკლესიაც ანტიოქიის საპატრიარქოს მიათვალა.

წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თაოსნობით, 472 წელს ქართლის კათალიკოსად დადგინდა პეტრე და მთავარეპისკოპოსად - სამოელი. მანვე დაადგინა თორმეტი საეპისკოპოსო. „აქადგან იწყეს კათოლიკოსთა მთავრობად“, წერს „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ავტორი. მაშასადამე, ვახტანგის დროიდან ქართლის ეკლესიას გააჩნდა საკუთარი საეკლესიო კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო თვისი შინაგანი საქმეები, ეპისკოპოსთა ხელდასმა-გადაყენება, თვითვე განეგო. ეკლესია დამოუკიდებელი გახდა.

იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმისა და ანტიოქიის პატრიარქის თეოფილაქტეს დროს ანტიოქიაში ქართლიდან მივიდნენ ქართველი ღვთისმსახურები და პატრიარქს იბერიის ეკლესიის გასაჭირი მოახსენეს: სარკინოზთა შიშით ქართლსა და ანტიოქიას შორის მიმოსვლა შეწყვეტილი იყო, ამიტომ ანტიოქიის პატრიარქის, ანასტასის დროიდან ქართლის კათალიკოსის კურთხევა აღარ ხდებოდა. ანტიოქიის ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ გადაწყვიტა, ქართლის ეკლესიისთვის მიეცა კათოლიკოსთა ხელდასხმის უფლება, სამაგიეროდ ქართლის ეკლესიას ანტიოქიიდან უნდა მიეღო მირონი და მასში 1000 დრაჰკანი გადაეხადა. ამასთან, ქართლის ეკლესიის წირვა-ლოცვაში პირველ ადგილზე უნდა მოეხსენებინათ ანტიოქიის პატრიარქი.

ცოტა მოგვიანებით საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა ეფრემ მაწყვერელის (ხს. 17 აპრილს) ღვაწლით მიიღო მირონის კურთხევის უფლება. „ეფრემ ქრისტÅსმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევა ქართლს განაწესა“, - წერს გიორგი მერჩულე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევებითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხევდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ „წმიდა მირონის არომატი“ ნივთიერებები მოჰქონდათ).

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისა და მოციქულებრივ ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდნენ ღვთივგანბრძნობილი ქართველი მამები. XI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიამ მწვავედ დააყენა მრავალჭირნახული იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ათონის მთაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სვიმონწმიდელმა მამებმა ანტიოქიის პატრიარქთან, თევდოსისთან, დაასმინეს ივერთა მონასტერში მოღვაწე ქართველი მამები: „არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“. წმიდა გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) არა მარტო დაამტკიცა საქართველოს ეკლესიის სამოციქულო პატივი, არამედ აჩვენა მისი უპირატესობა ანტიოქიის ეკლესიასთან შედარებით: „ერთი ღმერთი გჳცნობიეს, არღარა უარგჳყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი. შუენის ესრეთ, რაჲთა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ-არს , რაჲღა დაემორჩილოს მწოდებელსა თჳსსა და ძმასა ანდრეას და რაჲთა თქუენ ჩუენ დაგუმორჩილდეთ“ (ანტიოქიის კრება წმიდა პეტრე მოციქულის დაარსებულია).

საქართველოს ეკლესია მაჰმადიანურ სამყაროსთან ჭიდილში საუკუნეების მანძილზე მოძღვრავდა, ზრდიდა და სულიერად კვებავდა ქართველობას.

1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მე-8 მუხლში ბუნდოვნად არის ახსნილი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობა: „ხოლო მართებისათვის საქართველოსა ეკლესიასათა და მიწერ-მოწერათასა, ვითარ სათანადო არს რუსეთისა სინოდისადმი, ამისთვის უკუე დაიწერების სხვაჲ არტიკული“.

1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას.

1801 წლის აქტის შემდეგ საქართველოს მთავარმართებელი უხეშად ერეოდა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში. მალე გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება.

1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს სწერს: „საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესისა და უმართებულესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით“. ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს. რაღაც ათიოდე წლის მანძილზე საქართველომ მეფეც დაკარგა და მამამთავარიც. პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა.

დაიწყო მძიმე წლები ქართული ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარხოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო. ქართული ენისა და ტრადიციების, ქართველ წმიდანთა და დღესასწაულთა არცოდნამ გადაულახავი ბარიერი წარმოქმნა ქართველ მართლმადიდებელთა და ეკლესიის მესვეურთა შორის, ამას ემატებოდა ცალკეულ უღირს ეგზარქოსთა საქციელიც, ისინი ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 ეპარქია, რომლის მღვდელმთავრები, სამწყსოსთან ერთად, იტანდნენ ყოველგვარ გაჭირვებასა და სიმძიმეს, სიცოცხლესაც კი სწირავდნენ სამშობლოსათვის, საეგზარქოსომ ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა.

ყოველივე ამან მოსახლეობის აღშფოთება და გაბოროტება გამოიწვია. ამ პროცესს აჩქარებდა ეგზარქოსების აშკარად გამოხატული ანტიქართული საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ ღვთივსულიერი რუსი მამები აფრთხილებდნენ საქართველოს მოწინააღმდეგე ძალებს, პატივითა და კრძალვით მოპყრობოდნენ ღვთისმშობლის წილხვედრ და მოციქულთა მოქცეულ ქვეყანას.

საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა, სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად, გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი, დიმიტრი ყიფიანმა საჯაროდ ამხილა ეგზარქოსი და უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც ანათემაზე გადასცა. ამ მხილების გამო მხცოვანი მამულიშვილი სტავროპოლში გადაასახლეს და განთავისუფლების წინა დღეს მოკლეს.

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე, ხს. 20 ივნისს) მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები კირიონი, ლეონიდე, პროფესორები ალ.ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. კირიონის მოხსენების თემები იყო: 1) ქართული საეკლესიო საკითხი; 2) რა აიძულებს ქართველებს, იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე; 3) რომელ წელს მიენიჭა ივერიას ავტოკეფალია; 4) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია, აგრეთვე ის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

სხდომაზე უმრავლესობას წარმოადგენდნენ: პროფ. გლებოვსკი, დეკანოზი ვოსტორგოვი, ბუტკევიჩი და მათი მიმდევრები, რომელთაც უარყვეს ქართველი საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები. მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ ნიკო მარმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა: კ. ცინცაძემ, ნ. დურნოვომ, თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნეს მონოგრაფიები, რომლებშიც დასაბუთებული იყო საქართველოს ეკლესიის თავისთავადობის აუცილებლობა.

1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1) ამიერიდან, 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ დაინიშნა გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე; 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

იმავე წლის სექტემბერში, ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი და ჯვარი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში.

ღვთის განგებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, მაგრამ არ არსებობდა ამ აღიარების წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც, ჩვენს წმიდა წინაპრებს ხშირად უხდებოდათ ბრძოლა საქართველოს მრავალტანჯული ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.

ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად, განმეორებით კვლავ ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. იმავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმის დღესასწაულზე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, და საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

ეს იყო უდიდესი გამარჯვება და სიხარული. ამ ამბავს გამოეხმაურა სრულიად საქართველო, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა, ეს იყო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მეცხრე დღე - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან.სანატრელსა შინ...
25/03/2026

მეცხრე დღე - უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან.

სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, ახალშესვენებულისა, უწმიდესისა და უნეტარესისა კათოლიკოს-პატრიარქისა ილიასი და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი!

„სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ არის დასაწყისი ახალი, მარადიული ცხოვრებისა. იგი ჰგავს ვიწრო დერეფანს, რომლის გავლის ...
18/03/2026

„სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ არის დასაწყისი ახალი, მარადიული ცხოვრებისა. იგი ჰგავს ვიწრო დერეფანს, რომლის გავლის შემდეგაც ადამიანი ნამდვილ ნათელში ხვდება. ამიტომაც ქრისტიანისათვის სიკვდილი არის არა ტრაგედია, არამედ უფალთან შეხვედრა.”
(2012 წლის სააღდგომო ეპისტოლე)

უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

ღირსი მამა გაბრიელი პატრიარქზე: ,,კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სე...
18/03/2026

ღირსი მამა გაბრიელი პატრიარქზე:

,,კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება ის სექტაა..."

,,ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის...!"

,,განა პატრიარქს არ უჭირს?! შენ რა იცი, კათალიკოსის ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს — ერისას და ეკლესისას, იმან რაღა ქნას...? "

,,ისეთი პატრიარქი როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს!!!"

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
18/03/2026

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

მადლობა ჩვენო უწმინდესო ❤️
17/03/2026

მადლობა ჩვენო უწმინდესო ❤️

უფლისა მიმართ ვილოცოთ…უფალო შეგვიწყალენ…ქრისტეს მიერი სიყვარულით  გულმხურვალედ შევავედროთ უფალს და დედაღვთისმშობელს ჩვენ...
17/03/2026

უფლისა მიმართ ვილოცოთ…
უფალო შეგვიწყალენ…

ქრისტეს მიერი სიყვარულით გულმხურვალედ შევავედროთ უფალს და დედაღვთისმშობელს ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის , ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის დიდი მეუფის მამისა ჩვენი ილია მეორის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა…

ლოცვა სნეულთათვის:

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთისმშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითაცა მრავალ-მოწყალე ხარ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყოველსა სნეულებასა ზედა

მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩუენთაო, რომელი დაამდაბლებ და აღამაღლებ, რომელი სწყლავ და კვალად განკურნებ, ძმათა ამათ ჩუენთა ზედა სნეულთა მოჰხედე მოწყალებითა შენითა, მოჰყავ მარჯვენა შენი უხილავი, სავსე ლხინებითა და კურნებითა. განჰკურნენ მონა ესე შენი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და აღადგინე იგინი ცხედრისაგან სნეულებისა მათისა და შეჰრისხენ სულსა ამას უძლურებისასა და განაშორე ამათგან ყოველივე წყლულება და ყოველივე სალმობა და ყოველივე გვემა და ყოველივე მხურვალება, გინა ცხრო და რაოდენი რა არს ამათ თანა ბრალი, გინა უსჯულოება მოუტევე, ულხინე, შეუნდევ კაცთმოყვარებისა შენისათვის. ჰე უფალო, შეიწყალე დაბადებულნი ესე შენნი ქრისტე იესოს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა არს დიდება თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

17/03/2026

ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება. მდგომარეობა პრობლემურია, თუმცა, სტაბილური.

ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას.

დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირა. ხმა 7.2 (15) მარტიწმიდა ბასილი დიდის წირვა.ინფორმაცია ბმულებზე: https://ww...
15/03/2026

დიდი მარხვის მე-3, ჯვრის თაყვანისცემის კვირა. ხმა 7.

2 (15) მარტი

წმიდა ბასილი დიდის წირვა.

ინფორმაცია ბმულებზე: https://www.youtube.com/watch?v=_8c1E3hLy0w

https://www.ambioni.ge/jvris-tayvaniscemis-kvira?fbclid=IwY2xjawQiXFZleHRuA2FlbQIxMABicmlkETFTcEZLcGRSbHFObG5MZlMyc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHnqJsuwDTtdpHhZDFz77hXC1Sn2qFW6lfZGS-nH6d9CIA2S94JrVOOBllPmD_aem_LiwjEaM2pN795leXSD6P7A

საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტჟურნალი

მართლმადიდებლობის ზეიმიდიდი მარხვის პირველი კვირა. ხმა 5. წმ. ბასილი დიდის წირვა16 (01.03.) თებერვალიდიდი მარხვის პირველ...
01/03/2026

მართლმადიდებლობის ზეიმი

დიდი მარხვის პირველი კვირა. ხმა 5. წმ. ბასილი დიდის წირვა

16 (01.03.) თებერვალი

დიდი მარხვის პირველ კვირას ეკლესია აღნიშნავს მართლმადიდებლობის ზეიმს. ეს ტრადიცია დასაბამს IX საუკუნიდან იღებს. როგორც ცნობილია, მეშვიდე მსოფლიო კრებამ (787 წ.) დაამტკიცა ხატებისა და სხვა საეკლესიო სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტება. თუმცაღა მწვალებლობა ამ კრების შემდეგაც არ ჩამქრალა და აგრძელებდა ბრძოლას საღმრთო სწავლების წინააღმდეგ. დედეოფალმა თეოდორამ ხატმბრძოლი მეუღლის, იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, 842 წლის 18 თებერვალს მოაწვევინა საეკლესიო კრება ხატთაყვანისცემის აღდგენისათვის. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. კრებაზე გადაწყდა განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავისი მწვალებლობის უარყოფა. ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად ყოველწლიურად აღესრულებინათ "მართლმადიდებლობის ზეიმის" წესი. ხატების თაყვანისცემის აღდგენის საზეიმოდ აირჩიეს დიდმარხვის პირველი კვირა. ამ დღეს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მეთოდემ წმიდა სოფიას ტაძარში შეკრიბა მართლმადიდებელი სამღვდელოება და კრების მონაწილენი. იქ იყო დედოფალი თეოდორა თავის ვაჟთან ერთად. ტაძარში შეკრებილნი ხალხთან ერთად ლიტანიობით – ხატებით, ანთებული სანთლებით, გალობით გაემართნენ ქალაქის შუაგულისაკენ. ამის შემდეგ აღსრულდა სადღესასწაულო წირვა. ლიტანიობისა და წირვის დროს ხატები ამაღლებულ ადგილას იყო დასვენებული. ამ დღეს მართლმადიდებლობის დღე ეწოდა. გადმოცემით "მართლმადიდებლობის ზეიმის" წესი წმ. პატრიარქმა მეთოდემ შეადგინა.

სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი

წყარო: "კარიბჭე"

ვრცლად მართლმადიდებელობის ზეიმის დღესასწაულის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.orthodoxy.ge/markhvebi/didmarkhva/1kvira/kvira.htm?fbclid=IwY2xjawQP22NleHRuA2FlbQIxMABicmlkETF6TWJDNTJXTlVERTZURGxmc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHlsejTDzZhemWcAD59jtsztV_EyvSqF5QUaqMEfulLz0dP6zFyWPoO4a98sz_aem_0ZSdGgeO5viU0cO4y-blXg

ლოცვა ეფრემ ასურისაუფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა ...
17/02/2026

ლოცვა ეფრემ ასურისა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში „დილისა“ და “ძილის წინ“ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ ხოლმე).ზ

Address

ქერჩის ქ. 22
Tbilisi
0167

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category