10/09/2024
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა! "და როდესაც ყოველივე დაემორჩილება მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში. 1 კორ 15:28 ანუ ჩვენ იესოს, იესო მამას, თორემ თუ იესო არ იქნება მორჩილი მამის, ჩვენ ღნერთამდე ვერ მივდივართ?!" მეგობრებო ნაცნობ უცნობებო ეს გვერდი წყვეტს არსებობას.მიზესს მოგახსენებთ. მოკლედ როდესაც ბიბლია წავიკითხე გავიგე იმგვარად რომ ღმერთი ღმერთია ,ხოლო იესო ძეა. თუმცა ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო, გაგიგიათ და ერთობ მასებში მიღებული შეხედულება რომ იესო მთლად ძე კი არა ღმერთიცაა ჩემ შეხედულებად თავს მოვიხვიე. თუმცა არასდროს ყოფილა ასე გაგებული. სამწუხაროდ საკუთარი გაგებულის მიმართ თვალის გასწორებას გავურბოდი და აი ასე დაუჯერებელი დავიჯერე. თუმცა დღეს თვალი გავუსწორე რეალობას და იმას რაც თავიდანვე გამაგებინა ღმერთმა რომ მამა მამაა და ძე ძეა. რომ ძე შუამავალია მამისგან მოვლენილი და რომ თუ მას როგორც ძეს არ ვიწამებთ ვერ ვიქნებით ღმერთის შვილები. მოკლედ მე სამების მიღებული დოქტრინის არ მწამს. რას ეხება განცხადება. მოკლედ გადავწყვიტე რომ არასროს არ ვიქადაგებ. დღეს აღარაა პირველი საუკუნე ზეპირი გადაცემა და ქადაგება იყოს საჭირო.ერთადერთი რასაც გავაკეთებ ადამიანებს მოვუწოდებ ბიბლია წაიკითხონ ცარიელი თაით დ მხოლოდ ღმერთის ხმას და ახსნას დაუგდონ ყური. მე რომ ასე გამეკეთებინა და გავლენის ქვეშ არ ვყოფილიყავი კარგი იქნებოდა , მაგრმ ასე იყო საჭირო. მადლობა ღმერთს აბრაამის იაკობის ისააკის და იესოსი რომელმაც მაინც პირველგაგებულთან მიმიყვანა. რომ არ იფიქროთ გვაცდუნებსო , და მსგავსი მე ყოველგვარ ქადაგდბდბს ვწყვეტ. წაიკითხეთ ბიბლია და მიენდეთ ღმერთს. ვინც ეძებს პოულობს . უფლის მშვიდობა თქვენთან. დიდება მამა ღმერთს და მის ძეს ძის შესაფერისად და უფლის სულს რომელიც მამისგან გამოდის.