24/08/2026
მკ 3:6-12:
"იქიდან გამოსულმა ფარისევლებმა მაშინვე მოითათბირეს ჰეროდიანელებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი. იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა; უამრავი ხალხი მიჰყვებოდა მას გალილეიდან და იუდეიდან, იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან; მრავალნი მოვიდნენ მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდანაც, როცა ესმათ, რა მოიმოქმედა მან. უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროებინა იგი. რადგან ბევრი განკურნა, ყველა, ვისაც რაიმე სნეულება სჭირდა, ზედ აწყდებოდა და ცდილობდა შეხებოდა მას. როცა კი არაწმიდა სულები დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: "შენა ხარ ძე ღვთისა”. იესო მკაცრად უკრძალავდა მათ, რომ არავისთან გაეცხადებინათ იგი."