მსხალდიდის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Mtskheta
  • მსხალდიდის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი

მსხალდიდის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მსხალდიდის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი, Christian church, mskhaldidi, Mtskheta.

გილოცავთ ამაღლებას უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ...
20/05/2026

გილოცავთ ამაღლებას უფლისა, ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!

ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა ამინ!

მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია. ახლა ბოროტების ძალები ადამიანთა მოდგმის გაერთიანებას ცდილობენ, რათა ახალი მსოფლიო წე...
18/05/2026

მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია. ახლა ბოროტების ძალები ადამიანთა მოდგმის გაერთიანებას ცდილობენ, რათა ახალი მსოფლიო წესრიგი დაამყარონ, ანტიქრისტეს მოსასვლელად. მაგრამ არ გამოსდით.

უკვირთ - რატომ, ისინი ხომ ასე ერთგულად ემსახურებიან ეშმაკს? ისინი შესჩივიან მას, რომ მართლმადიდებელთა გამო არ ძალუძთ საქმის დასრულება. და თავად ეშმაკიც ჩივის, რომ მართლმადიდებელთა გამო არ შეუძლია თავისი ჯოჯოხეთური გეგმის განხორციელება.

ამიტომაც იტანჯებიან მართლმადიდებლები მსოფლიო ბოროტების წნეხისგან.
და მაინც, სანამ ჩვენ შორის არსებობენ მდაბალი და მშვიდი სულები, რომლებიც გამუდმებით ლოცულობენ, რომ უფალმა ბოროტება არ დაუშვას, ასეთი სულების გამო არ ძალუძს სატანურ გეგმას განხორციელება, მათთვის, და უცოდველი ბავშვების გულისთვის, კვლავ ანათებს მზე და გვაკურთხებს ღმერთი.

არქიმანდრიტი თადეოზი (ვიტოვნიცელი)

18/05/2026
18/05/2026
16/05/2026
ერთი ახალგაზრდა მივიდა მღვდელთანდა ეუბნება:" მამაო მე აღარ ვივლი ეკლესიაში, რადგან ერთი მეორეს განიკითხავენ; ტელეფონებს ...
16/05/2026

ერთი ახალგაზრდა მივიდა მღვდელთან
და ეუბნება:" მამაო მე აღარ ვივლი ეკლესიაში, რადგან ერთი მეორეს განიკითხავენ; ტელეფონებს ჩასჩერებიან და ზოგსაც ერთი სული აქვს როდის დამთავრდება მსახურება"

მოძღვარი მიხვდა,რომ გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა და ჩვეული სიმშვიდით უთხრა: "ვიდრე წახვალ, ერთ სათხოვარს თუ ამისრულებ
ძალიან დამავალებ! !შეგიძლია თუ არა რომ წყლით სავსე ჭიქით ხელში სამჯერ წრე დაარტყა მსახურების დროს, ისე რომ წვეთიც არ დაგექცეს?"

ახალგაზრდამ იფიქრა, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა ამის ასრულება და მართლაც წარმატებით როცა გაართვა თავი ამ საქმეს, მოძღვარმა შემდეგი რამ ჰკითხა. " როცა ჭიქას დაატარებდი ,მოისმინე ვინმეს ჭორაობა, ან გაგაღიზიანა ვინმეს ტელეფონზე დამოკიდებულებამ ან საერთოდ ვინმეს კიდევ შენიშნე სულმოკლეობა?"

"არა მამაო,არ შემიმჩნევია"

"და იცი რატომ შვილო? ყურადღება მხოლოდ იმაზე გქონდა რომ არცერთი წვეთი არ დაგქცეოდა! ამიტომ თუ ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ შენი სულის გამომსყიდველი უფალი იესო ქრისტესკენ გექნება,არ დაბრკოლდები არასოდეს არა მარტო აქ არამედ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ყოველთვის წარმატებული იქნები და სანუკვარ სულის ხსნასაც მოიპოვებ!!

შენი მოძღვრის დალოცვა მთელი სამყაროს ლოცვაზე შეუდარებლად დიდია. გამოითხოვე კურთხევა მოძღვრისგან? მაშინ ნუღარაფრის გეშინი...
14/05/2026

შენი მოძღვრის დალოცვა მთელი სამყაროს ლოცვაზე შეუდარებლად დიდია. გამოითხოვე კურთხევა მოძღვრისგან? მაშინ ნუღარაფრის გეშინია... ჩვენ, მოძღვრები, ეგებ ზოგჯერ ვცდებოდეთ, მაგრამ თუ თქვენ მორჩილად აღასრულებთ კურთხევას, საქმე ავის მაგივრად კეთილად შემოგიბრუნდებათ. ვინც მორჩილებს თავის მოძღვარს, ბაძავს ქრისტეს, რომელიც მორჩილი იყო ზეციური მამისა, ხოლო ღმერთი აკურთხებს თავის მიმბაძველს.

წმ.ეფრემ კატუნაკელი

"სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რ...
12/05/2026

"სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა".
წმ. იოანე ოქროპირი

11/05/2026

გილოცავთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდი მეუფის შიო III -ის არჩევას!❤️
აქსიოს! აქსიოს! აქსიოს! ❤️
გილოცავთ სრულიად საქართველოს! ❤️ 🇬🇪

,,დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრესტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და...
08/05/2026

,,დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრესტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა, და არა ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის, როდესაც დავდივართ, როდესაც საზრდელს ვიღებთ, როდესაც ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ გონებით და აღვასრულებდეთ გონებით ლოცვას, ღმრთისათვის სათნოს - ჭეშმარიტ ლოცვას.
სხეულით ვიმსახუროთ, ხოლო სულით ვილოცოთ.’’

წმ. გრიგოლ პალამა

ებრძოლე ყველა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ცოდვას. ვინც მცირედში არ არის სარწმუნო, იმას დიდს არ ანდობენ. თორემ ეშმაკი ჩაგჩ...
04/05/2026

ებრძოლე ყველა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ცოდვას. ვინც მცირედში არ არის სარწმუნო, იმას დიდს არ ანდობენ. თორემ ეშმაკი ჩაგჩურჩულებს: "ეს არაფერია, ეს ხომ წვრილმანია", უფრო მნიშვნელოვანზე კი: "ამას ჩვენ როგორ უნდა ვებრძოლოთ? ეს მოღვაწეების საქმეა".

იღუმენი ნიკონი ვორობიოვი

Address

Mskhaldidi
Mtskheta

Telephone

+995555290950

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მსხალდიდის წმ.გიორგის სახელობის ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share