23/11/2016
წმიდა გიორგი გფარავდეთ
წმიდა გიორგის წყალობის,
არ მოგეშალოთ მადლიო,
დილა გითენოთ დარობით,
გაშოროთ სევდა, დარდიო.
ამოგიბრწყინოთ ნათელი,
ქართული მზის და დილისა,
არ ჩაგღვენთოდეთ სანთელი,
თუნდა წყალობა მცირისა.
ცოდვის სიმძიმით გვტკიოდი,
თავს გვადექ ქართველთ მხედარი,
ისევ გვენახე გიორგი,
დიდგორის ცაზე შემდგარი.
/ნანა მეფარიშვილი/