Gremi • გრემი

Gremi • გრემი გრემი - კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი 1466-1616 წლებში
(2)

გრემი - კახეთის გამორჩეული ციხე-ქალაქია, რომლის ისტორია მე-15 საუკუნიდან იწყება, როდესაც კახეთის პირველმა მეფემ, გიორგიმ (1466-1476 წწ.) ის სამეფოს დედაქალაქად აქცია.

17/08/2026
12/08/2026
12/08/2026

🍇„2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის N536 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, კონდიციური საფერავის შაქრიანობის ქვედა ზღვარი 22%-დან 21%-მდე შემცირდა. გადაწყვეტილება მევენახეებთან გამართული შეხვედრებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით იქნა მიღებული.

➡️სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://wine.gov.ge/Ge/News/39487

#რთველი2026 #ღვინისეროვნულისააგენტო #სოფლისმეურნეობა2026

ყვავის ეკლესია(ნამდვილიაო, ეს ამბავი)გრემის ახლოს, „მთვარანგელოზთან“,დიდი ხნის წინ, გლეხებს ქონდათ რთველი.იქვე ყვავი დას...
07/08/2026

ყვავის ეკლესია

(ნამდვილიაო, ეს ამბავი)

გრემის ახლოს, „მთვარანგელოზთან“,
დიდი ხნის წინ, გლეხებს ქონდათ რთველი.
იქვე ყვავი დასჩხაოდა ბოსტანს.
კაკლის ხეზე ირხეოდა გველი.

ინწობაში ბუტბუტებდა წყალი -
გაბრაზება ეტყობოდა ხმაში.
მზარეულმა ვერ შეასწრო თვალი,
უცებ გველი რომ ჩავარდა ქვაბში.

თითქოს წყრომით შეიბრუნენ მთები.
გაავებით აყრანტალდა ყვავი…
როცა ფრინველს დაუშინეს ქვები -
ჩახტა ქვაბში და მოიკლა თავი…

ყვავს გლეხებმა შეუკურთხეს მკვახედ,
მზარეულსაც არ დააკლეს ხელი.
გადაღვარეს კერძი და შიგ ნახეს -
ჩახარშული, შხამიანი გველი…

და კამათი მქონდა წარსულ დროსთან,
ეს ლეგენდა გამოვტაცე ნიავს:
გრემის ახლოს, „მთავარანგელოზთან“,
ყვავს აუგეს ძეგლად ეკლესია.

2M34+3W, Gremi, Georgia

07/08/2026

22 აგვისტოს, 20:00 საათზე, გიწვევთ ქალაქ ყვარლის ცენტრალურ მოედანზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, შემოქმედებითი საქართველოს მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ ღონისძიებაზე – „მუსიკალური ზაფხული 2026“.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: პანჩო, ანი კეკუა, ტრიო ბალადა, ზაზა ნოზაძე, კვარტეტი სიონი, კახაბერი და ხანუმები, ქსოვრელები. ღონისძიების წამყვანი ჯიმი აბესაძე.

დასწრება თავისუფალია!

24/07/2026

🔹შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.

🔹მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის - SERVICE AGENCY ან ვებგვერდი - Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.

🔹სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიყვეს ინსტრუქციას.

22/07/2026

📣 გრემის ადმინისტრაციული ერთეული

📍 სოფელ გრძელ ჭალაში წარმატებით დასრულდა მეორე ჭაბურღილის მოწყობა. ✅

პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის წყალმომარაგებას და ხელს შეუწყობს სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

Address

Gremi
Gremi
4800

Telephone

+995514661565

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gremi • გრემი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to Gremi • გრემი:

Shortcuts

Share

Category