ქ.ქუთაისის წმიდა ილია მართლის - ჭავჭავაძე მშენებარე ტაძარი

  • Home
  • Georgia
  • Kutaisi
  • ქ.ქუთაისის წმიდა ილია მართლის - ჭავჭავაძე მშენებარე ტაძარი

ქ.ქუთაისის წმიდა ილია მართლის - ჭავჭავაძე მშენებარე ტაძარი წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) სატაძრო კომპლექსი

2012წლის 2 აგვისტოს აკურთხა ქუთათელ–გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ და ტაძრის წინამძღვარად დაინიშნა დეკანოზი ექვთიმე ჩივაძე. აქვე შენდება ჯვარგუმბათოვანი 25 მეტრი სიმაღლის ტაძარი, რომლის მშენებლობაც ღვთის წყალობით მალევე დასრულდება. 2026 წლის 12 თებერვალს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აკურთხა სამი მღვდელმთავრის-ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი.

💠 არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, დეკანოზი ექვთიმე ჩივაძე და შოთა ჩივაძე — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო II...
26/05/2026

💠 არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, დეკანოზი ექვთიმე ჩივაძე და შოთა ჩივაძე — სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრების დღეს🙏

1️⃣2️⃣. 0️⃣5️⃣. 2️⃣0️⃣2️⃣6️⃣ წელი

💠გილოცავთ 2️⃣6️⃣ მაისს ღირსი ექვთიმე ათონელის ხსენების დღეა🙏♦️ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი X საუკუნის სამოციან წლებში დაიბა...
26/05/2026

💠გილოცავთ 2️⃣6️⃣ მაისს ღირსი ექვთიმე ათონელის ხსენების დღეა🙏

♦️ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი X საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. მისი მამა, წმიდა იოანე მთაწმინდელი, დავით კურაპალატის მხედართმთავარი იყო, მაგრამ ქრისტეს სიყვარულისთვის დატოვა ოჯახი და მონაზვნად აღიკვეცა.
მცირეწლოვანი ექვთიმე ბერძენთა მეფის კარზე მძევლად აღმოჩნდა. მოგვიანებით იოანემ შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე წაიყვანა, სადაც ექვთიმეს ქართული უკვე დავიწყებული ჰქონდა❗

♦️ღირსი იოანეს სულიერმა ღვაწლმა დიდი პატივი მოუპოვა როგორც ქართველებში, ისე ბერძნებში. ბოლოს მან ექვთიმესთან და მოწაფეებთან ერთად ათონის მთას მიაშურა და ღირსი ათანასე დიდის ლავრაში დაეყუდა❗

♦️სიყრმიდანვე ეტყობოდა წმიდა ექვთიმე მთაწმინდელს სულიწმიდის მადლი. ერთხელ მძიმედ დაავადებულ ყრმას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა: „ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამის შემდეგ ექვთიმემ სასწაულებრივად დაიბრუნა ქართული ენა. ღირსმა იოანემ შვილს აუხსნა, რომ ღმერთმა იგი ქართული წიგნების გასამრავლებლად გამოარჩია. წმიდა ექვთიმე უდიდესი გულმოდგინებით შეუდგა თარგმანებს და მრავალი საეკლესიო წიგნი ქართულად გადმოიღო, რის გამოც დავით კურაპალატმა მას „ახალი ოქროპირი“ უწოდა❗

♦️ მამის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ექვთიმე გახდა წინამძღვარი ათონის ივერთა მონასტრისა, წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა ძირითადად ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს. ღირსმა ექვთიმე მთაწმინდელმა მრავალი სასწაული აღასრულა. დიდი გვალვის დროს მისი ლოცვით წვიმა მოვიდა, ხოლო ფერისცვალების დღეს ხალხმა იგი ღვთიური ნათლით მოსილი იხილა. მან ათონის ქართველთა მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაამკვიდრა. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ სცადეს მისი მოკვლა, უფალმა სასწაულებრივად დაიცვა.
თოთხმეტი წლის განმავლობაში იგი წინამძღვრობდა მონასტერს, შემდეგ კი თავი მთლიანად წიგნების თარგმნას მიუძღვნა. წმიდა ექვთიმე მშვიდობით აღესრულა 1028 წელს და ათონის მთაზე დაკრძალეს❗

✨გამოგვყევით, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვები გვერდი🙏

💠 მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) 🙏🔹გი...
26/05/2026

💠 მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..
მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული. წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე) 🙏

🔹გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 🙏

25/05/2026

💠 სამი დიდი მღვდელმთავრის — წმიდა ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში მობრძანდა წმიდა პაისი ათონელის ხატი 🙏

✨წმიდაო პაისი მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა🙏

🔹 ღმერთმა დალოცოს ამ ხატის შემომწირველი, მონა ღვთისა გიგა ოჯახითურთ, და გაუმრავლოს მას უფალმა წყალობა, მადლი და ყოველი კეთილი 🙏

⛪  მოგახსენებთ, ქალაქ ქუთაისის სამი მღვდელმთავრის - გრიგოლი ღვთისმეტყველის, ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის სახელობის  ...
24/05/2026

⛪ მოგახსენებთ, ქალაქ ქუთაისის სამი მღვდელმთავრის - გრიგოლი ღვთისმეტყველის, ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში მსახურებათა განრიგს :

🕙✅ორშაბათი: წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣საათი

♦️ხსენება, ეპიფანე კვიპრელ ეპისკოპოსისა (403) და გერმანე კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა (740)❗

🕔 საღამოს მსახურება: დიდი მწუხრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣

🕙✅სამშაბათი: წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣საათი

♦️ ხსენება, ღირსისა ექვთიმე ახლისა, ქართველისა, ათონელისა, მთარგმნელისა (1028)❗

♦️ხსენება, ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან წამებულთა (XIII) ❗

🕔 საღამოს მსახურება : დიდი მწუხრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათი

🕚✅ოთხშაბათი: წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣საათი

♦️ხსენება, ღირსისა დოდო გარეჯელისა (596)❗

🕔 საღამოს მსახურება:დიდი მწუხრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათი

🕙✅ხუთშაბათი: წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣საათი

♦️ხსენება, ღირსისა დავით გარეჯელისა და მოწაფისა მისისა ღირსისა ლუკიანესი (VI-VII)❗

♦️ მამადავითობა თბილისში❗

♦️ხსენება, ღირსისა დამიანესი, მეფე-ყოფილისა დემეტრესი, გარეჯელისა, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელისა (1157)❗

♦️ხსენება, წმიდისა იოანე I-ისა, მთავარეპისკოპოსისა მცხეთისა და სრულიად ივერიისა (IV)❗

♦️ხსენება, ღირსისა პიროს ბრეთელისა (VI)❗

♦️ ხსენება, ღირსისა პახუმი დიდისა, თებაიდელისა (348)❗

🕔 საღამოს მსახურება: მწუხრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათი

🕗✅პარასკევი: წმიდა იოანე ოქროპირის ლიტურგია 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣ საათი

♦️ წარგზავნა უფლის ამაღლების დღესასწაულისა❗

♦️ ღირსისა თეოდორე განწმედილისა, იღუმენისა, ღირსისა პახუმი დიდის მოწაფისა (368)❗

🕔 საღამოს მსახურება : მწუხრისა და ცისკრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათი

🕙✅სულის შაბათი: წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია 1️⃣0️⃣:0️⃣0️⃣საათი

✝️მიცვალებულთა ხსენება ✝️

♦️ხსენება, მოციქულისა 70-თაგანისა ანდრონიკესი და წმიდისა იუნიასი (1)❗

🕔საღამოს მსახურება: დიდი მწუხრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათი

🕗✅აღდგომიდან მე-8️⃣ კვირიაკე , კვირიაკე სულისა წმიდისა: დიდი ცისკარი და წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია 0️⃣8️⃣:0️⃣0️⃣ საათი

♦️სულიწმიდის მოფენა წმიდა მოციქულებზე - სულთმოფენობა❗

♦️ხსენება, მრავალთა წმიდათა ქართველთა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა (XVII-XVIII)❗

♦️ხსენება, მოწამეთა ძმათა დავითისა და ტირიჭანისა (693)❗

🕔საღამოს მსახურება: მწუხრის ჟამნი 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათი

💠ყოველდღიურ წირვა-ლოცვასა აღასრულებს , წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) სატაძრო კომპლექსის წინამძღვარი დეკანოზი ექვთიმე
ჩივაძე ❗

💠ყოველ დღე ტაძარში სრულდება ღვთისმშობლის პარაკლისი❗

💠ყოველ დღე, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ იმართება ტრაპეზი❗

💠ყოველ კვირა დღეს ვაკისუბანში, დადიანის ქუჩაზე (პასილოკი) 1️⃣7️⃣:0️⃣0️⃣საათზე, მაცხოვრის გოლგოთას სახელობის მშენებარე ტაძარში აღესრულება ღვთისმშობლის პარაკლისი -ვინაიდან მიმდინარეობს ტაძრის სარემონტო სამუშაოები პარაკლისი არ ჩატარდება❗

💠ყოველ პარასკევ დღეს 1️⃣6️⃣:0️⃣0️⃣საათზე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მდებარე წმიდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის სამლოცველოში (კლინიკური საავადმყოფო) აღესრულება პარაკლისი და რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტების ზეთისცხება❗

👉მოიწონეთ ჩვენი გვერდი,ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ 🙏

2️⃣4️⃣. 0️⃣5️⃣. 2️⃣0️⃣2️⃣6️⃣ წელი

💠 წმიდაო მოციქულთასწორო მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის 🙏🔹წმინდანთა განსასვენებელი 🙏
24/05/2026

💠 წმიდაო მოციქულთასწორო მეფეო მირიან და დედოფალო ნანა, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის 🙏

🔹წმინდანთა განსასვენებელი 🙏

💠 გილოცავთ მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას ხსენებას🙏♦️ წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედ...
24/05/2026

💠 გილოცავთ მოციქულთა სწორთა, მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანას ხსენებას🙏

♦️ წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართლის სამეფო ტახტზე მე-4 საუკუნეში მეფობდნენ. დედოფალი ნანა პონტოელი მთავარსარდლის ასული იყო. მეფე მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და ქართულ კერპებს. ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც გაგებული ჰქონდა. მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის მიერ მტრის სასწაულებრივი დამარცხების ამბავი❗

♦️ მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ქადაგებით მეფე-დედოფალი მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე მოექცნენ. მათი მეფობის ჟამს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. მცხეთაში წმინდა ნინოს მეშვეობით მოძიებულ უფლის კვართის ადგილას მეფე-დედოფლის მეშვეობით სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი აიგო. წმინდა მეფე მირიანი და წმინდა დედოფალი ნანა მცხეთაში, სამთავროს ეკლესიაში არიან დაკრძალული❗

✨გამოგვყევით, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვენი გვერდი🙏

💠ხვალ, სამი მღვდელმთავრის -ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში, 0️⃣8️⃣:0️⃣0️⃣ საათ...
23/05/2026

💠ხვალ, სამი მღვდელმთავრის -ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში, 0️⃣8️⃣:0️⃣0️⃣ საათზე დაიწყება დიდი ცისკარი, ხოლო 1️⃣1️⃣:0️⃣0️⃣ საათზე საკვირაო საზეიმო წირვა🙏

💠 გილოცავთ წმიდა სვიმეონ მოშურნე-კანანელის ხსენების დღეს 🙏♦️წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა...
23/05/2026

💠 გილოცავთ წმიდა სვიმეონ მოშურნე-კანანელის ხსენების დღეს 🙏

♦️წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე (I) კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი, პირველი ქორწინებიდან, და 12 მოციქულთაგანი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა❗

♦️სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში. წმიდანმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად❗

♦️ წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობა❗

✨გამოგვყევით, მოიწონეთ და გააზიარეთ ჩვები გვერდი🙏

Address

ნიკეას 10
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.ქუთაისის წმიდა ილია მართლის - ჭავჭავაძე მშენებარე ტაძარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share