მართლმადიდებლობა

მართლმადიდებლობა მართლმადიდებლობა

06/09/2026
31/08/2026

ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს პატრიარქს ❣️

ბოლო დღეებში საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს პატრიარქის ქადაგებიდან ერთ კონკრეტულ ფრაზას, რომელიც, ქადაგების საერთო კონტექსტისგან მოწყვეტილად იქნა აღქმული.

უპირველესად, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: ქადაგებაში არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ადამიანს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ექიმს არ უნდა მიმართოს.

ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი და ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. უფალმა ადამიანს უბოძა როგორც სული, ისე სხეული და ორივეს სათანადო მზრუნველობა სჭირდება.

შესაბამისად, როდესაც ადამიანს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ექიმისთვის მიმართვა აუცილებელია.

ამ ქადაგებაში საუბარი იყო იმ შემთხვევაზე, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, გარდაცვალება გარდაუვალია და სამედიცინო ჩარევას უკვე აღარ შეუძლია მისი მდგომარეობის შეცვლა.

როდესაც ადამიანი უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ მისი გარდაცვალება გარდაუვალია და მედიცინის შესაძლებლობები ამოწურულია, რა არის მისთვის იმ წუთებში უფრო დიდი დახმარება? მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შენარჩუნების მცდელობა, თუ ის სულიერი თანადგომა, ლოცვა და ზიარება, რომელიც მის სულს უფალთან შესახვედრად ამზადებს?!

●●●●●●●●
წმინდა პორფირი კავსოკალიველი:

„როდესაც მედიცინა ვეღარაფერს შველის, ნურაფერს გააკეთებთ ხელოვნურად. მიენდეთ ღმერთს. უფალმა უკეთ იცის, როდის არის საუკეთესო დრო ადამიანის სულის წასაყვანად. ხელოვნური დამატებითი საშუალებები, რომლებიც მხოლოდ აგონიას წელავს, ხშირად ხელს უშლის სულს იმ სულიერ სიმშვიდეში, რაც მას მარადისობაში გადასვლის წინ სჭირდება“

●●●●●●●●
წმინდა პაისი მთაწმინდელი

„ნუ შევეწინააღმდეგებით უფლის განჩინებას. როდესაც ხედავ, რომ ადამიანი მიდის ამ სოფლიდან და მკურნალობა უძლურია, ნუ ეცდები ღვთის განგებულების შეჩერებას. სიცოცხლის მიმცემი და მისი წამყვანი უფალია. როდესაც მისი ჟამი დადგება, ჩვენი ვალია არა სხეულის მიწიერ ჭერქვეშ ძალადობრივად დაკავება, არამედ სულის გაცილება ლოცვითა და სულიერი მშვიდობით“

30/08/2026

„როდესაც მედიცინა ვეღარაფერს შველის, ნურაფერს გააკეთებთ ხელოვნურად. მიენდეთ ღმერთს. უფალმა უკეთ იცის, როდის არის საუკეთესო დრო ადამიანის სულის წასაყვანად. ხელოვნური დამატებითი საშუალებები, რომლებიც მხოლოდ აგონიას წელავს, ხშირად ხელს უშლის სულს იმ სულიერ სიმშვიდეში, რაც მას მარადისობაში გადასვლის წინ სჭირდება“ - წმინდა პორფირი კავსოკალიველი

მარტივია ხომ, ეკამათო ახალგაზრდა პატრიარქს? ფრთხილად უნდა იყოთ, შეიძლება ასეთ დროს რომელიმე წმინდა მამასაც განიკითხავდეთ ‼️

©️ წყარო - საბურთალოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

ცნობილი იტალიელი მყვინთავი ენცო მალიორკა სირაკუზის მახლობლად ზღვაში ყვინთავდა თავის ქალიშვილ როსანასთან ერთად, რომელიც ნ...
30/08/2026

ცნობილი იტალიელი მყვინთავი ენცო მალიორკა სირაკუზის მახლობლად ზღვაში ყვინთავდა თავის ქალიშვილ როსანასთან ერთად, რომელიც ნავში იჯდა.როცა ჩაყვინთა ენცომ იგრძნო, რომ რაღაც მსუბუქად მოხვდა ზურგზე. ის შემობრუნდა და დაინახა დელფინი; მიხვდა, რომ დელფინს არ უნდოდა თამაში, მაგრამ რაღაცას ანიშნებდა.
დელფინმა ჩაყვინთა და ენცო გაჰყვა.
დაახლოებით 12 ფუტის სიღრმეზე კიდევ ერთი დელფინი, მიტოვებულ ბადეში იყო დაჭერილი.
მალიორკამ სთხოვა ქალიშვილს სასწრაფოდ მიეწოდებინა მისთვის მყვინთავის დანა. რამოდენიმე წუთში მათ მოახერხეს დელფინის განთავისუფლება, რომელმაც თავისი უკანასკნელი ძალებით გამოსცა "თითქმის ადამიანის ტირილის მსგავსი ხმა" (როგორც თავად მაიორკამ თქვა).

დელფინს შეუძლია წყლის ქვეშ 10 წუთამდე იცოცხლოს, შემდეგ კი იხრჩობა.

განთავისუფლებულმა, ჯერ კიდევ განცვიფრებულილმა დელფინმა, ენცომ, როსანიმ და კიდევ ერთმა დელფინმა ზედაპირზე ამოყვინთნეს. აღმოჩნდა რომ, გადარჩენილმა დელფინმა მალევე გააჩინა შვილი

მამა დელფინმა შემოხაზა წრე, ენზოსკენ გაცურა, ლოყაზე შეეხო (კოცნის მსგავსად) - მადლობის ჟესტი ... და გაცურა.

ყოველივე ამის შემდეგ, ენზომ თქვა: "სანამ ადამიანი არ ისწავლის ბუნების პატივისცემას და ლაპარაკს ცხოველთა სამყაროსთან, ის ვერასოდეს გაიგებს მის ნამდვილ როლს დედამიწაზე !!!"

❤️
27/08/2026

❤️

16/08/2026

Address

Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მართლმადიდებლობა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share