14/10/2024
დედა ქალიშვილი
სხეული გვიყვება...
2 შეხვედრაგარდატეხის ასაკის გოგონებთან,
(დედების თანხლებით)
დედა და ქალიშვილი - საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს გოგონებს (დაახლოებით11-12 წლის ასაკის) გაეცნონ ქალის ფიზიოლოგიური ციკლის საიდუმლო პროცესებს: გოგონები ჯერ კიდევ სქესობრივ მომწიფებამდე უნდა იცნობდნენ ციკლს, ვიანიდან ციკლის მონაცვლეობა იმაზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე მისი გარეგანი ნიშნებია!
შეხვედრები განკუთვნილია გოგონებისთვის, დედასთან თანხლებით, რაც მათ დაეხმარება მათთვის უხერხულ თემებზე საუბრებში ჩაერთონ, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილებებზე, რაც ზრდის პროცესს სდევს თან.
შეხვედრებს ინტერაქტიული სახე აქვს და მათში ერთვებიან როგორც გოგონები ასევე დედები, ცალ-ცალკე და წყვილად. თეორიული ცნებები მრავალფეროვანიანიმაციურიტექნიკით გადაიცემა.
თამაშები, სცენები, მარტივიხელგარჯილობა შეხვედერებს კიდევ უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.
ლანჩი - შესვენების წუთები კარგი საშუალებაა აზრთა გაცვლისთვის დედებსა და ანიმატორს შორის, შეიძლება საინტერესოწ იგნის გადათვალიერებაც.
საკითხები:
- ქალისა და მამკაცის ანატომია და ფიზიოლოგია, ჰიგიენა
- მენსტრუალური ციკლი: ნაყოფიერების ნიშნები, ჰორმონალური ცვლილებებით გამოწვეული სიმპტომები
- ცხოვრების საიდუმლო, კონცეფცია,
- სხეულის ცვლილებები, პუბერტა
- სქესი: მამრობითი დამდედრობითი/ მსგავსება და სხვაობა
- ემოციები: შეცნობა, გამოხატვა და მართვა
- სხეულისენა
- მეგობრობა, სიყვარული