თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი შალვა კეკელია. გვერდზე დაიდება ქადაგებები, ფოტოები და სხვა ინფორმაცია.
(5)

22/07/2026
19/07/2026

ღმერთმა დალოცოს ულამაზესი სიძე პატარძალი, ლუკა და თამარი❤️💖🥰🇬🇪🇬🇪

19/07/2026

ვულოცავთ ქორწინებას იონას და ნანის. სამრევლოს წევრებმა წირვაში შერწყმულად იქორწინეს. ღმერთო დალოცე მიეცი მათ მადლი, გონიერება, შვილიერება, სიბრძნე და სიკეთე.

19/07/2026

ოჯახის და ქორწინების საიდუმლოს მნიშვნელობა.

19.07.26 კვირის ქადაგება
წირვაში შერწყმული ჯვრისწერის მსახურება

სახარების განმარტება - მათე 9:27-35წმ. თეოფილაქტე ბულგარელი. 27. ა წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი...
18/07/2026

სახარების განმარტება - მათე 9:27-35
წმ. თეოფილაქტე ბულგარელი.

27. ა წარმო-რაჲ-ვიდოდა მიერ იესუ, მოსდევდეს მას ორნი ბრმანი, ღაღადებდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩეუნ, ძეო დავითისო! - ბრმები მას, ვითარცა ღმერთს, ეუბნებოდნენ შეგვიწყალეო, ხოლო ვითარცა კაცს, მიმართავდნენ - ძეო დავითისო, რადგან იუდეველთა შორის ფრიად გავრცელებული იყო აზრი, რომ მესია დავითის თესლისაგან მოვიდოდა.

28. და ვითარცა შევიდა იესუ სახლსა, მოუჴდეს მას ბრმანი იგი, და ჰრქუა მათ იესუ: გრწამსა, ვითარმედ ძალ-მიც ესე ყოფად? ჰრქუეს მას: ჰე, უფალო. - ბრმები სახლამდე იმიტომ მიიყოლა, რომ მათი რწმენის სიმტკიცე ეჩვენებინა და იუდეველები ემხილებინა; ეკითხება მათ, სწამდათ თუ არა, რითაც გვაჩვენებს, რომ რწმენას ყველაფერი შეუძლია.

29-30. მაშინ შეახო თუალთა მათთა და ჰრქუა მათ: სარწმუნოებისა თქუენისაებრ გეყავნ თქუენ! და მეყსეულად აღეხუნეს თუალნი მათნი. - იგი მათ სახლში, სხვათა თანდასწრების გარეშე, კურნავს, რადგან დიდების მოყვარე არ იყო, და ყველგან სიმდაბლის სიბრძნეს ასწავლიდა.

30-31. და შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: იხილეთ, ნუმცა ვინ უწყის. ხოლო იგინი გამოვიდეს და მიმოდადვეს იგი ყოველსა მას ქუეყანასა. - ხედავ, სიმდაბლეს ქრისტესი? მაგრამ მათ მაინც გათქვეს, თუმცა არა შეუსმენლობის, არამედ მადლიერების გამო. თუ ზოგჯერ უფალი ვინმეს ეუბნება: წადი და ღმრთის დიდება იქადაგეო, ეს ზემოთქმულს სრულიადაც არ ეწინააღმდეგება, რადგან მას სურს, რომ თავად მასზე არ თქვან არაფერი, თორემ ღმრთის დიდებაზე, პირიქით, იქადაგონ.

32-33. და ვითარცა-იგი გამო-ოდენ-ვიდეს, მოჰგუარეს მას კაცი ყრუჲ და ეშმაკეული. და ვითარცა განჴადა ეშმაკი იგი, იტყოდა ყრუჲ იგი. - რაკი სნეულება მას არა ბუნებით, არამედ ეშმაკისაგან ჰქონდა, ამიტომაც მოიყვანეს სხვებმა. თავად არ შეეძლო განკურნება ეთხოვა, რადგან დემონისაგან ენა შეკრული ჰქონდა. ამიტომ უფალმა რწმენა კი არ მოსთხოვა, არამედ მსწრაფლ განკურნა, განდევნა რა ეშმაკი, რომელიც ღაპარაკს უშლიდა.

და დაუკჳრდებოდა ერსა მას და იტყოდეს: არასადა ისრაჱლსა შორის ესრეთ გამოჩნდა. - გაკვირვებულმა ხალხმა ქრისტე წინასწამეტყველთა და მამათმთავართა მაღლა დააყენა, რადგან ძალაუფლებით კურნავდა და არა ლოცვით, როგორც ისინი. ვნახოთ, რას ამბობენ ფარისეველნი:

34. ხოლო ფარისეველნი იტყოდეს: მთავრითა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა. - უკიდურესი სიგიჟის გამომხატველი სიტყვებია! რადგან არცერთი დემონი დემონს არ განდევნის. დავუშვათ, რომ იგი დემონებს, ვითარცა მსახური დემონთა მთავრისა, ან ვითარცა მოგვი, ისე დევნიდა, მაგრამ სნეულებათა და ცოდვათაგან როგორღა ათავისუფლებდა და სასუფეველზე როგორღა ქადაგებდა? დემონი ხომ სრულიად სხვაგვარად იქცევა; სნეულებებს წარმოშობს და ღმრთისგან განაშორებს.

35. და მოჰვლიდა იესუ ქალაქებსა ყოველსა და დაბნებსა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა ერსა შორის. - კაცთმოყვარე უფალი არ ელოდება, მასთან როდის მივლენ, არამედ თვითონ დადის, რათა თავი ვინმეს იმით არ ემართლებინა, რომ ჩვენთვის არავის უსწავლებიაო. საქმითაც და სიტყვითაც იზიდავდა მათ, ასწავლიდა და სასწაულებსაც აღასრულებდა.

Address

ი. ჭავჭავაძის გამზირი 33
Tbilisi

Telephone

558793447

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category