მართლმადიდებლური საძიებელი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • მართლმადიდებლური საძიებელი

მართლმადიდებლური საძიებელი მართლმადიდებლური სიწმინდეები მართლმადიდებლური სიწმინდეები, ძველი ხატები, წმინდა ადგილები

15/09/2025
24/12/2024
28/06/2024
15/05/2024

🌿ქუთაის-გაენათის ეპარქიის განცხადება!🌿

🌿17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის ლოცვა-კურთხევით ქალაქ ქუთაისში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა.
🌿12 საათზე წმ. კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის ტაძართან (ქუთაისის ცენტრალური მოედანი) შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით, სადაც შესრულდება სამშვიდობო პარაკლისი.🌿

10/10/2023

🌿მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით, ხვალ 11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღეს, ერთი დღით, ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმიდან ბაგრატის საკათედრო ტაძარში გამობრძანდება 🌿ქუთაისის მფარველი პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი🌿. 11 საათზე მეუფე იოანე სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს ღვთისმშობლის პარაკლისს. 16 საათამდე მომლოცველებს ექნებათ შესაძლებლობა მიეახლონ ღვთისმშობლის ხატს.🌿

17/11/2022

🌿მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანეს ლოცვა-კურთხევით დეკანოზმა ილია კარკაძემ გადამღებ ჯგუფთან ერთად შექმნა აწ განსვენებული ⛪მიტროპოლიტი კალისტრატეს ⛪ მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. მისი ჩვენება ეძღვნება უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II -ეს დაბადებიდან 90 და პატრიარქად ინტრონიზაციიდან 45 წლისთავს. 🌿
🌿ფილმის პრეზენტაცია გაიმართება ქ. ქუთაისის ოპერის თეატრში 24 ნოემბერს, 15 საათზე.🌿
🌿მსურველებისთვის დასწრება თავისუფალია.🌿

12/05/2022

⛪ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისაჲ, განყოფილებისათჳს სამონაზონოჲსა და
საერისკაცოჲსა ცხორებისა⛪

🌿 საყუარელო ძმაო, უკუეთუ გამოხჳდე სოფლით და მონაზონ იქმნე. განიფრთხვე, რამეთუ მრავალ არიან სივერაგენი მტერისანი; ნუსადა პოოს ადგილი და შთაგიგდებდეს ესევითართა: აჰა, -- გეტყოდის, -- იჯმენ სოფლით და თჳსთაგან. ანუ არა მჴეცნიცა დაყუდნებიანა ჴურელთა შინა მათთა? რაჲ უკუე ირგე? ხოლო შენ შეჰრისხენ მას და არქუ: "უფალმან დაგწყევენ შენ, ეშმაკო, რამეთუ, რომელი მან ხატებად და მსგავსებად თჳსსა შექმნა კაცი, ესე შენ პირუტყუთა მჴეცთა ამსგავსე. არა დასცხრენ გარდაქცევად გზათა უფლისათა წრფელთა? ხოლო განყოფილებისათჳს საერისკაცოჲსა და სამონაზონოჲსა
🌿 ისმინე: პირველად, რომელსა უნდეს მონაზონ ყოფად, თჳსთა ნებათაგან განეშორების, აღიღებს ჯუარსა თჳსსა და შეუდგების მაცხოვარსა ჩუენსა ქრისტესა, არა იბრძვის, არა სწყევს, არა ფუცავს, არა ჰგმობს, არა იწურთის სიტყუათა ტყუვილისათა სიტყუამჭევრისა და მზრახისა ფილოსოფოსობისათა. იმარხავს, არა იშუებს; მეგობრად ჰქონან ანგელოზნი ღმრთისანი, ხოლო მტერად -- ეშმაკი; არა აჭირვებს მუშაკსა; არა აიძულებს ქურივსა; არა იტაცებს გლახაკისასა; არა სწიხნის ობოლსა; არა ბორგს სიმდიდრესა ზედა; კმა-იყოფს, რაჲცა აქუნდეს; არა ზრუნავს სახლისასა, ანუთუ, ვითარ სათნო-ეყოს ცოლსა; არა იურვის მჴედარ ყოფად შვილთა თჳსთა, ანუთუ ვითარ აქორწინნეს ასულნი; არა შეკრულ არს მიმოდაბნევათა, არამედ შექცეულ არს თჳსსა ცხორებასა; არა აღზუავნების, არამედ მდაბალ არს, არა განლაღნების, არამედ ტკბილ არს და მშჳდ; ფსალმუნებს, არა იმღერის; ილოცავს; არა განსცხრების; არა ზღჳს-მბრძოლობს საწუთოჲსა ვაჭრობათა შინა. არა ზრუნავს მოგებად თავისა თჳსისა დიდებასა ქუეყნიერსა; ქნართა წილ და ებანთა და მუსიკობათა, გალობს და ილოცავს ღმრთისა მიმართ; იგლოვს და ცრემლოის უშინაგანესთა შინა საუნჯეთა სულისა სახლისათა, მეძიებელი ცოდვათა მიტევებისაჲ; ილოცვიდს რაჲ, ილოცავს იგი ყოვლისა სოფლისათჳს; არა შეეკრვის ამაოთა ხედვათა, არამედ წმიდათა კაცთა; ნაცვალად ბობღნისა, სულთა და სახლთა მის მიერ მშუებელთა მომაოჴრებელისა, ჴელთა განჰმარტებს უმჯობესისა მიმართ, საქმედ და კითხვად წმიდათა წერილთა; უზრუნველობაჲ აქუს მშობელთაგან და ქუეყნიერთა საქმეთა; გულად-იღებს აღთქუმათა მაცხოვრისათა, და განაცხოველებს სულსა თჳსსა მას შინა, და სდევნის მწუხარებასა; მო-რაჲ-ვიდეს ჴორციელი სნებაჲ, უხარის, რამეთუ მახლობელ იქმნა გჳრგჳნთა; მოიწიოს რაჲ მოწყინებაჲ, მიიღებს უფლისა მიერ მოთმინებასა; მოუჴდეს რაჲ ზღვევაჲ ქუეყნიერი, მოიჴსენებს დღესა აღსასრულისასა, ვითარმედ ყოველივე აქა დაუშთების; იშფოთებოდის რაჲ გემოთმოყუარებისაგან, მოიჴსენებს სიმწარესა ტანჯვათასა; ეკუეთოს რაჲ ცილისწამებაჲ, სულგრძელებს, რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი მისი; მოვიდის რაჲ გინებაჲ და ტანჯვანი, იჴსენებს ვნებათა მაცხოვრისათა; მოუჴდის რაჲ მაღალმზრახვალობაჲ, გულისჴმა-ჰყოფნ, ვითარმედ ეგულების განვლაჲ მდინარესა მას ცეცხლისასა.
🌿ესე ნიჭ მადლისა, მართლმადიდებელთა უფლისათა, და რაოდენი შუენის წმიდათა; ხოლო შენ, ეშმაკო, უქმად მიგაქციენ ქრისტემან. ჰე, საყუარელო, ისმინე მეტყუელისაჲ: "წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან; მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ"; თანად ილოცევდ ჩემთჳსცა უბადრუკისა, რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი ზეშთა-აღჴდეს თავისა ჩემისა, რაჲთა სახიერმან უფალმან შემიწყალოს, დამიცვეს, და მიმაწიოს სასუფეველსა მისსა და დიდებასა, სასომან განწირულთამან, რამეთუ მისსა დიდებაჲ და სიმტკიცე, და ძალი და სუფევაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა საუკუნეთა უკუნისამდე, ამენ.🌿

06/05/2022

მოკლვაჲ წმიდისა გიორგისგან ბოროტისა ვეშაპისა და განთავისუფლებაჲ მეფისა ასულისაჲ


[იყო] ქალაქი ერთი რომელსა ეწოდებოდა ლასიაჲ. იყო ქალაქსა მას შინა მეფე,
სახელით სელინოს. იყო იგი უკეთურ და კერპთმსახურ და უსჯულო, უწყალო და ულმობელ
ქრისტეს მორწმუნეთა მიმართ. მსგავსად ბოროტთა საქმეთა მისთა მიაგო მას უფალმან,
რამეთუ მახლობლად ქალაქისა მის იყო ტბაჲ, შესაკრებელი წყალთა მრავალთაჲ,
ვითარცა ზღუაჲ. გამოჩნდა ვეშაპი ბოროტი წყალთა მათ შინა ტბისათა და მარადღე განვიდოდა
და მოსრვიდა, განჰლევდა და შეშჭამდა მათ, და მრავალგზის შეკრიბა მეფემან
მჴედრები მოკლვად ვეშაპისა მის და ვერ უძლეს, რამეთუ იყო [იგი] მძჳნვარე და დიდ.
მაშინ შეკრბა ყოველი იგი ქალაქი. ჴმობდეს მეფისა მიმართ და იტყოდეს, ვითარმედ: “რაჲ
ვყოთ, ჵ მეფე, რამეთუ საყოფელი ქალაქისა ჩუენისაჲ კეთილ არს და ჩუენ ბოროტად
წარვწყმდებით, და შენ, მეფე, არა ზრუნავ ამისთჳს, არცა იღუწი, ვითარცა მეფენი ყოვლისა
ქუეყანისანი”. მაშინ ტკივნეულ იქმნა მეფე იგი და უფროჲს-ღა შეშინდა და ჰრქუა
მათ: “აღწერეთ ესრეთ ჴელით-წერილი და მისცენით შვილნი თქუენნი შესაწირავად [ვეშაპსა
მას] და ვითარ დაესრულნენ თქუენი ყოველთანი, არს ასული ჩემი მხოლოდ-შობილი
[და] მეცა მივსცე იგი შესაწირავად, ვითარცა თქუენ, და არა განცჳვეთ ქალაქისაგან
ჩუენისა”. ვითარცა ესე თქუა მეფემან, სთნდა ყოველთა სიტყუაჲ მისი. და იწყო კაცად-კაცადმან
მიცემად შვილთა თჳსთა ვიდრემდის მეფისა [ხუედრი] მიიწია. ხოლო მეფემან შეჰმოსა
ასულსა თჳსსა პორფირი სამეუფოჲ და შეამკო იგი, ვითარცა სძალი, და იწყო ამბორის
ყოფად გოდებით და ცრემლით ეტყოდა: “წარვედ მხოლოდ-შობილო [და] ტკბილო
ასულო ჩემო, რამეთუ შენ იყვა ნუგეშინის-მცემელი და მკჳდრ მეფობისა ჩემისაჲ, სინათლე
თუალთა ჩემთაჲ და მოსალოდებელი ქორწილისა და სიძისაჲ, და აჰა ესერა საჭმლად
მჴეცისა წარივლინები! ვაჲმე, ვითარს-ღა ქორწილსა წარხუალ, ანუ რაბამსა სასძლოსა
შეგიმზადებ, გინა ვითართა ორღანოთა და სახიობათა და ლამპართა და მოსმურთა და
მეინაჴეთა აღგიმზადებ? ვაჲმე საწადელო [შვილო] ჩემო, რამეთუ არღარა სადა ვიხილო
პირი შენი [შუენიერი] და არცა ნაყოფი მუცლისა შენისაჲ, რამეთუ აჰა ესერა განმეშორები,
თჳნიერ ზოგადისა სიკუდილისა!”


მოექცა და ჰრქუა ერსა მას: “მიიღეთ რაჲოდენი გნებავს ოქროჲ და ვეცხლი და
მის თანა მეფობაჲცა ჩემი და განათავისუფლეთ შვილი ჩემი!” [და] არავინ ისმინა მისი და
არცა შეუნდო მისთჳს, რამეთუ მას განეწესა განჩინებაჲ იგი პირველითგან. [და]
ვითარცა იხილა მიუდრეკელობაჲ იგი ერისაჲ [მის], მისცა მათ ასული იგი მისი. მაშინ
შემოკრბა ყოველი იგი ქალაქი დიდითგან ვიდრე მცირედმდე ხილვად ქალისა მის.
ხოლო სახიერმან კაცთ-მოყუარემან და მრავალ-მოწყალემან ღმერთმან ინება, რათა აჩუენოს
სასწაულები და ნიშები წმიდისა მოწამისა გიორგი მიერ. ამისთჳსცა [მათ დღეთა
შინა] განაგო, რათა განუტეოს მჴედრობაჲ დეოკლეტიანე მეფემან. ვინაჲცა მოვიდოდა
წმიდაჲ და დიდებული გიორგი კაბადუკიად სოფლად თჳსად მამულად. [და] მოწყალებითა
ღმრთისაჲთა მოიწია მას ადგილსა მას დღესა შინა, რომელსა ეგულებოდა ვეშაპსა მას
შეჭმაჲ ქალისაჲ მის და წარწყმედაჲ. მიქაცია ტბად რაჲთამცა ასუა წყალი ჰუნესა თჳსსა.
და ჰპოვა ქალი იგი, მჯდომარე კიდესა მას ტბისასა, მწარედ მტირალი. და ჰრქუა მას
წმიდამან: “დედაკაცო, რასა სტირ ანუ რად ჰზი ადგილსა ამას?” მიუგო ქალმან მან და
ჰრქუა [მას]: “გხედავ [შენ], უფალო ჩემო, ჰაეროვანსა და შუენიერსა ჰასაკითა და ვითარ
მოხუედ აქა მოსიკუდიდ? წარვედ ამიერ და მოსწრაფებით ივლტოდე!” ხოლო წმიდამან
ჰრქუა მას: “დედაკაცო, რაჲ ხარ შენ, ანუ რაჲ არს ერი ისი, რომელი გხედვის შენ?”
ჰრქუა მას ქალმან მან: “უფალო, მრავალ არს და გრძელ ჰანბავი ჩემი და ვერ ძალმიც
მითხრობად შენდა, არამედ მოსწრაფებით ივლტოდე, რათა არა ბოროტად მოჰკუდე!”
ჰრქუა მას წმიდამან გიორგი: “მითხარ ყოველივე და შენ თანა მოვკუდე და არა დაგიტეო
შენ!” [მაშინ] ჰრქუა წმიდასა ქალმან მან, ვითარმედ: “უფალო ჩემო, [ესე] არს ქალაქი
ლასიაჲ და არს ესე კეთილ-საცხორებელ კაცთათჳს და წყალთა ამათ შინა მკჳდრ არს
ვეშაპი, [ბოროტი და] შეშჭამს იგი კაცთა ამის ქალაქისათა და მოსრავს ერსა. მე ვარ ასული
მეფისაჲ მხოლოდ-შობილი. და ბრძანებაჲ დადვა მამამან ჩემმან, რათა მისცემდენ ყოველნი
შემდგომითი შემდგომად შვილთა თჳსთა [დღითი-დღედ]. და აწ ვითარცა მოესრულნეს
[ყოველნი], მოვიდა ხუჱდრი მამისა ჩემისაჲ და წარმომავლინა მე საჭმელად ვეშაპისა.
და აჰა ესერა გითცარ შენ ყოველი და აწ წარვედ მშჳდობით!”

ესმა რაჲ ესე ყოველი წმიდასა, ჰრქუა მას: “ამიერითგან ნუღარა გეშინის და ნუცაღა
სძრწი, არამედ მითხარ მამაჲ შენი და მისთანანი ყოველნი რომელსა ღმერთსა ჰმსახურებენ?”
ჰრქუა მას ქალმან მან: “ირაკლის და აპოლონს, სკამანდროს და დიდსა ღმერთსა
არტემის”. ჰრქუა მას წმიდამან: “ნუ გეშინინ, არამედ უშიშად და კადნიერად დეგ!” აღიხილნა
თუალნი თჳსნი წმიდამან გიორგი ღმრთისა მიმართ და თქუა: “ღმერთო, რომელი
ჰზი ზედა ქერობინთა და ჰხედავ უფსკრულთა, რომელი-ეგე ხარ და ჰგიე ჭეშმარიტი ღმერთი,
შენ თავადმან უწყნი გულისზრახვანი კაცთანი და ძალნი აჩუენენ და სასწაულნი და საკჳრველნი
მონისა შენისა მოსეს მიერ, აჩუენე ჩემ ზედაცა წყალობაჲ შენი, და ყავ ჩემ თანა
სასწაულ კეთილ და დამიმორჩილე ბოროტი ესე მჴეცი ქუეშე ფერჴთა ჩემთა, რათა ცნან
ყოველთა, ვითარმედ შენ ჩემ თანა ხარ!” და მოიწია ჴმაჲ ზეცით, რომელი ეტყოდა: “გიორგი,
შეისმა ვედრებაჲ შენი ყურთა უფლისათა, ყავ რაჲცა გნებავს, რამეთუ მე შენ თანა
ვარ!”და მეყსეულად შეირყია ლერწმოანი იგი, [და] ჴმა ყო ქალმან მან: “ვაჲმე, უფალო
ჩემო, ივლტოდე ამიერ, აჰა ესერა მოვალს ვეშაპი იგი ბოროტი!” ხოლო წმიდაჲ იგი მირბიოდა
შემთხუევად ვეშაპისა მის. გამოსახა მის ზედა სახე ჯუარისაჲ და თქუა: უფალო,
ღმერთო ჩემო, გარდააქციე მჴეცი ესე მორჩილებად ჩემდა!” [და] ვითარცა ესე თქუა,
შეწევნითა სულისა წმიდისაჲთა და ლოცვითა მისითა, დაეცა ვეშაპი იგი ბოროტი ფერჴთა
თანა წმიდისათა. ხოლო წმიდამან გიორგი უბრძანა ქალსა მას: “განიჴსენ სარტყელი შენი
და მომართუ აქა!” და ყო ეგრეთ. ხოლო წმიდამან გიორგი შეკრა ვეშაპი იგი და მისცა
ქალსა მას და ჰრქუა: “წარვედ ქალაქით კერძო!” და იხილა რაჲ ერმან მან სასწაული ესე
საკჳრველი, შეეშინა და ენება სივლტოლაჲ შიშისაგან ვეშაპისა მის. ხოლო წმიდაჲ იგი
ეტყოდა მათ: “ნუ გეშინინ, არამედ დეგით და იხილოთ მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ”. [და]
ჰრქუა მათ: “გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი ყოვლად ძლიერი
და მოვაკუდინო ვეშაპი ესე, რაჲთა არა მოჰკუდეთ მის მიერ”. მაშინ ჴმა ყო მეფემან
დიდებულთა მისთა თანა და ყოვლისა ერისა და თქუეს: “გურწამს უფალი მამისა მიმართ
და ძისა და სულისა წმიდისა” და მეყსეულად წმიდამან იჴადა ჴრმალი თჳსი და მოკლა
ვეშაპი იგი და ქალი იგი მისცა მეფესა. მაშინ შეკრბა ყოველი სიმრავლე ერისაჲ და ამბორ-უყოფდეს
ფერჴთა წმიდისათა და ადიდებდეს ღმერთსა.

28/03/2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით ქუთაისის საეპარქიო სკოლის რეაბილიტაციისათვის გაიხსნა საბანკო ანგარიში
მიმღები: ააიპ ქუთაის-გაენათის ეპარქია
GE81BG0000000533942642
იმედი გვაქვს ღვთის შეწევნით გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, რომლებიც მოგვეხმარებიან ამ საშვილიშვილო საქმის დასრულებაში.

Address

Kutaisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მართლმადიდებლური საძიებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to მართლმადიდებლური საძიებელი:

Share