Senaki / სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

  • Home
  • Georgia
  • Senaki
  • Senaki / სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია

Senaki / სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია გვერდი, ეკლესიის დამაარსებლების, შემომწირველების, აღმშენებლების და ისტორიის გამომხატველია.

სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია შხეფის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის სამრეკლოს საძირკველი და ეკლესიის ტერიტორია, 1998 წლის 5 მაისს – უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უშუალო ჩამობრძანებით და მისივე ლოცვა-კურთხევით მამა-შვილმა, გიორგი ყარამანის_ძე ცაავამ და გენო გიორგის_ძე ცაავამ დააფუძნა.
- ეკლესიის შენობა სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.


მისი შიდა სივრცის არქიტექტურულ სტრუქტურაში გუმბათოვანი ნაგებობის გააზრება და დასავლეთით ერთ ნავიანი სამლოცველოს კედლისგან და ბურჯისგან გამოთავისუფლების კონცეფცია ეკუთვნის კინორეჟისორს, მხატვარ-დიზაინერს და პროდიუსერს გენო ცაავას.
ამ სახის გადაწყვეტილებამ სამლოცველო დარბაზული ეკლესიის ნიმუშად აქცია და ბაზილიკის ტიპის ნაგებობაში ანალოგი არა აქვს.
ამ უნიკალური ეკლესიის ნიმუში შემოწირულობის სახით პროექტად აქცია სენაკის მკვიდრმა, საპატრიარქოს არქიტექტურულ საბჭოში შემოქმედმა: რეზო ჯანაშიამ;
პ. ს.
ანალოგიური პროექტით მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფ ლეცაავეში ცაავების შემოწირულობით აშენდა სამების სახელობის ეკლესია....................................................................
ეკლესიის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი გახლავთ:
გიორგი ყარამანის_ძე ცაავა https://www.facebook.com/media/set/?set=a.481662005348741&type=3
და
გენო გიორგის_ძე ცაავა

Mob: +34 639032025 ( es)
Mob: +995 599122661
Mail: [email protected]
http://geocinema.ge//ka/persons/5488
https://www.facebook.com/Geno.Tsaava/
………………………………………........
1996 წლის 2 ივლისს გიორგი ცაავას უშუალო ინიციატივით და მისივე შთაგონებით აღდგენილ იქნა შხეფის ქრისტიანული თემი, რომლის საბჭოს თავმჯდომარედ შხეფის მაცხოვრებლებმა გიორგი ცაავა ერთხმად აირჩია.
…………………………………………….
7 ივლისს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს გიორგი ყარამანის_ძე ცაავას დაბადების დღეცაა.
7.07.1924 წ. / 1.10. 2006 წ.
იცნობდეთ სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის დამაარსებლებელს და სულის ჩამდგმელს!
გიორგი,
მიუხედავად კომუნისტური რეჟიმისა და ეკლესიის დევნისა ქრისტესადმი ღრმა რწმენა არ განელებია, ის წმინდა გრაალის, უფლის და ღვთისმშობლის კვართის მცველი აღმოჩნდა. ბავშვობაში უფლისადმი აღთქმული სიტყვა – დანგრეული ეკლესიის, ასევე გაუქმებული “ოხვამე“–ს (სასაფლაოს) აღდგენა არ დავიწყებია და ყოველივე გიორგის ოჯახმა მისივე შთაგონებით - უღლის ცალმა ნუნუ გოგინავა/აფაქიძემ, შვილებმა მერაბი და გენომ თავიანთი ურთულესი - უმძიმესი შრომის ნაყოფის შეწირვით და ერთგული მხარდამჭერების მადლით აღაშენა!
დღეს, გიორგის მიერ აღორძინებულ ''ორეკეში''-ზე და მის მიერ დაფუძნებულ წმიდათა “მთავარანგელოზთა“ სახელობის უფლის სახლში წირვა–ლოცვა აღევლინება და ყოველი ანთებული სანთელი გამოხატულებაა, გიორგის უდიდესი ღვაწლისა და მრევლის ქრისტიანულად ცხოვრებისა.
მოიხსენე, უფალო,
ეკლესიის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი გიორგი ყარამანის_ძე ცაავა - მისი ოჯახი და ყოველნი შემომწირველნი.
ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
…………………………………………………
ტაძრის ძირითადი შემომწირველები და აღმშენებლები:
- გიორგი ცაავა;
- ნუნუ გოგინავა/აფაქიძე - ცაავასი;
- მერაბი ცაავა;
- გენო ცაავა;
- ლუიზა ცაავა;
- ხათუნა ხოფერია;
- ხვიჩა ნარმანია;
- აწ უკვე მღვდელმთავრობიდან განყენებული პეტრე ცაავა, ერისკაცობაში პაატა ცაავა;...........................................................
შხეფის მოსახლეობამ ტაძრის დაარსებაში და აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ასევე,
ეკლესიის მშენებლობაში ვინც მიიღო მონაწილეობა და შემოწირულობით გაისარჯა, მათი სახელი და გვარები შეტანილია ისტორიულ მატიანეში და გამოქვეყნებულია გაზეთ ``კოლხეთი``-ს 2001 წლის თებერვლის N 2–ში და მარტის თვის N 3–ში.

აქვე მინდა ავღნიშნო, მატიანეში - გაზეთ ``კოლხეთი``-ს ბევრი შემომწირველთა სახელი და გვარი გარკვეული მიზეზის გამო ვერ შევიდა რაზეც ბოდიშს გიხდით და შევთხოვ უფალს, რომ ყველას საქმიანობა ღვაწლად შეიწიროს!
ტაძარი 13 წელი შენდებოდა.
პირველ ეტაპზე 1998 –2001 წლებში ორეკეში (სამრეკლო) აიგო, ხოლო 2008 – 2011 წლებში წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი აშენდა და პირველი წირვა – 2011 წლის 21 ნოემბერს მთავარანგელოზობის დღესასწაულზე
სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიაქოს ტახტის მოსაყდრემ – მეუფე შიო მუჯირმა აღავლინა.

ძვირფასო სენაკელებო💓სულთმოფენობას გილოცავთ💓სულიწმიდამ დალოცოსსაზეპურო ერი და ყოველი ქართული ოჯახი.ამინ!
31/05/2026

ძვირფასო სენაკელებო💓სულთმოფენობას გილოცავთ💓
სულიწმიდამ დალოცოს
საზეპურო ერი და ყოველი ქართული ოჯახი.
ამინ!

05/05/2026

საზეპურო ერო!
უძლეველი ზეციერი მხედრის, წმინდა გიორგის მეოხებითა და ურყევი სარწმუნოებით გვმადლოს უფალმა თავისი წყალობა.
გიორგობას გილოცავთ!
ქრისტე აღდგა!

12/04/2026

ქრისტე აღდგა!
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დაეფინოს საზეპურო ერს და მომადლოს ქართველთა სასწაულმოქმედი ერთობა!

04/04/2026

ღვთის განგებულება კაცობრივად არ განისჯება, საღმრთო კომპეტენციაში შეჭრა და წინსწრება დაუშვებელია!
არსებული გარემოებიდან გამომდინარე, მაქვს შინაგანი განცდა, რომ წმ. სინოდის წევრები სულიწმიდის საღმრთო სიბრძნით განათებულნი არიან და მართებული განჩინებითაც განაჩინებენ...
ასე რომ ვილოცოთ, ღმერთმა მშვიდობა მოგვმადლოს, რომ საღვთო განგებულება სიმშვიდით მოვისმინოთ და მივიღოთ.
ღმერთმა დალოცოს მოწამებრივი გვირგვინით შემკული სამოციქულო დედა ეკლესია.
ამინ!

Address

სტალინის ქ
Senaki

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Senaki / სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to Senaki / სენაკის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია:

Share