•ოქროპირი•

•ოქროპირი• გვერდი მიზნად ისახავს წმ. მამათა გამონათქვამების გავრცელებას

27/05/2026

⛪️ ეკლესია არის მიწაზე დამკვიდრებული ზეცა, სადაც სულიწმინდა მოქმედებს და სადაც ყოველი მორწმუნის გული ღვთაებრივი ნათლით განათდება.
-იოანე ოქროპირი.

მეუფე შიოს მიმართვა: “მე მინდა ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზნო დასს, მორწმუნე მრევლს ვთხოვო განსაკუთრებით ილოცონ პატრიარქ...
17/03/2026

მეუფე შიოს მიმართვა: “მე მინდა ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზნო დასს, მორწმუნე მრევლს ვთხოვო განსაკუთრებით ილოცონ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის…”

16/03/2026

⛪️შიომღვიმე

📖 "ახალგაზრდობაში ყველა დიდ შეცდომას უშვებს, როცა სამომავლოდ დებს იმას, რისი გაკეთებაც დღეს მართებდა მთელი ძალ-ღონის დაძ...
14/03/2026

📖 "ახალგაზრდობაში ყველა დიდ შეცდომას უშვებს, როცა სამომავლოდ დებს იმას, რისი გაკეთებაც დღეს მართებდა მთელი ძალ-ღონის დაძაბვით. შედეგად კი დრო გადის, ადამიანი ბერდება, პირობები შესაძლოა უარესობისკენ შეიცვალოს, ხშირად ჯანმრთელობაც ღალატობს _ და კაცი არ აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა, რისკენაც უფალი მოუწოდებდა, რაც ცხადი იყო მისი გონებისთვისაც და გულისთვისაც. ერთიღა დარჩენია: ჩავლილი უნაყოფო ცხოვრების გამო წუხილი და სინანული.

მოდის აზრი, თითქოს ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ბევრ შეცდომას უკვე აღარ დავუშვებდით, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც ვაშლის თესლშია ჩადებული პოტენციურად მთელი ვაშლი და არა ვერხვი, ისევე ყოველი ინდივიდი არის რაღაც უცვლელი თავისი არსებით. მაგრამ შეიძლება და საჭიროცაა გარეგნული ძველი, ემპირიული მხარის ახლით შეცვლა სახარების მცნე­ბების თანახმად.

ამიტომ შესაძლებელია ზოგადი კანონის დადგენა: ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერი საქმიანობისას სახარების თანახმად უნდა მოვიქცეთ. მაშინ აღარც შეცდომები გვექნება, აღარც ნაგვიანევი წუხი­ლი და სინანული. სახარების მცნებების შესრულებით კაცის პიროვნება, ღვთის ხატი მასში, მისი ნოუმენალური არსება გაიზრდება, გააცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც ღვთის ხატს, დაუპირისპირებს თავის თავს გარე სამყაროს, მასზე მაღლა დადგება. ადამიანი დაამყარებს რეალურ, სავსებით გაცნობიერებულ და საგრძნობ კავშირს ღმერთთან, იმდენად მტკიცეს, რომ ამა სოფლის ვერავითარი ქარები და გრიგალები მას ვერ შეარყევს."

✍🏻იღ. ნიკონი (ვორობიოვი)

📖 "დაცემამდე ადამიანი თავისუფალი იყო სიკეთის არჩევასა და ქმნაში. დაცემის შემდეგ იგი ცოდვის მონა გახდა. ღირსი სვიმეონ ახ....
14/03/2026

📖 "დაცემამდე ადამიანი თავისუფალი იყო სიკეთის არჩევასა და ქმნაში. დაცემის შემდეგ იგი ცოდვის მონა გახდა. ღირსი სვიმეონ ახ. ღვთისმეტყველი წერს, რომ დაცემის შემდეგ ადამიანმა დაკარგა სიკეთის კეთების თავისუფლება, დარჩა მხოლოდ სიკეთის არჩევის, სიკეთის უპირატესობის აღიარების, სიკეთის კეთების სურვილის თავისუფლება. ამისათვის ადამიანმა ღმერთს უნდა მიმართოს ლოცვით, რათა მიიღოს მისგან ძალა, აკეთოს სიკეთე, რომელიც შეიყვარა. ამასვე ამბობს ღირსი ისააკ ასურიც. მცნებების შესრულების ნაკლულევანება გულის შემუსრვილებით ივსება.

გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ გულის შემუსრვილება, გულის გლოვა მცნებების დარღვევისათვის უფრო ფასეულია, ვიდრე საკუთარი ნებით მათი შესრულება. ვინაიდან ამ უკანასკნელს ქედმაღლობასა და ამპარტავნებამდე მივყავართ, რაც ყველანაირ სიკეთეს აბათილებს. გულის შემუსრვილება კი, ღვთის მოწყალებით, ანაცვლებს ღვაწლს და კაცს სიმდაბლეში ამყოფებს, ურომლისოდაც ყოველგვარი ღვაწლი ფუჭია - მეტიც, დამღუპველია."

✍🏻იღ. ნიკონი (ვოტობიოვი)

📖 "უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი" (მთ. 19:17),...   თანამედროვე ქრისტიანთა უმეტესობას არ ესმის, რ...
14/03/2026

📖 "უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაი, დაიმარხენ მცნებანი" (მთ. 19:17),...

თანამედროვე ქრისტიანთა უმეტესობას არ ესმის, რას ნიშნავს სახარების მცნებების შესრულება. მათთვის ეს ცარიელი მორალია, რომელსაც უარყოფენ მისი სიძნელის გამო, ანდა ისე მიუსადაგებენ ხოლმე თავიანთ ვნებებს, გულისთქმებსა და ყოფით ამაოებას, რომ სახარების მცნე­ბებისაგან ქრისტესი აღარაფერი რჩება. ესაა ეშმაკის ხერხი, ეშმაკისა, რომელიც ღუპავს ფსევდოქრისტიანებს. ორასი წლის წინ მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი თავის სასენაკო წერილებში წერდა: "ქრისტიანობა შეუმჩნევლად ტოვებს ადამიანებს, რჩება მხოლოდ თვალთამაქცობა" (და დღეს რაღა რჩება ან დასავლეთში, ან ჩვენთან?). ასი წლის წინ ეს სიტყვები მოჰყავს ეპ. ეგნატეს (ბრიანჩანინოვს) თავისი ძმისადმი მიწერილ წერილში და წინასწარმეტყველებს, რომ მალე მონაზვნობა გაქრება, მის კვალდაკვალ კი იგივე ბედი ელის მართლმადიდებლობასაც. ხელმძღვანელები კარგად უნდა დაუფიქრდნენ ამას და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ!
სემინარიებსა და აკადემიებში სქოლასტიკით კი არ უნდა იყვნენ დაკავებულნი, არამედ გულსა და ნებაზე უნდა იმოქმედონ და არა მხოლოდ გონებასა და მეხსიერებაზე."

✍🏻იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

📖 "უფალი ყველგანაა. ეცადეთ ყველაფერში, სულ მცირედშიც კი, უფალს დაემორჩილოთ, მის წინაშე აკეთოთ თქვენი ყოველდღიური საქმეებ...
14/03/2026

📖 "უფალი ყველგანაა. ეცადეთ ყველაფერში, სულ მცირედშიც კი, უფალს დაემორჩილოთ, მის წინაშე აკეთოთ თქვენი ყოველდღიური საქმეები. სცადეთ. სულერთია, ზიხართ, დგახართ, წევხართ, უყურებთ რამეს, ლაპარაკობთ, ახლობელთან ურთიერთობთ თუ ფიქრობთ, ეცადეთ, რომ ეს ყველაფერი ღვთის მცნების თანახმად გააკეთოთ, თითქოს ნამდვილად ღვთის წინაშე იდგეთ, რამეთუ ჭეშმარიტად უფალი ყველგანაა. ჩვენ მისით ვცხო­ვრობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ. სცადეთ და თუნდაც ერთი საათი მოიქეცით ასე. თუ ის შეგიძლიათ, რომ ყველაფერში კაცს დაემორჩილოთ, რატომ ვერ უნდა შეძლოთ, რომ ყოველდღე ერთი საათი მაინც უფალს დაემორჩილოთ?

მეტისმეტად ბევრს ხომ არ ოცნებობთ დიდზე, და ამ დროს მხედველობიდან გრჩებათ მცირე, რეალური, თქვენთვის მისაწვდომი? ჩვენი ცხონების მტერი ხშირად იქცევა ასე: მეტის სურვილს აღგვიძრავს, რათა მცირედიც დავკარგოთ."

✍🏻იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

07/03/2026

⛪️ მართლმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის 2ე კვირას აღნიშნავს თესალონიკელი მღვდელმთვარის, წმ. გრიგოლ პალამას ხსენების დღეს. გილოცავთ...

Address

Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when •ოქროპირი• posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share