სურამისა და ხაშურის ეპარქია • Eparchy of Surami and Khashuri

  • Home
  • Georgia
  • Khasuri
  • სურამისა და ხაშურის ეპარქია • Eparchy of Surami and Khashuri

სურამისა და ხაშურის ეპარქია • Eparchy of Surami and Khashuri ოფიციალური გვერდი

სურამისა და ხაშურის ეპარქია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. შეიქმნა 2013 წლის 11 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით საეპისკოპოსო კანდიდატად გამორჩეულ იქნა ყორანქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის მონასტრის იღუმენი სვიმეონი. ეპარქიის საზღვრები ემთხვევა ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
---------
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი) დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში. 1999 წელს დაამთავრა ქ.თბილისის მე-100 საჯარო სკოლა. იმავე წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. პარალელურად გადიოდა თეოლოგიურ სწავლებას. 2000 წლიდან, მშობლიურ რაიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანში სათავეში ჩაუდგა წმიდა გიორგის და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენა-რესტავრაციას.

მეუფე სვიმეონი მეათე წელია, რაც ურბნისისა და რუისის ეპარქიაში მსახურობს და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მონასტერში მოღვაწეობდა. კერძოდ ძამის ხეობაში – ტბეთის მონასტერში, სადაც 21 წლის ასაკიდან ცხოვრობდა. აქვე აღიკვეცა ბერად 2005 წელს 23 წლის ასაკში. 2006 წლის 4 დეკემბერს, 24 წლის ასაკში, ქოზიფის მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა ხელი დაასხა დიაკვნად. 2006 წლის 1 მარტს ასევე მიტროპოლიტმა იობმა, ბერთუბნის მონასტერში, მარიამ ეგვიპტელის სახელობის ტაძარში ხელი დაასხა მღვდლად. საჭიროებისამებრ დაადგინეს ამ მონასტრის კეთილმოწესედ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მამა სვიმეონი დაბრუნდა ტბეთის მონასტერში მღვდელმსახურის რანგში. მალე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დაადგინეს დაბა სურამის წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის რეზიდენციასთან არსებული მონასტრის წინამძღვრად სადაც ერთი წელი იმსახურა. შემდეგ, აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით დაადგინეს ურბნისის საკათედრო ტაძართან არსებული რეზიდენციის მონასტრის წინამძღვრად. აქ მსახურების დროს ხელმძღვანელობდა ძამის ხეობაში, ბერმუხის მამათა მონასტრის აღდგენა-რესტავრაციას.ურბნისში 1 წლისა და 2 თვის მოღვაწეობის შემდეგ გადაყვანილ და დადგენილ იქნა ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვრად. აქვე 22 მაისს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრით. მოგვიანებით ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში, ყურაქედის მამათა მონასტრის წინამძღვარია. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და მეუფე იობის დავალებით ხელმძღვანელობდა დავით გარეჯში არსებული დოდო გარეჯელის სახელობის მონასტრის აღდგენას. 2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მისი კურთხევა ახლადშექმნილი ეპარქიის ეპისკოპოსად. მისი უდიდესი დამსახურებაა ყურაქედის წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის, სამონასტრო ცხოვრების გაჩენა და გაძლიერება. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი ხაშურში უძღვება საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს.

✨დღეს, 6 სექტემბერს, საკვირაო მსახურება ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა, აღავლინა ხაშურის...
06/09/2026

✨დღეს, 6 სექტემბერს, საკვირაო მსახურება ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა, აღავლინა ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში.

✨ხვალ, 6 სექტემბერს, საკვირაო მსახურებას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, აღავლენს ხაშურის წ...
05/09/2026

✨ხვალ, 6 სექტემბერს, საკვირაო მსახურებას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, აღავლენს ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, საღვთო ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე.

05/09/2026

⛪️ კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალების გამო

დიდად დაგვამწუხრა ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, საყოველთაოდ აღიარებული ოსმანისტის, პროფესორისა და პედაგოგის, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული და კეთილშობილი პიროვნების, ქალბატონი ცისანა აბულაძის გარდაცვალებამ.

ფასდაუდებელია მისი წვლილი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საძმოს, სინის მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტრისა თუ ტაო-კლარჯეთის ისტორიის ოსმალური ლიტერატურული და დოკუმენტური წყაროების თარგმნისა და შესწავლის მიმართულებით.

იგი მრავალი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებითა და ერთგულებით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს და უშურველად უზიარებდა საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგებსა და მომავალ თაობას.

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ცისანას უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აკურთხოს მშვიდობით.

✠ შიო III

⛪️ სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

➡️ 5 სექტემბერი, 2026 წელი

🔸 ამა წლის 4 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირე...
04/09/2026

🔸 ამა წლის 4 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღირებულებითი განათლების მიმართულებით გადამზადებული სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა.

🔸 სერტიფიკატები გადაეცათ ნეკრესის, ალავერდის, ჰერეთისა და ხორნაბუჯის, ბოდბის, გურჯაანისა და ველისციხის, გორისა და ატენის, სურამისა და ხაშურის, ვანისა და ბაღდათის, სამთავისისა და კასპის, სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიების სასულიერო პირებს.

🔸 ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, მისმა მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა და სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მენეჯერმა ანი კუდუხაშვილმა.

🔸 ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ სასულიერო პირებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ბავშვის განვითარების ეტაპები“.

🔸 ღონისძიება ღირებულებითი განათლების მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი სამუშაოს შეჯამებასა და სასულიერო პირების წვლილის დაფასებას ემსახურებოდა. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ დაეხმარება სკოლებში მოსწავლეებთან მუშაობისას, ჯანსაღი ღირებულებების დამკვიდრებასა და ბავშვების პიროვნული განვითარების ხელშეწყობაში.

🔸 ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატის მიღებას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.

03/09/2026

⛪️ იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი

🔸 ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 8 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით (11, 12 და 13 სექტემბრის გარდა) 12 საათიდან 16 საათამდე.

👉 რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები.

☎️ საკონტაქტო ტელეფონები:

593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71

03/09/2026

📣 პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ლითონის დამუშავება

🔸️ერთი ტექნოლოგია.️ ოთხი შესაძლებლობა. ახალი პროფესიული უნარები

🎯 დაინტერესებული პირებისათვის შრომით ბაზარზე მოთხოვნადი, თანამედროვე ტექნოლოგიური უნარების შეძენისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დასაქმების ან თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდა

📑 ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან და პრაქტიკულად შეისწავლიან ლითონის დამუშავებისათვის მულტიფუნქციური ბოჭკოვანი ლაზერული დანადგარის ოთხ ძირითად ფუნქციას:

🔸️ #შედუღება
🔸️ #ჭრა
🔸️ #წმენდა
🔸️

✅️ :

1. მრავალფუნქციური ბოჭკოვანი ლაზერული სისტემის მუშაობის ძირითადი პრინციპებისა და მისი გამოყენების ძირითადი სფეროების გაცნობა
2. ლაზერული დანადგარისა და მისი კომპონენტების გაცნობა
3. დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაციის პრინციპების გაცნობა
4. სამუშაო სივრცისა და დანადგარის მომზადება მუშაობისათვის
5. დანადგარის მუშაობის რეჟიმებისა და ძირითადი პარამეტრების გაცნობა
6. პრაქტიკული სამუშაოებისათვის საჭირო მასალების გაცნობა
7. ზედამხედველობის ქვეშ სამუშაოების შესრულება:
- უჟანგავი ფოლადის, ალუმინისა და სხვა ლითონების დეტალების ლაზერული #შედუღება
- ლითონის ფურცლებისა და დეტალების ლაზერული #ჭრა
- ჟანგის, საღებავის, ზეთის, ოქსიდებისა და სხვა ზედაპირული დამაბინძურებლების ლაზერით #წმენდა/მოცილება
- შედუღების შემდეგ ნაკერისა და მის მიმდებარე ზედაპირის გაწმენდა/ #დამუშავება, შედუღების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა და ზედაპირული დეფექტების ლაზერით მოცილება
8. შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, გავრცელებული დეფექტების იდენტიფიცირება-აღმოფხვრა
9. დანადგარის სწორად გამორთვა და სამუშაო ადგილის მოწესრიგება
10. სამუშაოს დასრულების შემდგომ პროცედურები - სამუშაო დავალებების, გამოყენებული მასალებისა და ხარისხის შემოწმების შესაბამისი ჩანაწერების წარმოება

: თეორიული და პრაქტიკული სწავლება, მონაწილეთა სწავლის შედეგების შეფასება

: 10 დღე (10 სასწავლო სესია, თითოეული 2.5 სთ ხანგრძლივობით)

: 14 სექტემბერი - 1-ლი ოქტომბერი, 2026 წელი

: დაფინანსებულია ჩეხეთის საელჩოს მიერ, ჩეხეთის საელჩოსა და "ახალი ბანას" სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტის ფარგლებში

✅️ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი #სერთიფიკატი

✍️ შესაძლებელია დისტანციურად (ონ-ლაინ) 3-8 სექტემბრის პერიოდში

🔸️ :

https://forms.gle/BYLdWw3AuGp1waDWA

განხორციელდება რეგისტრირებულ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრების შედეგების მიხედვით

: შპს “ავტოზონა 2025”

: ხაშურის მუნიციპალიტეტი, ყოფილი შუშის ქარხნის შენობა

✅️ დარეგისტრირდი, გახდი პროგრამის მონაწილე და მიიღე ცოდნა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის -

თანამედროვე ტექნოლოგიური !

02/09/2026

📣 ახალი ბანას ბავშვთა გუნდში მოსმენა ჩანიშნულია 5 სექტემბერს.

🏫 ხაშურის სამუსიკო სკოლა

მის: თამარ მეფის ქუჩა 1

🗓️ 5 სექტემბერი 12:00 საათზე.

☎️ დაგვირეკეთ: 551 222 006

01/09/2026

📣 ახალი ბანას ბავშვთა გუნდში მიღება იწყება!

- მოსმენა ჩანიშნულია 5 სექტემბერს, 12:00 საათზე.

🏫 ხაშურის სამუსიკო სკოლა

მის: თამარ მეფის ქუჩა 1

☎️ მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ: 551 222 006

30/08/2026

📣 ახალი ბანას ბავშვთა გუნდში მიღება იწყება!

- მოსმენა ჩანიშნულია 5 სექტემბერს, 12:00 საათზე.

🏫 ხაშურის სამუსიკო სკოლა

მის: თამარ მეფის ქუჩა 1

☎️ მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ: 551 222 006

Not a business

✨ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკ...
28/08/2026

✨ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა ულუმბოს მამათა მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.

🙌 ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.

📸 Archil sutiashvili-Photography

Address

Khasuri
5700

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სურამისა და ხაშურის ეპარქია • Eparchy of Surami and Khashuri posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share