Gori-Ateni Diocese გორისა და ატენის ეპარქია

  • Home
  • Georgia
  • Gori
  • Gori-Ateni Diocese გორისა და ატენის ეპარქია

Gori-Ateni Diocese  გორისა და ატენის ეპარქია გორისა და ატენის ეპარქიის ოფიციალური გვერდი
www.youtube.com/@ეპარქია

21/08/2026

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş s*x shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyone...

ღირსი პიმენ მრავალსნეული, ახლო მღვიმეებში (+1110)7 (20) აგვისტოღირსი პიმენ მრავალსნეული ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ე...
20/08/2026

ღირსი პიმენ მრავალსნეული, ახლო მღვიმეებში (+1110)
7 (20) აგვისტო
ღირსი პიმენ მრავალსნეული ავადმყოფი დაიბადა და მხურვალედ ევედრებოდა დედ-მამას, წაეყვანათ კიევო-პეჩორის მონასტერში. როცა სნეულება მეტად გართულდა, მშობლებმა მას სურვილი შეუსრულეს. მათ სავანის ბერებს სთხოვეს, ელოცათ ყმაწვილის გამოჯანმრთელებისთვის; თავად დავრდომილი კი უფალს შესთხოვდა, გაეხანგრძლივებინა მისი ავადმყოფობა და ბერობის ღირსადაც გაეხადა. ნეტარის ლოცვა შესმენილ იქნა; როცა ყველას ეძინა, ოთახში, სადაც პიმენი იწვა, ანგელოზები გამოცხადდნენ იღუმენისა და ძმების სახით, ბერად აღკვეცეს იგი, თან განუცხადეს, რომ მთელი სიცოცხლე სნეული იქნებოდა და სიკვდილამდე სამი დღით ადრე განიკურნებოდა მხოლოდ. გალობის ხმა რომ შემოესმათ, ბერებმა ღირს პიმენს მიაშურეს და იგი სამონაზვნო სამოსელში იხილეს, ანთებული სანთლით ხელში; მისი მოკვეცილი კულული თეოდოსი პეჩორელის ლუსკუმაში აღმოჩნდა. წმიდანი მრავალი წელი მძიმედ ავადმყოფობდა. ტანჯვათა უდრტვინველი დათმენისთვის წმიდანს სხვათა სნეულებების კურნების ნიჭი მიემადლა. მან თავისივე მსგავსი დავრდომილი განკურნა იმ პირობით, რომ სიკვდილამდე ავადმყოფებზე იზრუნებდა. ერთხელ ძმას დაეზარა სნეულთა მსახურება და ავადმყოფობა კვლავ შეუბრუნდა. ღირსმა პიმენმა ისევ განკურნა იგი, თან დამოძღვრა, სნეული და სნეულის მსახური თანასწორ საზღაურს მიიღებენო. ოცი წელი გაატარა ნეტარმა მამამ საშინელ ტანჯვაში და, ანგელოზის წინასწარმეტყველებისამებრ, სიკვდილამდე სამი დღით ადრე გამოჯანმრთელდა.
წმიდა პიმენ მრავალსნეულის ამსოფლიდან განსვლის დღეს ტრაპეზზე აღიმართა სამი მანათობელი სვეტი, რომლებიც ტაძრის გუმბათს ზემოთაც გრძელდებოდა. მატიანეში აღწერილი მსგავსი ხილვა 1110 წლის 11 თებერვლით თარიღდება; ამაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ღირსი პიმენი მიიცვალა 1110 წლის 11 თებერვალს. წმიდა მამის უხრწნელი ნაწილები ანტონის მღვიმეებშია დაკრძალული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨

📺Subscribe YouTube channel!

🔗 https://youtube.com/channel/UCBI9QqvqU6K1f2Gk58KISrA?si=8UVEimVznHb4IEpU

ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)7 (20) აგვისტოღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმ...
20/08/2026

ღირსმოწამე დომენტი სპარსი და ორნი მოწაფენი მისნი (+363)
7 (20) აგვისტო
ღირსმოწამე დომენტი სპარსი იყო და წინაპართა ცრუსარწმუნოებას ერთგულებდა მანამ, სანამ სიყმაწვილეში ქრისტიანმა უარმა სახარების სწავლების ნათლით არ გაუნათა გონება. ამის შემდეგ ნეტარმა არ ისურვა სამშობლოში დარჩენა, სასაზღვრო ქალაქ ნიზიბიას მიაშურა (მესოპოტამიაში), ნათელიღო და ერთ-ერთ მონასტერში ბერად შედგა. ნეტარის მადლმოსილებამ შური აღუძრა სავანის მკვიდრთ, რის გამოც დომენტი განერიდა მათ და წმიდა სერგისა და ბაქოსის სახელობის მონასტერს მიაშურა თეოდოსიპოლში. აქ წმიდანი მოღვაწეობდა მკაცრი ასკეტის, არქიმანდრიტ ნურველის ხელმძღვანელობით. დომენტის საკვირველი ღვაწლი რომ იხილა, ნურველმა იგი დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მოისურვა, ხუცესადაც დაედგინა, მაგრამ წმიდანმა თავი უღირსად ჩათვალა და სირიაში, ერთ უდაბურ მთაზე განმარტოვდა. აქ ნეტარი მამა ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, შემდგომ კი გამოქვაბულში დამკვიდრდა ორ მოწაფესთან ერთად. დომენტიმ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ იმ მხარეში, სადაც ნეტარი მამა და მისი მოწაფეები მოღვაწეობდნენ, გაიარა სპარსელებთან საბრძოლველად მიმავალმა იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363). მისი ბრძანებით მხედრებმა მოძებნეს უფლის სათნომყოფელნი, შემდეგ კი, ერთი გადმოცემით, ქვებით ჩაქოლეს, სხვა ცნობით - მღვიმის შესასვლელი ამოქოლეს და შიგ ცოცხლად დამარხეს (+363).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
https://www.orthodoxy.ge/tveni/agvisto/07-domenti.htm

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨

📺Subscribe YouTube channel!

🔗 https://youtube.com/channel/UCBI9QqvqU6K1f2Gk58KISrA?si=8UVEimVznHb4IEpU

19/08/2026

‎ ⚜️ფერისცვალების დღესასწაული

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨
📺Subscribe YouTube channel!
🔗 www.youtube.com/@ეპარქია **

‎ ⚜️ფერისცვალების დღესასწაული - მიტროპოლიტ ანდრიას ქადაგება 19/08/2026🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨ 📺Subscribe...
19/08/2026

‎ ⚜️ფერისცვალების დღესასწაული - მიტროპოლიტ ანდრიას ქადაგება 19/08/2026

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨
📺Subscribe YouTube channel!
🔗 www.youtube.com/@ეპარქია **

მიტროპოლიტ ანდრიას ქადაგება ფერისცვალების დღესასწაულზე📌 დეტალები ...

19 (ძვ.სტ. 6/VIII) აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ  სადღესასწაულო მსახურება ...
19/08/2026

19 (ძვ.სტ. 6/VIII) აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო მსახურება აღასრულა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, ქ. გორში. წირვის შემდეგ შესრულდა ხილის კურთხევა.

✝️გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს! 📍ლიტურგია გორის ფერისცვალების ტაძარში.📌 ლიტურგიას გორისა და ატენის მიტროპოლიტიანდრ...
18/08/2026

✝️გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს!
📍ლიტურგია გორის ფერისცვალების ტაძარში.
📌 ლიტურგიას გორისა და ატენის მიტროპოლიტი
ანდრია აღავლენს.
⏱️დასაწყისი: 09:00

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨
📺Subscribe YouTube channel!
🔗 www.youtube.com/@ეპარქია

18/08/2026
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)5 (18) აგვისტომართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახშ...
18/08/2026

მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
5 (18) აგვისტო
მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. მას სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღე და ღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი“.

წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზიოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო“.

374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს). წმიდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
https://www.orthodoxy.ge/tveni/agvisto/05-nona.htm

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨

📺Subscribe YouTube channel!

🔗 https://youtube.com/channel/UCBI9QqvqU6K1f2Gk58KISrA?si=8UVEimVznHb4IEpU

„ჩვენ ქრისტიანები უნდა ვიყოთ ყოველდღიურად და გვინდოდეს ყოველდღიურად ქრისტიანობა. და რასაც ვერ შევძლებთ, რასაც არ ეყოფა ჩ...
17/08/2026

„ჩვენ ქრისტიანები უნდა ვიყოთ ყოველდღიურად და გვინდოდეს ყოველდღიურად ქრისტიანობა. და რასაც ვერ შევძლებთ, რასაც არ ეყოფა ჩვენი ძალები, მოწყალე ღმერთი... თავისი მადლით შეავსებს, გაგვაძლიერებს, გაგვამხნევებს და თავისი მოწყალებით შეგვინდობს კიდევაც...“
✒️ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია

🙏 ქადაგებები • ⛪ ეპარქიის სიახლეები • ✨
📺Subscribe YouTube channel!
🔗 www.youtube.com/@ეპარქია

Address

გორის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი
Gori
1400

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 18:00
Sunday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gori-Ateni Diocese გორისა და ატენის ეპარქია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Place Of Worship

Send a message to Gori-Ateni Diocese გორისა და ატენის ეპარქია:

Shortcuts

Share