მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Rustavi
  • მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი რუსთავი, მართლმადიდებელი

🎗ხშირად ​ლოცულობ და გეჩვენება, რომ შენსი ვედრება უპასუხოა❓️ 🔶️უფალი ხედავს ყველაფერს — შენს დაფარულ ცრემლს, გულის ტკივილ...
06/06/2026

🎗ხშირად ​ლოცულობ და გეჩვენება, რომ შენსი ვედრება უპასუხოა❓️

🔶️უფალი ხედავს ყველაფერს — შენს დაფარულ ცრემლს, გულის ტკივილსა და იმ უდიდეს მოთმინებას, რომლითაც განსაცდელს უძლებ.

🔶️​სახარებაში ვკითხულობთ, რომ როდესაც ქანანელი დედა შვილის გადარჩენას სთხოვდა, იესომ თავიდან „ხმა არ გასცა მას“ (მათე 15:23). უფალმა დააყოვნა პასუხი, რათა ამ დედის რწმენა ოქროსავით გამოებრძმედა.
დედას ლოცვა არ შეუწყვეტია. მან სიმდაბლით გააგრძელა ვედრება, მაცხოვარმა უთხრა: „დიდია შენი რწმენა, დაგემართოს, როგორც გსურს!“

🔅წმინდა სილუან ათონელი გვმოძღვრავს:
​„თუ ლოცულობ და გგონია, რომ ღმერთი არ გისმენს, ნუ მიატოვებ ლოცვას. ღმერთი ხედავს შენს მოთმინებას და იმაზე მეტს მოგცემს, ვიდრე სთხოვდი“.

🔅წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ უფალი ხშირად იმიტომ აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რომ უფრო დიდხანს დაგტოვოს თავისთან, მასთან საუბარში (ლოცვაში), რადგან ღმერთთან ყოფნაზე დიდი სიკეთე ადამიანისთვის არაფერია.
​🔅️ უფლის ყოვლისმხედველი თვალი მარად შენსკენ არის მოპყრობილი. ის უბრალოდ ელოდება შესაფერის ჟამს, რათა შენს ერთგულებას იმაზე დიდებული წყალობით უპასუხოს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.
🧡 გააგრძელე ლოცვა!ნუ მიატოვებ !
​მივენდოთ მაცხოვრის ყოვლისმცოდნე განგებულებას!
ამინ!. 🙏✨

🎗ერთმა ქვრივმა დედამ უკანასკნელი ოქროს მონეტა ტალახში დაკარგა, რომლითაც შვილებისთვის პური უნდა ეყიდა. ატირებულმა შეხედა ...
05/06/2026

🎗ერთმა ქვრივმა დედამ უკანასკნელი ოქროს მონეტა ტალახში დაკარგა, რომლითაც შვილებისთვის პური უნდა ეყიდა. ატირებულმა შეხედა ზეცას: „უფალო, შენ უწყი ჩვენი გაჭირვება, ნუ დაგვტოვებ!“, თუმცა მონეტა ვერ იპოვა და შინ ხელცარიელი დაბრუნდა.

​მეორე დღეს იმავე გზაზე ერთმა მდიდარმა, ამპარტავანმა კაცმა გაიარა, მონეტა დაინახა, ჯიბეში ჩაიდო და ჩაიცინა: „ჰა, ბედი ჩემს მხარესაა, ღმერთი კი არ არსებობს!“.

​ერთმა ახალგაზრდა ბერმა ეს რომ დაინახა, მოძღვარს ჰკითხა: „რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ სათნო დედის უკანასკნელი ლუკმა უღმერთო კაცს ჩავარდნოდა ხელში?“
​მოძღვარმა მშვიდად მიუგო:
— უფალი ყოველ სულს მარადისობის ჭრილში უყურებს. იმ მდიდარ კაცს უფალმა ეს მონეტა იმიტომ კი არ მიჰმადლა, რომ მისი ამპარტავნება მოეწონა, არამედ თავისი უსაზღვრო მოწყალებით მისცა კიდევ ერთი მიზეზი, რომ ღვთის განგებულება დაენახა, მადლიერება განეცადა და სინანულს შედგომოდა. მაგრამ კაცმა ეს წყალობა საკუთარ სიბრმავესა და „ბედს“ მიაწერა და გული უფრო გაიქვავა.

​ხოლო იმ ქვრივ დედას უფალმა უფრო დიდი სასწაული მოუმზადა: მისი გაჭირვება და სულიერი სიმტკიცე რომ დაინახეს, მეზობლებში ქრისტესმიერი სიყვარული გაიღვიძა. მთელმა სოფელმა მოუყარა თავი სარჩოს და ამ ოჯახს იმაზე ათჯერ მეტი მიუტანა, ვიდრე იმ ერთი მონეტა იყო. ქვრივის მოთმინებამ კი მისი სული სასუფევლისთვის განამზადა.

​უფალმა კეთილ ქვრივს სულიერი და მიწისმიერი წყალობა ერთად მიჰმადლა, ხოლო უმადურ მდიდარს — მოქცევის კიდევ ერთი შანსი, რომელიც მან თავისივე ნებით დაკარგა.

✴️წმინდა პაისი ათონელი გვასწავლის: „უფალმა ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება თითოეულ სულს საცხოვნებლად“.

ნუ ვეძიებთ მიწისმიერ სამართალს იქ, სადაც საღვთო სიყვარული მოქმედებს. ვენდოთ მაცხოვრის განგებას და მადლობა შევწიროთ მას ყველაფრისთვის!
ამინ!
🕊️✨

🔹,,️თუ გსურს, რომ შენი წყენა მტერმა ვერაფრით განაახლოს, ის ისე ღრმად ჩამარხე შენს მეხსიერებაში, რომ თავადაც ვეღარ იპოვო....
04/06/2026

🔹,,️თუ გსურს, რომ შენი წყენა მტერმა ვერაფრით განაახლოს, ის ისე ღრმად ჩამარხე შენს მეხსიერებაში, რომ თავადაც ვეღარ იპოვო.“
– წმინდა იოანე ოქროპირი

🔹️​„როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ისე სიყვარული და წყენის დავიწყება აქრობს ყოველგვარ მტრობას.“
– წმინდა ტიხონ ზადონელი

🔹️​„ერთგული მეგობარი ცხოვრების საუნჯეა და სულის სიმტკიცე. ის, რაც მარტოსთვის მძიმეა, ორისთვის მსუბუქი ხდება.“
– წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

🔹️​„ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ სიხარულშია შენთან, არამედ ის, ვინც განსაცდელის დროს შენს გვერდით დგას და შენს ტკივილს ისევე ინაწილებს, როგორც საკუთარს.“
– ღირსი მაქსიმე აღმსარებელი
@

„„მოდიოდა ნინო მთებით...“ ✨საკუთარი თმით შეკრული ვაზის ჯვრითა და უდიდესი რწმენით.კაპადოკიელი ქალწული, ყოველგვარი ძალის, ...
01/06/2026

„„მოდიოდა ნინო მთებით...“ ✨
საკუთარი თმით შეკრული ვაზის ჯვრითა და უდიდესი რწმენით.
კაპადოკიელი ქალწული, ყოველგვარი ძალის, ჯარისა და იარაღის გარეშე, მხოლოდ სარწმუნოებითა და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გარდამტეხ კვალს ტოვებს.

⚘️მისმა ღვაწლმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც გვაერთიანებს, გვაძლიერებს და იმედს გვინერგავს.

⚘️წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს, თითოეულ ოჯახსა და თითოეულ ადამიანს. 🙏

განსაკუთრებით ვულოცავთ ყველა ნინოს — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.
❤️🌹❤️
გილოცავთ წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს! 🙏✨

📍საკვირაო სკოლაში ჩატარებული აქტივობის ფარგლებში მონაწილეებს ვაჩვენეთ ვიდეო, რომელიც გამჭრიახობის, მათემატიკური ლოგიკისა...
31/05/2026

📍საკვირაო სკოლაში ჩატარებული აქტივობის ფარგლებში მონაწილეებს ვაჩვენეთ ვიდეო, რომელიც გამჭრიახობის, მათემატიკური ლოგიკისა და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას წარმოაჩენდა.

📍️ვიდეოს განხილვის შემდეგ მოსწავლეები ჩაერთნენ შემოქმედებით საქმიანობაში და შექმნეს ლოგოები, რომლებშიც ასახეს მათემატიკის, ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებისადმი საკუთარი დამოკიდებულება.

📍აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ასევე მათემატიკური იდეების ვიზუალურად წარმოჩენასა და გააზრებას.

🥀💐🌹🌺🌷🌼🌻🌿🌻🌼🌷🌺🌹💐🥀სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა....გვაცხოვნენ ჩვენ ,ნუგეშინისმცემელო სახიერო,მგალობელნი შ...
31/05/2026

🥀💐🌹🌺🌷🌼🌻🌿🌻🌼🌷🌺🌹💐🥀
სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა....

გვაცხოვნენ ჩვენ ,ნუგეშინისმცემელო სახიერო,მგალობელნი შენნი, ალილუია🙏💜🧡❤️

🥀სულთმოფენობა 🥀​აღდგომიდან 50-ე  დღეს სამყაროში საღვთო მადლის ახალი ეტაპი იხსნება, რომელიც თითოეული ადამიანის სულს ეხება...
31/05/2026

🥀სულთმოფენობა 🥀

​აღდგომიდან 50-ე დღეს სამყაროში საღვთო მადლის ახალი ეტაპი იხსნება, რომელიც თითოეული ადამიანის სულს ეხება.
​🌿💐
ნედლი ბალახითა და ტოტებით ეკლესიების შემკობა უბრალო ტრადიცია არ არის — მწვანე ფერი აღორძინების სიმბოლოა.
როგორც გაზაფხულზე ცოცხლდება ბუნება, ისე სულიწმინდის გარდამოსვლით განახლდება ცოდვით დაცემული ადამიანის ბუნება.
ქრისტეს ეკლესიაში სულიერი სიკვდილი დამარცხებულია და ყველას ეძლევა შანსი ხელახალი შობისა.
🌿💐
აღდგომის საზეიმო დღეების შემდეგ, მრევლი ამ მსახურებაზე პირველად იყრის მუხლს. რომლითაც უფალს ცოდვათა შენდობას, სულიწმინდის ნიჭთა მოფენასა და მიცვალებულთა სულების საუკუნო განსვენებას ვავედრებთ .


​ყოვლადწმიდა სამების მშვიდობა და სულიწმინდის ნუგეში ფარავდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს! ❤️🤍

🌺🌷💗დღეს სამყარო უდიდეს საიდუმლოს ზეიმობს — სულთმოფენობას!🥀​ უფალმა თავისი სრული სიყვარული გაგვიმხილა: სულიწმინდა ცეცხლის...
31/05/2026

🌺🌷💗დღეს სამყარო უდიდეს საიდუმლოს ზეიმობს — სულთმოფენობას!

🥀​ უფალმა თავისი სრული სიყვარული გაგვიმხილა: სულიწმინდა ცეცხლის ენებად მოეფინა ქვეყნიერებას, რათა თითოეული ადამიანის გულში დაამკვიდროს მარადიული ჭეშმარიტება.
🔺️🔻 დაარსდა ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია — ერთადერთი კიდობანი, რომელსაც კაცობრიობა გადარჩენისა და შემოქმედთან თანაზიარობისკენ მიჰყავს.

🥀ღვთიურმა მადლმა ,,უბრალო" , ,,უსწავლელი" მებადურები ისეთი სიბრძნით აღავსო, რომ მათ მთელი მსოფლიო ,,მოინადირეს" და ,,რწმენის ნათელით გააბრწყინეს." ეს სიწმინდე დღესაც ცოცხლობს ჩვენს სარწმუნოებაში, რომელიც უცვლელად ინახავს მაცხოვრის მიერ დატოვებულ სიყვარულსა და წყალობას.

​🔺️🔻 ყოვლადწმიდა სამების დიდებისა და საღვთო სიხარულის ნიშნად, მთელი მომდევნო კვირა ხსნილია — მარხვა უქმდება ოთხშაბათსა და პარასკევს.

​ დღესასწაულიდან მე-8 დღეს (ყოველთა წმიდათა კვირიაკეს მომდევნო ორშაბათს) იწყება პეტრე-პავლობის პერიოდი, რომელიც 12 ივლისამდე გასტანს.

🙏​, შევიცნოთ ჭეშმარიტი რწმენა და გავხდეთ ნაწილი იმ დიდი, წმინდა ოჯახისა, რასაც მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი ჰქვია.
​მამის, ძისა და წმიდისა სულის მადლი, მშვიდობა და წყალობა ფარავდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!🌺🌷💗

22/05/2026

‼️ ცვლილებები ლოცვებში:

ამაღლებიდან სულთმოფენობამდე (21-31 მაისი)
I. ლოცვებში არსად აღარ იკითხება ტროპარი „ქრისტე აღდგა...“
(მომავალი წლის აღდგომამდე)

II. დასაწყის ლოცვების კითხვას ვიწყებთ
„წმიდაო ღმერთო“-დან..

III. ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევ დილის ჩათვლით (29 მაისი)
ნაცვლად „ღირს არსი“-სა იკითხება:

🌺 „ადიდებს სული ჩემი ქუეყანით ზეცას ამაღლებულსა ქრისტესა ცხოვრების მომცემელსა.
ჰშევ, ქალწულო, მიუწთომელი ბუნებათა,უჟამოდ გამოუთქუმელი, ამისთჳს უბიწოო, ყოველნი მორწმუნენი გადიდებენ შენ“.

🔸 მუხლმოდრეკა (დიდი მეტანიები) განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (31 მაისი)

. ​🟪20 მაისს დედაეკლესია საზეიმოდ აღასრულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წარგზავნას. 💜ეს დღე ქრისტეს აღდგომის სიხარ...
20/05/2026

.
​🟪20 მაისს დედაეკლესია საზეიმოდ აღასრულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წარგზავნას.
💜ეს დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის დასრულება კი არ არის, არამედ ამ სიხარულის ჩვენს ყოველდღიურობაში გადატანაა.
​🟣 ხვალიდან დილა-საღამოს ლოცვებს

კვლავ „წმიდაო ღმერთო“-დან დავიწყებთ, თუმცა აღდგომის მისტიკური რეალობა ქრისტიანის სულში მარადიულად უნდა სუფევდეს.

​🪻 კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს დიდებულ აღდგომას! უფალმა მომავალი წლის აღდგომის სიხარულს მშვიდობითა და სულიერი სიმტკიცით შეგვახვედროს!
​„ქრისტე არს ჩვენს შორის!“ 🙏

​💜🌿 „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!“ 🌿💜

Address

ვაჟა-ფშაველას II გასასვლელი, რუსთავი
Rustavi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share