ახალი ბანა • New Bana

ახალი ბანა • New Bana "ახალი ბანა" - სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი

"ახალი ბანა" - სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრში იქნება წარმოდგენილი სასწავლო ფუნქციის მქონე სამონასტრო კომპლექსი, რომლის მდებარეობა განსაზღვრულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს გზაგასაყარზე კურორტ სურამთან, ქალაქ ხაშურის ტერიტორიაზე, ,,ზემო სერის" სახელწოდებით ცნობილ მარადმწვანე ტყით გარშემორტყმულ მაღლობზე, დედაქალაქიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. მშენებლობა დაიწყო 2017 წელს, აპრილის თვეში. საგანმანათლებლო ცენტრი სასწავლო და სამეცნიერო შეხვედრებისათვის დაიწყებს ფუნქციონირებას. იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით აღჭურვილი სატრეინინგო ოთახები, კომპიუტერული აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და ბიბლიოთეკა. სასწავლო პროცესის და სამეცნიერო მუშაობის პარალელურად მონასტერში ცხოვრებისას სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ და დაესწრონ ღვთისმსახურებას, მაცხოვრის აღდგომის სახელზე ახლად აგებულ ბანას ტაძარში, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და თვალსაჩინო ძეგლი იყო მთელს ქრისტიანულ სამყაროში. ბანა ასევე არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენდა. იქ მყოფთ საშუალება ექნებათ გაეცნონ სამონასტრო ცხოვრებას, მონაწილეობა მიიღონ მონასტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, დააგემოვნონ მონასტერში მომზადებული ტრადიციული ქართული კერძები და განიტვირთონ უმშვენიერეს ბუნებაში. ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი თავისი არსებობით ხელს შეუწყობს ცოდნისა და მეცნიერების სარწმუნოებაზე დამკვიდრებას, მეცნიერების გასაწყმუნოებას და სარწმუნოების გამეცნიერებას; როგორც ჩვენი პატრიარქი ბრძანებს: ,,განათლებული ადამიანი მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, ხოლო განათლებული მორწმუნე - მეგობარია ღვთისა, ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრი აღადგენს რა განადგურებულ ქართულ ისტორიულ მემკვიდრეობის უდიდეს საგანძურს - ბანას ტაძარს, ის იქნება 21-ე საუკუნის საქართველოში ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი. მონასტერი იყო არამარტო სულიერი მოღვაწეობისადგილი, არამედ - მეცნიერების ცენტრიც”.

📣   პროფესიული მომზადების პროგრამაზე -   ლითონის დამუშავება🔸️ერთი ტექნოლოგია.️ ოთხი შესაძლებლობა. ახალი პროფესიული უნარე...
03/09/2026

📣 პროფესიული მომზადების პროგრამაზე - ლითონის დამუშავება

🔸️ერთი ტექნოლოგია.️ ოთხი შესაძლებლობა. ახალი პროფესიული უნარები

🎯 დაინტერესებული პირებისათვის შრომით ბაზარზე მოთხოვნადი, თანამედროვე ტექნოლოგიური უნარების შეძენისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი დასაქმების ან თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდა

📑 ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან და პრაქტიკულად შეისწავლიან ლითონის დამუშავებისათვის მულტიფუნქციური ბოჭკოვანი ლაზერული დანადგარის ოთხ ძირითად ფუნქციას:

🔸️ #შედუღება
🔸️ #ჭრა
🔸️ #წმენდა
🔸️

✅️ :

1. მრავალფუნქციური ბოჭკოვანი ლაზერული სისტემის მუშაობის ძირითადი პრინციპებისა და მისი გამოყენების ძირითადი სფეროების გაცნობა
2. ლაზერული დანადგარისა და მისი კომპონენტების გაცნობა
3. დანადგარის უსაფრთხო ექსპლუატაციის პრინციპების გაცნობა
4. სამუშაო სივრცისა და დანადგარის მომზადებას მუშაობისათვის
5. დანადგარის მუშაობის რეჟიმებისა და ძირითადი პარამეტრების გაცნობა
6. პრაქტიკული სამუშაოებისათვის საჭირო მასალების გაცნობა
7. ზედამხედველობის ქვეშ სამუშაოების შესრულება:
- უჟანგავი ფოლადის, ალუმინისა და სხვა ლითონების დეტალების ლაზერული #შედუღება
- ლითონის ფურცლებისა და დეტალების ლაზერული #ჭრა
- ჟანგის, საღებავის, ზეთის, ოქსიდებისა და სხვა ზედაპირული დამაბინძურებლების ლაზერით #წმენდა/მოცილება
- შედუღების შემდეგ ნაკერისა და მის მიმდებარე ზედაპირის გაწმენდა/ #დამუშავება, შედუღების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა და ზედაპირული დეფექტების ლაზრით მოცილება
8. შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი, გავრცელებული დეფექტების იდენტიფიცირება-აღმოფხვრა
9. დანადგარის სწორად გამორთვა და სამუშაო ადგილის მოწესრიგება
10. სამუშაოს დასრულების შემდგომ პროცედურები - სამუშაო დავალებების, გამოყენებული მასალებისა და ხარისხის შემოწმების შესაბამისი ჩანაწერების წარმოება

: თეორიული და პრაქტიკული სწავლება, მონაწილეთა სწავლის შედეგების შეფასება

: 10 დღე (10 სასწავლო სესია, თითოეული 2.5 სთ ხანგრძლივობით)

: 14 სექტემბერი - 1-ლი ოქტომბერი, 2026 წელი

: დაფინანსებულია ჩეხეთის საელჩოს მიერ, ჩეხეთის საელჩოსა და "ახალი ბანას" სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტის ფარგლებში

✅️ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი #სერთიფიკატი

✍️ შესაძლებელია დისტანციურად (ონ-ლაინ) 3-8 სექტემბრის პერიოდში

🔸️ :

https://forms.gle/BYLdWw3AuGp1waDWA

განხორციელდება რეგისტრირებულ აპლიკანტებთან მოტივაციური გასაუბრების შედეგების მიხედვით

: შპს “ავტოზონა 2025”

: ხაშურის მუნიციპალიტეტი, ყოფილი შუშის ქარხნის შენობა

✅️ დარეგისტრირდი, გახდი პროგრამის მონაწილე და მიიღე ცოდნა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის -

თანამედროვე ტექნოლოგიური !

02/09/2026

📣 ახალი ბანას ბავშვთა გუნდში მოსმენა ჩანიშნულია 5 სექტემბერს.

🏫 ხაშურის სამუსიკო სკოლა

მის: თამარ მეფის ქუჩა 1

🗓️ 5 სექტემბერი 12:00 საათზე.

☎️ დაგვირეკეთ: 551 222 006

01/09/2026

📣 ახალი ბანას ბავშვთა გუნდში მიღება იწყება!

- მოსმენა ჩანიშნულია 5 სექტემბერს, 12:00 საათზე.

🏫 ხაშურის სამუსიკო სკოლა

მის: თამარ მეფის ქუჩა 1

☎️ მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ: 551 222 006

30/08/2026
30/08/2026

📣 ახალი ბანას ბავშვთა გუნდში მიღება იწყება!

- მოსმენა ჩანიშნულია 5 სექტემბერს, 12:00 საათზე.

🏫 ხაშურის სამუსიკო სკოლა

მის: თამარ მეფის ქუჩა 1

☎️ მოგვწერეთ, ან დაგვირეკეთ: 551 222 006

Not a business

27/08/2026
19/08/2026

📣აბიტურიენტებს ცვლილება შეგიძლიათ 20 აგვისტოს 18:00 საათამდე:

🔹„შედუღების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან ერთ-ერთ საგანში დადგენილი მინიმალური ქულის მიღება:
მათემატიკა - 5.5 ქულა
ქიმია - 8 ქულა
ფიზიკა - 8 ქულა

🔹"აღმზრდელის" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე:

მათემატიკა - 5.5 ქულა ან ისტორია - 8 ქულა

📊თუ გაქვთ შესაბამისი ქულები აირჩიეთ
კოლეჯი "ქართლი" #316

10/08/2026
✨ „ახალი ბანას“ ადმინისტრაციის სახელით, ჩვენს წინამძღვარს, მზრუნველ მღვდელმთავარსა და ძვირფას მამას - სურამისა და ხაშური...
08/08/2026

✨ „ახალი ბანას“ ადმინისტრაციის სახელით, ჩვენს წინამძღვარს, მზრუნველ მღვდელმთავარსა და ძვირფას მამას - სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ვულოცავთ დაბადების დღეს!

🇬🇪 განსაკუთრებულად გადამდები და ძალის მომცემია მეუფის დამოკიდებულება და სიყვარული სამშობლოს, ეკლესიისა და ერის მიმართ. სწორედ ამ დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით გააერთიანა მან ათასობით ადამიანი, რომლებიც დღეს „ახალი ბანას“ მშენებლებად ვიწოდებით. ეს სტატუსი კი ჩვენთვის ყველაფერზე აღმატებულია!

💒 მადლობას ვუძღვნით მას ამ დიდი ოჯახობისთვის და ვუსურვებთ, ღვთის მადლითა და ერთად დგომით, მალე გვეზეიმოს „ახალი ბანას“ ისტორიული პროექტის დასრულება.

🙌 ბანას მშენებლებო, გილოცავთ ყველას, ვისთვისაც ეს დღე ძვირფასია!

✨ 9 აგვისტოს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მმართველს, ეპისკოპოს სვიმეონს, დაბადებიდან 44 წელი უსრულდება.

🇬🇪 სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო და საერო დასის სახელით, ჩვენს ძვირფას მღვდელმთავარს, მამობრივი მზრუნველობით გამორჩეულ, ყოვლადუსამღვდელოეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს, დიდი სიყვარულით, მადლიერებითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს.

🙌 ვუსურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და მრავალჟამიერ მსახურებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჰფარავდეს მის მეუფებას და შეეწეოდეს საქართველოს ეკლესიის, ქართველი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ აღსრულებულ ყოველ საქმეში.

✨ მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!

🕯️✨🤍
02/08/2026

🕯️✨🤍

Address

Khashuri
5700

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალი ბანა • New Bana posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to ახალი ბანა • New Bana:

Shortcuts

Share