27/08/2026
💠 გილოცავთ მღვდელმოწამეთა — ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნაზარის (ლეჟავა), მღვდელმონაზონთა გერმანეს (ჯაჯანიძე), იეროთეოსის (ნიკოლაძე) და სიმონის (მჭედლიძე), მთავარდიაკონ ბესარიონის (კუხიანიძე) (†1924) და ყველა იმ ახალმოწამის ხსენების დღეს, რომლებიც XX საუკუნეში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთა ხელით ეწამნენ 🙏
♦️ მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა. ნაზარიმ დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1892 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული უბედურების შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1905 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი დაინიშნა ველენსკის სასწავლებლის ჰომილეტიკის პედაგოგად. 1907 წელს კი კლევანსკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს ❗
♦️ 1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს არიქმადრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ მიტროპოლიტად დადგინდა.
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობაში მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა: 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა გაგრძელდა 1906 წელსაც. რუსეთის უმაღლესი სინოდი იძულებული გახდა, საქართველოს ეკლესიის საკითხი რუსეთის საეკლესიო კრებაზე გაეტანა. ამ კრებაზე საკითხი უარყოფითად გადაწყდა❗
♦️ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქართველებმა ისევ დასვეს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი და 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 16 მარტს თბილისში შემდგარმა სასულიერო მოღვაწეთა კრებამ კი დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი❗
♦️ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიისა და ეროვნული დამოუკიდებლობის ხანმოკლე პერიოდი მალე საბჭოთა რეპრესიებმა შეცვალა. 1921 წელს ეკლესია-მონასტრებს ჩამოერთვათ მიწები, ხოლო 1923 წელს გელათის მონასტერმა არსებობა შეწყვიტა. 1922–1923 წლებში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დაანგრია 1200-მდე ეკლესია, გაანადგურა საეკლესიო განძეულობა და ხელნაწერები, რეპრესიებს კი მრავალი სასულიერო პირი და პატრიოტი ემსხვერპლა.
1921 წელს სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ქუთაისში გადაიტანეს და ბაგრატის ტაძართან, მიტროპოლიტ ნაზარის რეზიდენციის ეზოში დამალეს. ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა განძეულობას მიაკვლიეს და მიტროპოლიტი ნაზარი დააპატიმრეს. სასამართლოზე კითხვაზე, ვისთვის ინახებოდა განძი, მან უპასუხა: „ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის.“ თავდაპირველად მას დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით სასჯელი პატიმრობითა და ქონების კონფისკაციით შეუცვალეს ❗
♦️ 1924 წლის აპრილში, ამნისტიის საფუძველზე, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ მიტროპოლიტი ნაზარი გათავისუფლდა და ეპარქიას დაუბრუნდა. თუმცა, რეზიდენცია ჩამორთმეული დახვდა და იძულებული გახდა, ძმის ოჯახში ეცხოვრა. მიუხედავად დევნისა, იგი განაგრძობდა მღვდელმთავრულ მსახურებას ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად.
1924 წლის აგვისტოში, საქართველოში დაწყებული ანტისაბჭოთა აჯანყების ფონზე, მიტროპოლიტი ნაზარი სოფელ როდინოულიდან მიწვევით ჩავიდა ეკლესიის საკურთხებლად. ღამით ჩეკისტებმა იგი და თანმხლები სასულიერო პირები დააპატიმრეს, სასტიკად სცემეს და ქუთაისში გადაიყვანეს.
ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, 1924 წლის აგვისტოს ბოლოს, საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად დეკანოზები გერმანე ჯაჯანიძე და იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე.
1995 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს ეკლესიამ ისინი წმიდანებად შერაცხა და მათთან ერთად ეკლესიისა და ერისათვის მოწამებრივად აღსრულებულ ყველა მართლმადიდებელს ქართველი ახალმოწამენი უწოდა❗
✨ გამოგვყევით და მოიწონეთ ჩვენი გვერდი 🙏