არქიმანდრიტი ილია კარტოზია

  • Home
  • Georgia
  • Mzcheta
  • არქიმანდრიტი ილია კარტოზია

არქიმანდრიტი ილია კარტოზია მამა ილიას სამეგობროს მიერ შექმნილი ვებ-გვერდი

ავტობიოგრაფია

არქიმანდრიტი ილია (ერისკაცობაში ომარი გიგას-ძე) კარტოზია, დაიბადა 1987 წლის 1 მაისს ქ.სოხუმში.

1996 წლიდან ქ.ზუგდიდის მაცხოვრის კარის ტაძრის სტიქაროსანი, ხოლო 2000 წელს გადაყვანილ იქნა ზუგდიდის საკათედრო ტაძარში ეპარქიის მღვდელმთავრის პირად სტიქაროსნად.

2004 წელს დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა, იმავე წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაგზავნილ

იქნა ახალციხეში, საფარის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად და ცხოვრობდა მონასტერში.

2005 წლის 4 აგვისტოს სულიერი მოძღვრისა და ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით მივიდა სვეტიცხოვლის მამათა მონასტერში მორჩილად.

2006 წლის 21 მარტს სულიერი მოძღვრის - არქიმანდრიტ ისააკის /ღადუა/ წარდგინებითა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შეიმოსა მორჩილის კაბით.იმავე წელს დაინიშნა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მთავარ მედავითნედ.

2007 წლის 9 მარტს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტმა ისააკმა
/ღადუა/ შემოსა სამონაზვნე მანტიით და სახელი ილია უწოდა.

2008 წლის 1 სექტემბერს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოს ლუკას /ლომიძე/ მიერ ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად და დაინიშნა სცეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მთავარ დიაკვნად.იმავე წელს არქიმანდრიტ ისააკის /ღადუა/ წარდგინებით და მონასტრის ძმობასთან შეთანხმებით დაინიშნა მონასტრის კეთილმოწესედ და ეკონომოსად.

2009 წლის 13 მარტს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოს ლუკას /ლომიძე/ მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელ -მონაზვნად. იმავე წლის 18 ოქტომბერს სამების საპატრიარქო ლავრაში მისმა უწმინდესობამ დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აიყვანა იღუმენის ხარისხში.

2010 წლის 19 ნოემბერს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა მცხეთის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვრად.

2010 წლის 12 დეკემბერს მისმა უწმინდესობამ, ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.

2014 წლის 28 დეკემბერს მამა ილია კარტოზია პატრიარქის კურთხევით მრევლთან ერთად ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოსალოცად მიემგზავრებოდა. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" საქართველოს რვა მოქალაქე იყო, მათ შორის ერთი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი. საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილიას შეეძლო გადარჩენა, თუმცა მან საკუთარი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო, რის გამოც ზღვაში გადავარდა და დაიღუპა.

2015 წლის 18 იანვარს არქიმანდრიტი ილიას ცხედარი ბარიდან თბილისიში ჩამოასვენეს.

2015 წლის 19 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, სამოქალაქო თავდადებისათვის“, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა

2015 წლის 20 იანვარს მამა ილია კარტოზია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

06/01/2025

"შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა!" ქრისტეშობას გილოცავთ🙏🏻🙏🏻🙏🏻

06/01/2025

2014 წლის 28 დეკემბერს, ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილ ხანძარს ქართველი სასულიერო პირის - 27 წლის ...

06/01/2025

ათი წლის წინ, 2014 წლის 28 დეკემბერს ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა მამა ილია (კარტოზია), 27 წლ...

10/03/2024
12/02/2022
10/05/2021
ქრისტე აღდგა🙏🏻გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს🙏🏻🙏🏻🙏🏻
01/05/2021

ქრისტე აღდგა🙏🏻გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს🙏🏻🙏🏻🙏🏻

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

პატივისცემით,
მამა ილიას სამეგობრო

დღეს მამა ილიას დაბადების დღეა🙏🏻მამაო, ღმერთმა აცხონოს შენი სული🙏🏻
01/05/2021

დღეს მამა ილიას დაბადების დღეა🙏🏻მამაო, ღმერთმა აცხონოს შენი სული🙏🏻

Address

Mzcheta

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when არქიმანდრიტი ილია კარტოზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share